fbpx

თინი ბასილაიას”ახალი სუნთქვა” და ჩემი ახდენილი მიზანი

ავტორი დეა თავბერიძე
511 ნახვა

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ჯგუფში პოსტი გავაზიარე და ჯგუფის წევრებს ჩემი ასრულებული მიზნის შესახებ ვაუწყე.

მიზანი, რომელიც ამისრულდა თინი ბასილაიას ერთ-ერთ ონლაინ კურსზე, დეკემბერში დავისახე. ჩამოწერილ სურვილებში 65-ე პუნქტად არის გაწერილი და წესით და რიგით ივნისში უნდა ასრულებულიყო, მაგრამ გაასწრო დროს და ახლა ამ წამს, ამ ჩემს ახდენილ მიზანში შენც ხარ მკითხველო.

Jolo.ge -ის ახალი საიტი იყო ჩემი მიზანი – ფერადი, ლამაზი დახვეწილი… და აი, ისიც… ზუსტად ისეთი, როგორიც ვინატრე, როგორიც გავწერე … ახალი დიზაინით, ახალი რუბრიკებით, ახალი გუნდით, ახალი შემართებით… რამდენიმე დღეა რაც ჩავუშვით, ჯერ კიდევ სატესტო რეჟიმში ვართ და ძალიან მალე ამ მიზნის ბოლო, გრანდიოზულ ნაწილსაც გავუზიარებთ “ჟოლოს” მკითხველს და ბევრ ნიჭიერს გავახარებთ…

აი, ასეთი ძალა აქვს გაწერილ სურვილს. აი, ასეთ სასწაულებს ახდენს პიროვნული ზრდისა და განვითარების ტრენინგები და ონლაინ კურსები. ჩემი ცხოვრების აბსოლუტურად ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ტრენინგების შედეგია.

ამიტომ როდესაც თინი ბასილაიას განცხადებას მოვკარი თვალი იმის შესახებ , რომ 15 თებერვლიდან “ახალი სუნთქვის” მეორე ნაკადი იწყება, საჭიროდ ჩავთვალე თქვენთვისაც გამეზიარებინა ჩემი ეს შედეგი და მეთქვა, თუ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა ნამდვილად გსურთ, აუცილებლად ჩაერთეთ “ახალი სუნთქვის” მეორე ნაკადში და მიიღეთ ის მუხტი და ენერგია, რომელიც სურვილებს აგიხდენთ და სასწაულებს გაგაკეთებინებთ.

Jolo.ge – ჩემი ახალი სუნთქვაა.

აი, ასეთი ძალა აქვს დიდ სურვილს, დაწერილ მიზანს და ამ მიზანში ჩადებულ ენერგიას. ეს ენერგია კი თინისთან მართლაც უხვად არის.

მაგრამ ისიც უნდა იცოდეთ, რომ მარტო ონლაინ კურსში მონაწილეობა ბევრს არაფერს მოგცემთ, სურვილის დასახვასთან ერთად აუცილებელია მოქმედება და იმ ინსტრუმენტების ცხოვრებაში დანერგვა და გამოყენება რასაც ამ კურსზე მიიღებთ. აი, ამ შემთხვევაში დგება სასურველი შედეგი. სხვა შემთხვევაში კი ფუჭ ილუზიას შეიქმნით. თქვენს გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებს.

აუცილებლად ისურვეთ, იმოქმედეთ, დაიჯერეთ, სურვილები და მიზნები ხდება!

თინი ბასილაიას “ახალი სუნთქვა”

წარმატების და ბედნიერების გზით გვევლოს ყველას.

სიყვარულით დეა თავბერიძე

გადადით ლინკზე და გაიგეთ მეტი

მსგავსი სტატიები