fbpx

როგორ მოვიპოვოთ ბედნიერება

ავტორი admin
1K ნახვა

რატომ არის ზოგი უზომოდ ბედნიერი და ზოგიც უბედური? 

რა ფაქტორები განაპირობებს მას?

სად ვეძებოთ ის?

კითხვები ბედნიერებაზე. შევეცდები დღეს გავცე ჩემი მოკრძალებული პასუხი.

თავი რომ იგრძნონ ბედნიერად, ხალისიანად და იყვნენ ჰარმონიაში საკუთარ თავთან, ადამიანების უმარავლესობა ელოდება გარეშე ფაქტორების ცვლილებას.

ელოდება:

აი, საყვარელმა ადამიანმა, რომ „ის“ აჩუქოს, ბედნიერი იქნებოდა…

აი, ეს, რომ ჰქონდეს ან ფლობდეს, მის სიხარულს საზღვარი არ ექნება…

აი, ოჯახი და შვილები, რომ ჰყავდეს…

აი, ის ადამიანი (ქმარი, შვილი, ძმა, სიდედრი/დედამთილი. მეზობელი) რომ არ უშლიდეს ხელს…

სია ამოუწურავია და ყველას თვისი ბედნიერების საზომი აქვს. ადამიანები ნადირობენ, გაუაზრებლად დასდევენ კუდში ბედნიერებას, ვერა და ვერ იჭერენ ამ მოუხელთებელს, მიუხედავად იმისა, რომ ამ სირბილში იტაცებენ ხოლმე იმ ყველაფერს, რაც მათი აზრით მოუტანს ბედნიერებას. ის კი არსად ჩანს…

უნდა გაგიწბილოთ იმედები.

სინამდვილეში ყველაფერი ხდება პირიქით.

იმისათვის, რომ ცხოვრებაში მიიღოთ ის, რაც ასე ძალიან, ძალიან გაგხდით ბედნიერს, არ არის საჭირო კუდში სდიოთ ან ეძებოთ სხვაგან.

ბენიერების აუცილებელი პირობაა –  შეიძინოთ  უმიზეზოდ ბედნიერების,  უპირობო სიყვარულის, განუსაზღვრელი მადლიერების განცდა, პატიების უნარი და დამატებით პოზიტიური აზროვნება… და არა შემდეგ, ან მოგვიანებით როცა ყველაფერი კარგად იქნება, არამედ, დღეს და ამ წუთას, ახლავე იყოთ ბედნიერი.

წარმატებული ადამიანი თავისი ოცნებით, სურვილით და მიზნით, შინაგანად ქმნის  პატარა ბედნიერების მაგნიტს, რომელიც შემდეგ რეალურად მოიზიდავს შემთხვევებს, მოვლენებს და საშუალებებს, რომელზეც ადრე არც კი უფიქრია. ძალიან ხშირად, ასეთ მოვლენას ხალხში ბედს, იღბალს, გამართლებას უწოდებენ.

ყველასათვის ცნობილი ფრაზაა: „ნივთი იბადება ორჯერ – ჯერ გონებაში, შემდეგ რეალობაში“. სწორედ, ეს პრინციპი მუშაობს ბედნიერების შემთხვევაშიც.

როცა ვსაუბრობ ხოლმე, უმიზეზო ბედნიერებაზე, ვხედავ, რომ ყველას გულში ჰპოვებს ის გამოძახილს. ყველას უნდა იყოს ბედნიერი. ყველა გრძნობს, რომ ცხოვრების არსი ბედნიერებაშია და ამ დროს წუწუნებენ, განიკითხავენ, სძულთ, ეშინიათ, ვარდებიან აპათიაში, შურთ….

ბედნიერება და აპათია, სხვადასხვა ენერგეტიკულ ველზე  მდებარეობს. ისინი სხვადასხვა სიხშირეზე ვიბრირებენ.

გაიხსენეთ თქვენი ახლობელი ადამიანები, რომლებიც ბედნიერნი და მუდამ პოზიტიურები არიან, თითქოს გვიზიდავენ თავისი ენერგიით. ისინი, აბსოლუტური ოპტიმისტები არიან და მარტო კი არ ხვდებიან, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა, პრიქით შეუძლიათ პირამდე აავსონ, სადაც კი ნაკლულს შეამჩნევენ. ძალიან ხშირად ისინი სიმშვიდეს და შინაგან სიწყნარეს ასხივებენ და მათ გვერდით, სხვები სიცოცხლით ხალისზე მოდიან.

– როგორ ახერხებენ ისინი ამას? როგორ გავხდეთ ჩვენ ბედნიერები?

