გინდათ გააკეთოთ რაღაც და ხვდებით, რომ არის რამდენიმე ფაქტორი, რაც გაშინებთ. რისკი ყოველთვის არის დაკავშირებული შიშთან, თუმცა არიან ადამიანები, რომელთაც შიშის მართვა შეუძლიათ.
პირველ რიგში, საჭიროა იცოდეთ საიდან მოდის შიში. საქმე ისაა, რომ ცხოვრებაში შეუძლებელია შიში აირიდოთ, რადგან თუ თქვენ მოქმედებთ, სრულიად ბუნებრივია, რომ რაღაც გაშინებთ. შიში ხშირ შემთხვევაში ნიშნავს, რომ თქვენ იქ არ მოხვდით, სადაც ელოდით, მარტივად რომ ვთქვათ, სხვის ტერიტორიაზე ხართ. რაც ყველაზე მთავარია, შიში არის ის, რაც გონებიდან მოდის და ხშირად რეალობასთან კავშირი არ აქვს.
როგორ მოვიქცეთ, რომ ცხოვრებამ თავად კი არ გვმართოს, არამედ ჩვენ ვმართოთ საკუთარი მომავალი?
1.დაამარცხეთ შიში – ნუ მისცემთ თქვენს თავს უფლებას შიშმა გძლიოთ. გეშინიათ? გადადგით ნაბიჯი, გარისკეთ და შიში „უკან დაიხევს“.
2.გააანალიზეთ რა გაშინებთ – ცოდნა იმისა, თუ რისი გეშინიათ, დაგეხმარებათ მის გადალახვაში. დიახ, თუ თქვენ გაშინებთ ის, რომ ვერ ჩააბარებთ გამოცდას, დაჯექით და დაფიქრდით: რა გაძლევთ ამის ფიქრის საფუძველს? ამ შემთხვევაში თქვენ მიხვდებით რამდენად რეალურია შიში, თუ ის რეალურია, გადადგით კონკრეტული ნაბიჯი მის გამოსასწორებლად.
3.დაინახეთ პერსპექტივა – თქვენ კარგად იცით, რომ მუდმივი არაფერია, მათ შორის არც წარუმატებლობა.ოდესღაც აუცილებლად დგება მომენტი, როდესაც ყველაფერი კარგადაა. ამიტომ იფიქრეთ ამ მომენტზე, მომავლის პერსპექტივაზე და შიში აუცილებლად გაქრება.
4.ივარჯიშეთ – ყველასთვის ცნობილია, რომ ვარჯიში უამრავი რამისთვის არის სასარგებლო, მათ შორის სტრესის დროს. თუ შიში გსტრესავთ გადით ქუჩაში და ირბინეთ, ნახავთ როგორ დაგეხმარებათ ეს.