1. მეტად დააფასე საკუთარი თავი
როდესაც გრძნობ, რომ სიზარმაცე არ არის გამოწვეული რაღაც კონკრეტული მიზეზის გამო და არ ვრცელდება დროის კონკრეტულ მონაკვეთში, ე.ი. საკუთარი თავისგან ხშირად ზედმეტი მოლოდინები გაქვს, ან მცირე შეცდომების გამოც კი ხშირად საყვედურობ მას. მეტად დააფასე საკუთარი თავი და დაიწყე ყველა წარმატებული ნაბიჯის შემჩნევა.
2. თავიდან იმოძრავე პატარა ნაბიჯებით
როგორც წესი, პირველი ნაბიჯის გადადგმა ყველაზე რთულია. შინაგანი წინააღმდეგობის მარტივად გადასალახად, გააკეთე სულ მცირე ნაბიჯი. მაგალითად, გადი სარბენად მხოლოდ 3 წუთით, დაწერე პროექტი, რომელსაც მუდმივად სახვალიოდ დებდი, მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში და ა.შ.
ამ ჩვევის გამოყენება ყოველდღე თავისუფლად შეგიძლია. როგორც წესი, შენ სულ მალე შეხვალ ნაკადის მდგომარეობაში და არ გაჩერდები 3 წუთი სირბილის შემდეგ…
3.გააკეთე მცირე ნაწილი დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანიდან
როგორც წესი, ჩვენ მნიშვნელოვან საქმეებს ყველაზე გვიან ვასრულებთ. გვსმენია იმის შესახებაც, რომ ჯერ „გომბეშო უნდა შეჭამო“, მაგრამ დაწყება ძალიან გვიჭირს. ამიტომ გააკეთე მხოლოდ მცირე ნაწილი და ცოტა ხანში, მიხვდები, რომ ისე დაამთავრე ამ საქმეზე მუშაობა, ვერც გაიგე.
4.გადატვირთულ გრაფიკში წინასწარ ჩასვი დასვენებისა და განტვირთვის მომენტები
როდესაც იცი, რომ 2 საათზე აუცილებლად შეისვენებ და გემრიელი ყავა და ნამცხვარი უკვე მაგიდაზე გელის, როცა იცი, რომ შენი შრომა სულ მალე დაჯილდოვდება, საქმეს გაცილებით ეფექტურად და ხალისიანად აკეთებ. ასე რომ, მოუწყვე საკუთარ თავს ასეთი სასიამოვნო განტვირთვები და შედეგიც არ დააყოვნებს.
5. დაუსვი საკუთარ თავს გამამხნევებელი კითხვები
ხშირად ჰკითხე საკუთარ თავს: რისთვის ვაკეთებ ამას? რას მომიტანს ამ საქმის შესრულება 5 წლის შემდეგ? ან ამის პარალელურად: რას დავკარგავ, თუ ახლა ამ საქმეს არ გავაკეთებ? რას ვიგრძნობ, როცა ჩავფლავდები?
6. ეცადე, დიდი დრო გაატარო მოტივირებული ადამიანების გარემოცვაში
გაიხსენე, როგორ ხდებოდა სკოლის დროს: კლასელს თუ სკოლაში წასვლა ეზარებოდა და ამაზე რამდენიმე წუთი მაინც საუბრობდით, უკვე შენშიც ჩნდებოდა სიზარმაცის განცდა და ძალიან ადვილად წყვეტდი, რომ იმ დღეს შენც გააცდენდი გაკვეთლებს. ასეა ცხოვრებაშიც – რაც მეტ ადამიანს ეზარება ცხოვრება და მოქმედება შენს გარშემო, მით უფრო მეტად გეზარება შენც, რადგან ცხოვრება განუსაზღვრელობაა, განუსაზღვრელობაში მოქმედება კი ბევრს არ სურს. იპოვე ასეთი იშვიათი ადამიანები და ხშირად ეკონტაქტე მათ.
7. მთელი არსით დაისვენე და დატკბი „სიზარმაცის წუთებით“
როცა თავს დასვენების დროს აძლევ… სრულად განცდილი დასვენება და განტვირთვა მოგცემს სისავსის შეგრძნებას და შენ აუცილებლად მოგინდება, სადმე დახარჯო ენერგია, რომელიც მიიღე.
გიორგი თვალაძე