– „დავაკოპიროთ“ ბედნიერი ადამიანის ქცევები, შევიძინოთ ბედნიერი ადამიანისთვის მახასიათებელი უნარები.

სისტემატიურად განმეორებადი ქცევები და აზრები ტვინში ქმნიან ნეირონულ ბილიკებს. ამ0,,69815624,00 დატკეპნილ ბილიკებს ჩვევები ჰქვია და ის ავტომატიზმამდეა დასული. თუ წლების მანძილზე თავს ვთვლიდით უბედურად – გვექნება ნეგატიური ნეირონული მარშრუტი გაკვალული და შესაბამისად გვექნება, უარყოფოთი გამოხმაურებები, რეაქციები.

აი, რატომაც ვერ გავხდებით ბედნიერი, თუ რამე არ შევცვალეთ.

ჩვენს გონებასთან ხუმრომა არ შეიძლება. ბედნიერებისთვის, საჭიროა ახალი ნეირონული ბილიკის გაკვალვა და ახალი უნარ-ჩვევების დანერგვა. კარგი იქნება, ამისთვის თუ სპეციალისტს მიმართავთ, დამოუკიდებლად ტექნიკების გამოყენება რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი.

ადრე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ როცა ადამიანი აღწევს ზრდასრულ ასაკს, ტვინი ფიზიკურად აღარ ვითარდება ანუ „იყინება“ და აქედან გამომდინარე ადამიანს ვერაფერი შეცვლის. გახსოვთ ქართული ანდაზა: „კუზიანს სამარე თუ გაასწორებსო“. სრული სიცრუეა!!! თანამედროვე მეცნიერებამ დაადგინა, რომ ტვინი მოქნილია. როცა ჩვენ ვფიქრობთ, ვგრძნობთ და ვმოქმედებთ სხავანირად ვიდრე ადრე, ტვინი იცვლება და პრაქტიკულად, თავიდან ტკეპნის ბილიკს ახალი უნარ-ჩვევისთვის.

ვისკონსის უნივერსიტეტის წამყვანი მეცნიერი, რომელიც სწავლობს ტვინის შესაძლებლობებს დოქტორ რიჩარდ დევიდსონი ამბობს: „ვიცით რა ტვინის მოქნილი შესაძლებლობები, ამის საფუძველზე, ჩვენ ისეთ მოვლენებს როგორიცაა ბედნიერება და გულმოწყალება შეიძლება მივუდგეთ როგორც უნარებს, რომელიც არ განსხვავდება ისეთი ჩვევებისგან, როგორიცაა – გიტარაზე დაკვრა ან ტენისის თამაში… თქვენ შეგიძლიათ, ავარჯიშოთ ტვინი და გახდეთ ბედნიერი“. მხოლოდ ძალიან ცოტა ადამიანია ბედნიერი დაბადებიდან, დანარჩენმა გაიაზრა რა მისი აუცილებლობა, შეიძინა ბედნიერად ყოფნის ჩვევა.

დასასრულს მინდა მოვიყვანო დალაი ლამას სიტყვები წიგნიდან: „ბედნიერების ხელოვნება“:

„უნდა დაიწყოთ იქიდან, რომ გაერკვეთ იმ ფაქტორებში, რა განაპირობებს თქვენს ბედნიერებას და რა განაპიობებს თქვენს ტანჯვას. ამის მერე, საჭიროა ეტაპობრიsun_1ვად გამორიცხოთ თქვენი ცხოვრებიდან ის ფაქტორები, რომლებსაც მიჰყავხართ ტანჯვამდე და გააძლიეროთ, ისინი რომელსაც გაჰყავხართ ბედნიერებამდე. ამაშია მთელი იდეის არსი“.

მე რაღა დავამატო? ალბათ, მხოლოდ ის, რომ ყველაფერი თქვენს ხელშია, არჩევანი გააკეთეთ ბედნიერებაზე. 

დღეს სულ ეს იყო.

გისურვებთ წარმატებებს თქვენი ბედნიერების ფაქტორების განსაზღვრაში და შემდგომ მის ხორცშესხმაში.

თუ, თემაში მოყვანილი აზრები თქვენთვის მისაღებია, მოიწონეთ, გააზიარეთ სოც. ქსელებში და დამიტოვეთ თქვენი შეხედულებები ბედნიერებაზე კომენტარებში.

წინასწარ გიხდით მადლობას.

პატივისცემით და თქვენს შესაძლებლობებში რწმენით

თამარ კვარაცხელია

წყარო: https://zrda.wordpress.com/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment