fbpx

26 წლის შემდეგ გადახდილი მადლობა …

ავტორი ჟოლო
23 ნახვა

„ნამდვილი ამბავი“ – ასე ასათაურებს ამერიკაში მცხოვრები ხელოვანი ნიკო აბაზაძე პოსტს, რომელიც „ფეისბუქის“ პირად გვერდზე განათვსა …

„1989 წლის 8 აპრილის საღამოს სახლში უნდა წასულიყო მშობლიურ გურიაში, მშობლებთან. აბიტურიენტი იყო და ერთ პატარა ჩაბნელებულ ნახევარსარდაფში ჰქონდა ნაქირავები ოთახი იაფად. ძმები მოენატრა, მშობლებიც, დედის კეცზე გამომცხვარი ხაჭაპურიც. ცოტა ფულიც შემოაკლდა და იფიქრა, ჩავიდოდა. თან მოინახულებდა, თან რაღაცას მაინც გამოაყოლებდა ხელს, რომ აგერ სამხატვრო აკადემიის გამოცდებამდე რაღა იყო დარჩენილი და იოლად გადააგორებდა ამ 2 თვეს.

ჩემთან შემოიარა წასვლის წინ და შეიტყო, რომ იმ ღამეს მთავრობის სახლის წინ მჯდარ მოშიმშილეებს სავარაუდოდ დაარბევდნენ. მთხოვა – იქნებ არ წახვიდეო, მაგრამ იცოდა რა ჩემი ხასიათი, დადო თავისი ბარგი და უხმოდ გამომყვა.

იმ ღამეს არა მარტო ჩემს შველას ცდილობდა. მახსოვს ახალგაზრდა 14-15 წლის გოგოს როგორ გადაეფარა და როგორ გამოიყვანა სამშვიდობოს რუსთაველის კინოთეატრის შესასვლელამდე, ბოლოს უკვე ხოხვით და დასისხლიანებულმა. იმ ცნობილ ღამეს ზურა საკმაოდ მძიმედ დაიჭრა რუსის საბრძოლო ნიჩბით კეფის არეში. დილაადრიან რესპუბლიკური საავადმყოფოდან გაიპარა.

თავის ნაქირავებ სარდაფში ვიპოვნეთ მოკუნტული – ციებცხელების ოფლში ცურავდა.

უხმოდ და უანგაროდ დადის დღესაც ზურა თბილისის ქუჩებში და ვიცი თუ დასჭირდა, ისევ ასე უბრალოდ გასწირავს თავს. ასეთი მწამს გმირობა. აგერ 26 წელი გავიდა და არცერთხელ მისთვის მადლობა არ მითქვამს. ეხლა რატომღაც ძალიან მომინდა მადლობა გადავუხადო მას და ასევე იმ ადამიანებს, რომლებმაც ასე სრულიად შეგნებულად, ყოველგვარი პირადი ინტერესის გარეშე, თავი დადეს სხვა ადამიანების კეთილდღეობისათვის“.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment