fbpx

“ადამიანის უძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა”_ ილია ჭავჭავაძე

ავტორი ნინო გონგაძე
1.3K ნახვა
  1. ყველა კაცმა რომ იგი სიკეთე ჰქმნას, რის შემძლებიც არის, ქვეყნიერებაზე უბედურნი აღარ იქნებიან.
  2. დამალული ჭირი ძნელია, პირდაპირ მოსულს კიდევ როგორც იქნება შეეჭიდება კაცი.
  3. მთელი კაცობრიობის უწინდელი ცხოვრება სულ უსარგებლო იქნება, თუ იმათ ცხოვრებიდან ჩვენ სასარგებლოს არას გამოვიტანთ.
  4. ხეს ვერ გაზრდი იმ დროზე ადრე, რაც ბუნებას დაუნიშნავს.
  5. რაც გინდა პატარა იყოს სამშობლო ქვეყანა, – პატიოსანს გულში დიდი ადგილი უჭირავს.
  6. ზოგჯერ მოკლე სიტყვაც გრძელია.
  7. სხვა შენთვის და შენ სხვისთვის, აი გზა ცხოვრებისა.
  8. ლუკმა მაშინ არის ტკბილი, როცა კაი კაცობით არის ნაშოვნი.
  9. ქვეყანა იმით კი არ არის უბედური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონებაგახსნილი, გულანთებული კაცები არა ჰყავს.
  10. ქვეყანაზე, რომ ჭირი არ იყოს, ადამიანი ენასაც არ ამოიდგამდა.
  11. ბედს თვითონ კაცი ქმნის და არა ბედი კაცსა.
  12. აწმყოს, რომელსაც წარსული არ აქვს, არც მომავალი აქვს.
  13. არამც თუ უსაბუთო ძაგება, უსაბუთო ქებაც კი საწყენია მართებულის კაცისათვის.
  14. ადამიანის უძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა.
  15. ადამიანი თუ მთელი ერი, იმისათვის კი არ არის გაჩენილი, რომ პური ჭამოს, არამედ პურს ჭამს იმიტომ, რომ კაცურ – კაცად იცხოვროს და აცხოვროს მისი შთამომავალი.
  16. ავი კაცი რამდენადაც მეცნიერია, დიდი სწავული, იმოდენად უფრო ძლიერ საშიშია, უფრო ძლიერ მავნებელია.
  17. ზოგი საგანია, რომ თუ არ დაინახავ, ვერ ირწმუნებ, და ზოგი – იმისთანა, თუ არ ირწმუნებ, ვერ დაინახავ.
  18. ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაობდეს!
  19. ადამიანის გული თვალუწვდენელი ორმოა.
  20. გახსოვდეს, რომ ქვეყანაზე ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი.
  21. ჭეშმარიტ ღირსებას ყვირილი არ უნდა.
  22. დიდი სიბრძნეა კაცისა, ცნობა თავისი თავისა.
  23. ეს წუთისოფელი ცოდო და მადლის ჭიდილია, სხვა არაფერი. ზოგი ცოდოს იკიდებს ზურგზედ და ტყვიასავით მძიმეა, ზოგი მადლს და ბუმბულსავით სუბუქია.
  24. ხშირია ხოლმე, რომ, როცა სული ჭლქედება, ხორცის დღეობა მაშინ არის; როცა სული ჰყვავის, ხორცი დნება.
  25. იგი გრძნობაა მართალი, რომელიც კატასავით დღე მუდამ არა სჩხავის და მზეთუნახავად დაბინავებულა გულში.
  26. )თავისუფლების შოვნაი სჯობს საშოვნელსა ყველასა.
  27. კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, – აბა დღეს მე ვის რა ვარგე?

ილია ჭავჭავაძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment