fbpx

ცნობიერების 17 მარცვალი ეკჰარტ ტოლესგან

ავტორი ჟოლო
11.2K ნახვა

#1. ნებისმიერ სიტუაციაში, როდესაც იქნები გაღიზიანებული, უბედური და უკმაყოფილო, ჰკითხე საკუთარ თავს: „ვინ არის ახლა გაღიზიანებული? როგორ ჩნდება ეს სტრესი? სიტუაციის გამო? თუ ეს მენტალური კომენტარია, რომელსაც მე ვქმნი ამ სიტუაციიდან გამომდინარე?“

#2. უბედურებას იწვევს არა სიტუაცია, არამედ გონება. სწორედ გონება იგონებს ისტორიებს ამ სიტუაციის შესახებ. ჰკითხე საკუთარ თავს: „როგორ გავივლიდი ამ სიტუაციას, ჩემი გონება რომ არ ახდენდეს მის კომენტირებას? როგორ განვითარდებოდა მოვლენები, თუ მე, უბრალოდ, მივიღებდი ამ სიტუაციას ისეთად, როგორიც ის არის?“

#3. შინაგანად აღარ გაასაჩივრო ის, რაც ხდება. თუ მოქმედება შესაძლებელია, იმოქმედე. თუ არ არის შესაძლებელი, უბრალოდ მიიღე მომენტი. განაცალკევე ერთმანეთისგან სიტუაცია და მისი ინტერპრეტაცია.

#4. უმეტეს შემთხვევაში, უბედურება ჩნდება გონებაში. ეს წარმოუდგენლად ძლიერი და მნიშვნელოვანი გაცნობიერებაა. თუ შეძლებ განიცადო ეს გაცნობიერება, უკმაყოფილობების დაახლოებით 90%-ისგან შეძლებ გათავისუფლებას.

#5. როდესაც ვახდენთ საკუთარი თავის ფიქრებთან გაიგივებას, ჩვენ ვკარგავთ გავლენას ფიქრებზე და ისინი გვიყენებენ ჩვენ.

#6. არსებობს პარაზიტი არსება, რომელიც არც ერთი წამით არ გვტოვებს ჩვენ, გარდა იმ მომენტებისა, როდესაც გვძინავს ან ვიღებთ ალკოჰოლს. ეს არის ის, რასაც ჩვენ ეგოს ვეძახით. ეს არის ცრუ თვითაღქმა. ის იქმნება საკუთარი თავის ფიქრებთან ტოტალურად გაიგივებით.

#7. ახლა კაცობრიობა ისეთ მდგომარეობაშია, რომ გვიჩნდება შესაძლებლობა, ეს ეგოისტური არსება გავხადოთ დისფუნქციური. ყველა დიდი მოძღვარი – იესო, ბუდა – მიგვითითებდა, რომ შესაძლებელია იცხოვრო ცნობიერების აბსოლუტურად განსხვავებულ მდგომარეობაში.

#8. უბედური ადამიანი მის გარშემო უბედურებას ავრცელებს.

#9. წუწუნი – ეს არის იმის გასაჩივრება, რაც არის.

#10. ეგო აღმერთებს წინააღმდეგობას და ბრძოლას. კოლექტიურ ეგოს სჭირდება მტერი.

#11. ადამიანებს ან რცხვენიათ საკუთარი სხეულის, ან ამაყობენ მისით, მაგრამ ერთიც და მეორეც ეგოს იდენტიფიკაციაა. ეგო განიცდის ცხოველ სიამოვნებას, როდესაც ის ამაყობს „თავისი“ ცოდნით ან სხვებისგან გამორჩეულობით.

#12. რა არის ცნობიერება? თანამედროვე მეცნიერება აცხადებს, რომ ცნობიერება – გონების პროდუქტია. მაგრამ ეს იგივეა, ამტკიცო, რომ მუსიკა მაგნიტოფონის შედეგად ჩნდება. მუსიკა უკრავს არა მაგნიტოფონიდან, არამედ მისი მეშვეობით. ცნობიერებამ ტვინი შექმნა იმისთვის, რომ შესაძლებლობა გასჩენოდა საკუთარი თავის გამოსახატავად.

#13. თქვა „ჩემი ცნობიერება“ – არასწორია. შენ არ ფლობ ცნობიერებას, შენ ხარ ცნობიერება. თითოეული ადამიანი დროებით წარმოადგენს მთლიან ცნობიერებას. სად ჩნდება ტოტალური ცნობიერება? თუ ადგები და მოაშორებ ფიქრებსა და გრძნობებს, რა დარჩება? ყოფნა. მზე ყოველთვის სინათლეს ასხივებს. შენ შეგიძლია აღიქვა ან ვერ აღიქვა ეს გამოსხივება, მაგრამ ის ყოველთვის ანათებს. ღმერთი – წყაროა, რომელსაც არ გააჩნია ლოკაცია დროსა და სივრცეში, მაგრამ ეს წყარო ასხივებს ცნობიერებას ჩვენს სამყაროში.

#14. ადამიანის არსი – სინათლეა. თუ შეიცნობ საკუთარ თავს, როგორც ღმერთის სხივს ამ სამყაროში, შენ შეძლებ დააღწიო თავი გონების საპყრობილეს. შენ გახდები ღმერთის თანაშემოქმედი. როდესაც შეერთებული ხარ საკუთარ არსთან, შენი ფიქრები ხდება მეტად ეფექტური და კრეატიული. სწორედ ეს არის შენი ბედი.

#15. ცნობიერება ადამიანში იღვიძებს და ევოლუციონირებს სირთულეების გადალახვის გზით. ის არ მჟღავნდება კომფორტის ზონაში. აქციე აწმყო მტრის ნაცვლად შენს მეგობრად.

#16. საქმეზე მნიშვნელოვანი, რომელსაც აკეთებ – ცნობიერებაა, რომელიც დგას ამ საქმის უკან. როდესაც ტოტალურად მონაწილეობ და ხარ ყოფნის მდგომარეობაში, შენ შეგიძლია ნებისმიერი ადამიანის შეცვლა, რომელთანაც ურთიერთობ.

#17. შენ უნდა გახდე გამჭვირვალე სინათლის მიმართ, რათა უპირობო ცნობიერებამ გაიაროს შენზე და შენში. ამოცანა მდგომარეობს შემდეგში: როდესაც დაბრუნდები საკუთარ სამყაროში – შეინარჩუნო მომენტში ტოტალური მონაწილეობის მდგომარეობა, განზე გახვიდე ფიქრებიდან და პიკურ მდგომარეობამდე აიყვანო აღქმა – ანუ, გააქრო ეგო.

წყარო:

გიორგი თვალაძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment