fbpx

„ჩავეძიე და კანადელი სვანი ვარო“ – მარიტა დამენია აშშ-დან

ავტორი ჟოლო
66 ნახვა

ასეთი ადგილია მანჰეტენი, ყველაზე საინტერესო ადამიანებს შეხვდები.

გამოფენაზე რომ მოვიდა, პირველად ვერც მივხვდი, მარკ ჰარისმა საქართველოზე ამდენი რატომ იცოდა, ჩავეძიე და კანადელი სვანი ვარო ბაბუის ბაბუას სვანეთი მეცხრამეტე საუკუნეში დაუტოვებია და ჩრდილოეთ კანადაში დასახლდა. გემიდან ჩამოსულს გვარი რომ კითხეს და ვერ გაიმეორეს, ჰარისად ჩაწერეს და დარჩა ასე…

დედის ოჯახი მოეცე საუკუნეში გამოექცა ბოლშევიკებს. გვარად-ხარაძეები. ემიგრანტებმა ერთმანეთი იპოვეს და ქართული ოჯახი შექმნეს.

რამოდენიმე წლის წინ პირველად იყო საქართველოში და როგორც ამბობს სიყვარული გაუსმაგდა, ანბანის სწავლა დაიწყო და ფიქრობს რომ სამშობლოში სამუდამოდ უნდა დაბრუნდეს. სოფელში სახლს ვიყიდი და ზამთარში ბუხართან ჩემ დაწურულ ღვინოს დავლევო 🙂

რამოდენიმე საათი მელაპარაკებოდა ქართულ კულტურაზე, ჩვენს ბედრკულ ისტორიაზე და ცოტათი ორივეს გვეტირებოდა.

იხსენებდა როგორ ელაპარაკებოდა ბაბუა ქართულად და როგორ არ ესმოდა მისი. რამდენ თაობას ტანჯავდა ნოსტალგია მის ოჯახში. როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო მეცხრამეტე საუკუნეში გზა სვანეთიდან კანადაში, ემიგრაციის პირველი წლები, როცა არავისი გესმის და არავის ესმის შენი…

ექვსი თაობის დარდის ტარება გულით, იმ დონეზე რომ იცი ყველაზე კარგი ჩაი გურულებს მოყავთ, კარგი სიმინდი მეგრელებს, ვაშლი გორში ხარობს და ვაზი კახეთში. სამი საათი მაინც დარჩა გამოფენაზე და დამპირდა ყოველთვის მოვალ, ოღონდ გამაგებინეო, ჩემს ჰაიტელ გელფრენდსაც მოვიყვან, საქართველო ისე უყვარს, აჯაფსანდალის კეთება ისწავლა უკვეო. 

რა ვქნა ვერ მოვითმინე არ დამეწერა…

მარიტა დამენია,

არტ-პრომოუშენ კომპანია Madatart — ის  დამფუძნებელი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment