fbpx

ბუდისტური ფსიქოლოგია – დააკვირდით რას ლაპარაკობთ

ავტორი დეა თავბერიძე
6519 ნახვა
0 კომენტარი
14

როგორც ლაპარაკობთ ისეც ცხოვრობთ! ბუდისტურ ფსიქოლოგიაში ნათქვამია, რომ ენერგიის დაკარგვის ძირითად წყაროდ გვევლინება მეტყველება.

ბევრი განდეგილი და წმინდანი მიდიოდა, განმარტოვდებოდა იმისთვის, რომ არაფერს ებიძგებინა მათთვის უსარგებლო საუბრისკენ, ქადაგებებში ასეთ მეტყველებას უქმ მეტყველებას ეძახიან. სწორედ ის წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს დაბრკოლებას, სულიერი და მატერიალური პროგრესის გზაზე.

პირველ შეფასებას ადამიანს ჩვენ ვაძლევთ იმის მიხედვით, თუ როგორ და რაზე საუბრობს ის. მეტყველება განსაზღვრავს ადამიანს.

პრაქტიკულად ყოველმა ადამიანმა, რომელიც ინტერესდება იოგით, აღმოსავლური ფსიქოლოგიით და ფილოსოფიით, იცის ბრძენი პატანჯალის სახელი და მისი მონუმენტალური შრომის შესახებ იოგის მიმართულებით (იოგა-სუტრა). მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ პირველ რიგში მან არაერთი ნაშრომი მიუძღვნა ლაპარაკს და მედიტაციას, რომელიც გვასწავლის, როგორ ვილაპარაკოთ სწორად და როგორ ავაწყოთ სწორად საკუთარი საუბარი. ანუ როგორია აზრის ფორმირების სისწორის მნიშვნელობა.

ადამიანის მეტყველებაზეა დამოკიდებული მისი ჯანმრთელობა და მატერიალური კეთილდღეობა. ეს აზრი განეკუთვნება არა მხოლოდ სულიერ მუშაკებს, არამედ მათაც, ვინც ქმნის ეკონომიკას. კარგი საუბრის და სმენის უნარი მოეთხოვებათ ყველა ბიზნეს-სკოლაში. კრიმინალურ სამყაროშიც კი რომ მიაღწიონ გარკვეულ იერარქიებს, ენის კონტროლი და საუბრის უნარი აუცილებელია. იქ ძალიან კარგად რეალიზდება ბუდას გამოთქმა, რომ სიტყვით შეიძლება მოკლა ადამიანი.

3 წუთიანი სიძულვილით შეიძლება გაანადგურო 10 წლოვანი მეგობრობა. სიტყვები ძლიერ განსაზღვრავენ ჩვენს კარმას, შეიძლება 10 წელი იყო დაკავებული სულიერი განვითარებით, ქველმოქმედებით, მაგრამ ერთი პიროვნების დამცირებით ყველა დონეზე ყველაფერი დაკარგო და გაინადგურო ცხოვრების დაბალი დონეებიც კი.

სანამ ადამიანი არ დაილაპარაკებს, მისი ამოცნობა ძნელია. სულელის და ბრძენის გარჩევა საუბრისას ხდება შესაძლებელი. მეტყველების სტილი ფლობს საოცრად დიდ ენერგიას. სპეციალისტები, რომლებსაც აქვთ დახვეწილი ხედვა ამტკიცებენ, რომ ადამიანები, რომლებიც უხეშად და დამამცირებლად საუბრობენ, სხეულის გარკვეულ მგრძნობიარე ადგილებში იღებენ შავ ლაქებს, რომლებიც წლების შემდეგ შეიძლება გადაიზარდოს სიმსივნურ დაავადებაში.

მეტყველება – ეს არის სასიცოცხლო ძალის გამოვლინება. როცა ადამიანი ვინმეს აკრიტიკებს, განსჯის, განიკითხავს, აცხადებს პრეტენზიებს, იგინება, მთლიანად იხრჯება მისი სასიცოცხლო ენერგია. სტატისტიკურად ჩხუბების 90% ხდება იმისთვის, რომ ჩვენ ვიღაცაზე ვილაპარაკეთ ცუდად. ყველაზე მეტად წარმატებულები არიან ადამიანები, რომლებიც სასიამოვნოდ და დადებითად მეტყველებენ და რომლებსაც შეუძლიათ აკონტროლონ საკუთარი საუბარი. საუბრის სისასტიკე აღმოიფხვრება – სიმართლის სასიამოვნო სიტყვებით თქმის უნარით.

ადამიანები, რომლებიც უხეშად საუბრობენ, ყველა იერარქიაში ბოლო ადგილებს იკავებენ, ეს ყველა ქვეყანას ეხება. მიაქციეთ ყურადღება, რომ ქვეყნები მეტყველების მაღალი კულტურის დონით ყველაზე წარმატებულები არიან – იაპონია, გერმანია და დიდ რვიანში შემავალი ყველა ქვეყანა. თუმცა ამ ბოლო დროს ზოგიერთ მათგანში მეტყველების კულტურის დეგრადაცია გახდა შესამჩნევი და ეს კიდევაც აისახა მათ ეკონომიკასა და სულიერ ცხოვრებაზე.

აღმოსავლეთში ადამიანი, რომელსაც ელემენტარულად არ შეუძლია საკუთარი საუბარი აკონტროლოს, ძალიან პრიმიტიულ ადამიანად ითვლება, თუმცა შეიძლება ის სხვა ქვეყანაში პროფესორიც კი იყოს.

კარმა განისაზღვრება ჩვენი მეტყველებით. საჭიროა ვიცოდეთ, რომ ჩვენ თუ ვინმეს ვაკრიტიკებთ, ჩვენ თავზე ვიღებთ ამ ადამიანის ნეგატიურ კარმას და ხასიათის უარყოფით ხარისხებს. ასე მოქმედებს კარმის კანონი. ასევე, ჩვენ ვიღებთ იმ ადამიანის ხარისხს, ვისაც ვაქებთ, ამიტომ ვედები მოგვიწოდებენ ვისაუბროთ სამაგალითო და დადებით პიროვნებებზე.

დიდი ხანია აღინიშნება, რომ ჩვენ ვიღებთ იმ ადამიანის თვისებებს, ვისზეც ვფიქრობთ და ვსაუბრობთ. ამიტომაც აღმოსავლელი ფსიქოლოგები გვირჩევენ ვიფიქროთ, ვილაპარაკოთ წარმატებულ და ჰარმონიულ ადამიანებზე.

მაგრამ რაც მეტია ჩვენში ეგოიზმი და შური, მით ძნელი ხდება სხვაზე დადებითად ფიქრი და ლაპარაკი. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რომ არავინ ვაკრიტიკოთ. მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ პაციენტი, რომელსაც უნდა აღმოჩენოდა სერიოზული დაავადება, მაგრამ მას ეს დაავადება არ აღმოაჩნდა, კითხვაზე თუ რას აკეთებდა ის ამ პერიოდში, მან გვიპასუხა, რომ დადო სიტყვა არავინ ეკრიტიკებინა, რის შემდეგაც შეამჩნია, რომ მისი ცხოვრება გაუმჯობესდა და მისი სულიერი ცხოვრება გავიდა სხვა დონეზე.

აზრი განსაზღვრავს მეტყველებას, ამიტომ არ უნდა ვიფიქროთ სხვაზე ცუდად, რაც მეტია ჩვენს თავში უარყოფითი აზრები, მით მეტი უარყოფითი მოედინება ჩვენი ენიდან. ის, ვინც ნათლად აზროვნებს, ნათლადაც მეტყველებს.

წყარო: აღმოსავლური ფსიქოლოგია

0 კომენტარი
14

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი