fbpx

ამ იდეამ მილიონობით ადამიანის ცხოვრება შეცვალა … შენსასაც შეცვლის

ავტორი ჟოლო
4K ნახვა

სხვადასხვა თემაზე უამრავი საჯარო გამოსვლის შემდეგ, შენთან სალაპარაკოდ მხოლოდ ხუთი წუთი რომ მოეცათ, რათა იმაში დაგხმარებოდი, რომ უფრო წარმატებული გამხდარიყავი, აი რას გეტყოდი:

„შენი მიზნები ჩამოწერე, მათი მიღწევის გეგმა შეადგინე და ამ გეგმების განსახორციელებლად ყოველდღიურად იმუშავე“.

ეს რჩევა უფრო მეტად დაგხმარებოდა ცხოვრებაში, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ, რაც კი ოდესმე შეიძლება გესწავლა. სხვადასხვა უნივერსიტეტის უამრავ კურსდამთავრებულს უთქვამს ჩემთვის, რომ მათ ოთხწლიანი განათლების მიღებაზე მეტად, ეს მარტივი კონცეფცია დაეხმარათ.

ამ იდეამ ჩემი და მილიონობით ადამიანის ცხოვრება შეცვალა, შენსასაც შეცვლის.

შენი ცხოვრება და დრო უძვირფასესია. ამ ორი ღირებულების უაზროდ გაფლანგვა ნიშნავს, რომ წლები დახარჯო იმაზე, რისი მიღწევაც რამდენიმე თვეში შეგეძლო. მიზნის დასახვისა და მიღწევის მრავალგზის გამოცდილ პროცესს თუ მიჰყვები, ბევრად მოკლე დროში იმაზე მეტის მიღწევას შეძლებ, ვიდრე ოდესმე წარმოგედგინა. შენი წინსვლის ტემპი შენც და შენს გარშემო მყოფ ადამიანებსაც გააოცებთ.

ბრაიან თრეისი

https://jolo.ge/braian-treisis-metodi/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment