fbpx

7 მიზეზი, იმისა თუ ცხოვრებაში რატომ არ გააკეთებთ არაფერს „მაგარს“

ავტორი ჟოლო
1.3K ნახვა

სტატია დაწერილია მეწარმე რეიმარ ტირადოს მიერ, რომელიც ცნობილია თვისი ცხოვრების წყურვილით და არასოდეს ჩერდება მიღწეულზე.

„მე მოგიყვებით იმაზე რასაც არ ასწავლიან. იმაზე, რაც გაიძულებთ გასცდეთ ჩვეულ არსებობის ჩარჩოებს. მაგალითად, წახვიდეთ მშობლებიდან და გადახვიდეთ სხვაგან საცხოვრებლად, დაანებოთ სამსახურს თავი, გააგზავნოთ ყველა ერთ ადგილას… ბოლოს და ბოლოს გააკეთოთ რამე.

იმის გაკეთებას რასაც მე გთავაზობთ რეალური ცხოვრებისგან მიღებული გამოცდილებაა და ის სცდება ყველა იმ ჩარჩოებს, რომელსაც გაძლევთ სასწავლო სისტემა. ეს უნარებია, რომელსაც გამოიმუშავებთ თქვენში და მხოლოდ მაშინ თუ იპოვით საკუთარ თავს. როდესაც ყველაფერს დადებთ სასწორზე ან დაეჯახებით ჩავარდნის საშიშროებას.

უნარები გამომჟაღავნდება როდესაც მიდიხართ რისკზე რათა ამ დროს გააკეთოთ რაღაც ძალიან „მაგარი“.  ყველაფერი ის რისი თქმაც მინდა: თამაშში, სახელად სიცოცხლე თქვენ არ გაქვთ უმცირესი შანსიც კი თუ არ გაკეთებთ ამას. რატომ?

  1. თქვენ ძალიან ცოტა წაგიგიათ

როდესაც ხართ კომფორტში, ხართ „საშვალოვნებაში“, არც კი ცდილობთ რამეს.

დგახართ და უპირატესობას ანიჭებთ იმაზე საუბარს, რა კარგი იქნებოდა ახალი უცხო ენის შესწავლა, იმის ნაცვლად რომ ისწავლოთ. უფრო სავარაუდოა „დაკიდოთ“ ან გააკეთოთ ურთულესი სამუშაო ხვალ, ვიდრე ახლა. თქვენ გეჯავრებათ სამსახური, მაგრამ მზად არ ხართ ეძებოთ ახალი.

და სანამ თქვენ ფეხი ფეხზე გაქვთ გადადებული, მე ვაგროვებ შეცდომებს და გამოვცდი საკუთარ თავზე, ამ დროს ვსწავლობ ახალს, ვიძენ გამოცდილებას.

  • როცა მე ვმარცხდები – ვსწავლობ და ვიცვლი მიმართულებას ისე, რომ მხოლოდ წინ ვიარო. ეს ჰგავს ფოლადის გამოწრთობას: მე ვიწრთობი ცეცხლში და ვიღებ ფორმას. ხანჯლის ფორმას ბასრი პირით, რომელიც დაგჩეხავს ნაწილებად, თუ არ დაატან უფრო მეტ ძალას.

2.   თქვენ გაღელვებთ გარემოცვის აზრი

… და თამაშობთ მათ თამაშს, რადგან გეშინით რას იტყვიან ისინი, რას იფიქრებს გარემოცვა. ასე  იმიტომ ფიქრობთ, რომ თავად განსჯით სხვებს: თითქოსდა, სხვებიც ვალდებულნი არიან, თავის მხრივ, განგსაჯონ თქვენ. უფრო მეტად გაღელვებთ თქვენი ნაგავი, ვიდერე საქციელი რომელიც ჩაიდინეთ.

სანამ ხარჯავთ ფულს ახალ „ზმანებზე“, მანქანებზე, ძვირფას საკვებზე და კლუბებში, მე დაკავბეული ვარ საკუთარი თავით. სანამ ცდილობთ იცხოვროთ გარემოცვის წესებით, მის კარნახს ერგებით, მე ამ დროს ვაკეთებ ისე, რომ სამყარო ერგებოდეს ჩემ სურვილებს.

მე თავდაჯერებულად გავაქრობ ყველა ჩემ ეჭვს და ქვეყნიერებას ვაჩვენებ ვინც ვარ, გამოვაჩენ ჩემ ნამდვილ „მე“ს. მე მაქვს იმუნიტეტი თქვენს აზრებზე. მე ვიმყოფები იდეების გარემოცვის ნაკადში, სანამ თქვენ ეგუებით ჩვეულებრივობას, მე ვიკვლევ არაჩვეულებრივს.

3. თავი მიგაჩნიათ უფრო ჭკვიანად, ვიდრე ეს სინადვილეშია

არადა, სინამდვლეში აკეთებთ იმას, რასაც სხვები. ისწავლეთ იგივე, რაც სხვებმა, კითხულობთ, უყურებთ იმას, რასაც სხვები ან ერთსა და იმავეს. თქვენ როგორ გგონიათ, თუ ისწავლეთ და ჩააბარეთ ტესტი, უფრო ჭკვიანი გახდით?

ცოდნა არ არის იმაში რაც გისწავლიათ, არამედ, იმაშია თუ როგორ ცხოვრობთ

  • თუ დადგება ამის საჭირეობა მე შემიძლია გავიარო ტესტი, მაგრამ თქვენ შეძლებთ გადაჭრათ პრობლემები რომელსაც აყენებს ჩემს წინაშე ცხოვრება? ტესტი რომელიც ფასდება არა ქულებით და პროცენტებით, არამედ ერთადერთი შეფასებით: გადარჩენით.

4. თქვენ არ კითხულობთ

კითხულობთ მხოლოდ იმას, რასაც გავალდებულებენ ან საერთოდ არაფერს. ისტორია მიგაჩნიათ მოსაწყენად, ფილოსოფია – სისულელედ. უფრო, სატელევიზიო შოუს ანიჭებთ უპირატესობას. უფრო, დროს დაუთმობთ სერიალის ყურებას, ვიდე აღმოაჩენთ თქვენთვის რამე ახალს. საერთოდ, თავს არ შეიწუხებთ ჩაუღრმავდეთ სხვა ადამიანის აზრს, რომ უკეთ გაუგოთ გარემომცველ სამყაროს.

თქვენ უარს ამბობთ აღიაროთ, რომ ქვეყნიერების მთელი ძალა დამალულია იმ ადამიანთა სიტყვებში, ვინც თქვენამდე ცხოვრობდა.

  • ყველაფერი რაც გჭირდებათ, შეგიძლიათ იპოვოთ უამრავ წიგნებში, რომელიც ახლა გაცილებით ადვილი ხელმისაწვდომია, ვიდერ იყო ოდესმე. ამ სტატიასაც ბოლომდე არ წაიკითხავთ. მეტად სავარაუდოა, ის ვინც ამას კითხულობს, მან ეს ყველაფერი ისედაც იცის. შეიძლება ცხენს აიძულო მოვიდეს ჩანჩქერთან , მაგრამ ძალით წყალი დაალევინო – შეუძლებელია.

5. თქვენ არ ხართ ცნობისმოყვარე

თქვენ იღებთ ინფორმაციას კონტროლირებადი, ერთმანეთისგან გადაკოპირებული მასმედიის საშუალებებიდან. თქვენ არ იწუხებთ თავს დაუსვათ ძალიან მარტივი შეკითხვა: «ხომ შეიძლება ეს ყველაფერი იყოს ტყუილი?» და დაუშვათ რომ ასეა. მასმედიის პირდაპირ მოვალეობას წარმოადგენს – უმთავარესიდან გადაგატანინოთ ყურადღება.

მე მაქვს ცოდნის წყურვილი და მაინტრესებს თითქმის ყველა სფერო.

სანამ თქვენ დაკავებული ხართ Angry Birds -ის თამაშით, მე ვკითხულობ სიმების თეორიაზე და კვანტურ მექანიკაზე.

რადგან ჩემს არგუმენტებს შევხედო სხვადასხვა კუთხით და მოვიძიო და მივაგნო მათ სუსტ წერტილებს. უნდა შემეძლოს კამათი და ჩემი აზრის არგუმეტირებულად დაფიქსირება, როდესაც შემეწინააღმდეგებით.

  • მე გავუგებ მოკამეთე მხარეებს და თუ მივიღებ რომელიმე მხარეს და შევალ კამათში, ვიცი გავიმარჯვებ. 

6. თქვენ არ სვამთ კითხვებს

თქვენ არ გეპარებათ ეჭვი ავტორიტეტებში და არ ეკითხებით თავს. თქვენ არ გესმით სწორად დასმული კითხვის მნიშვნელობა და არ შეგიძლიათ პოზიციის დაფიქსირება როდესაც არ გეთანხმებიან. არ სვამთ კითხვებს რეალობასთან დაკავშირებით  —  ცხოვრების მონოტონურობაში ძალიან დაკავებული ხართ თავითგადარჩენით.

  • სამყაროს მიმართ საჭიროა კითხვების სტრუქტურირება.

7. თქვენ გაცოფებთ სიმართლე

აღიარეთ ის ფაქტი, რომ სინამდვილეში არაფერიც არ იცით. არ გამოვრიცხავ, რომ გაცოფდეთ ამ სტატიაზე. კარგად ვიცი, ინტერნეტში წაკითხული სტატია ვერ აანაზღაურებს იმ დროს, რომელიც დახარჯეთ უაზროდ.

ცხოვრობთ, დადიხართ ამაყად თავაწეული და არ გაინტერესებთ რაც ხდება სინამდვილეში გარშემო. რეალობიდან ხართ მოწყვეტილი. რეალობა, რომელიც მდებარეობს ისე ახლოს თქვენგან, რომ თუ ენას გამოყოფთ შეძლებთ გასინჯოთ და მიხვდეთ, რამდენად სასიამოვნო გემო აქვს სიმართლეს.

და მხოლოდ, ამ შემთხვევაში გააცნობიერებთ, ერთადერთი ვინც გიშლით ხელს აკეთოთ ნამდვილად ძალიან მაგარი რამეები – ეს ხართ თქვენ თვითონ.“

მსგავსი სტატიები

Leave a Comment