ყოველდღიურად მზარდი დამოკიდებულება ინტერნეტზე და უდიდეს ონლაინ ინფორმაციაზე იოლი ხელმისაწვდომობა დამაზიანებლად მოქმედებს ჩვენს მეხსირებაზე, სწავლისა და პრობლემის გადაჭრის უნარზე.
ილინოისის, კალიფორნიის და სანტა კრუსის უნივერსიტეტების მიერ ჩატარებული ახალი კვლევები (დაიბეჭდა ჟურნალში ‘’Memory’’) გვამცნობს ცნობიერების გადატვირთვის ფენომენის არსებობის შესახებ, რაც გულისხმობს ინტერნეტ დამოკიდებულების პროგრესულ ზრდას ვირტუალური სივრცით სარგებლობის ყოველ ჯერზე. ჩვენი წარმოდგენით მეხსიერება თავის ტვინში მიმდინარე ამოუცნობი პროცესია, სინამდვილეში კი, ის გარე ფაქტორების ზეგავლენით თავის ტვინის გარეთ მიმდინარეობს.
ბენჯამინ სტორმმა, შონ სტოუნმა და აარონ ბენჯამინმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რათა განესაზღვრათ ჩვენთვის საჭირო კითხვებზე პასუხის საპოვნელად რამდენად ხშირად მივმართავთ კომპიუტერს და სმარტფონს. ექსპერიმენტის მონაწილეები ორ ჯგუფად დაყვეს, ერთი საკუთარ მეხსირებას იშველებდა პასუხის გასაცემად, მეორე – Google საძიებო სისტემას. შემდეგ კი მონაწილეებს საკუთარი არჩევანის მიხედვით უხდებოდათ მომდევნო უმარტივეს კითხვებზე პასუხის გაცემა.
შედეგებმა აჩვენა რომ მონაწილეები რომლებიც Google საძიებო სისტემას მიმართავდნენ, ყოველ მომდევნო მარტივ კითხვაზე პასუხსაც ინტერნეტ სივრცეში ეძებდნენ, ვიდრე ისინი, საკუთარ მეხსიერებას ვინც ეყრდნობოდა. აღსანიშნია, რომ ეს უკანასკნელნი ბევრად სწრაფად და დროულად სცემდნენ დასმულ კითხვებს პასუხს და ნაკლებ დროს საჭიროებდნენ მოსაფიქრებლად. მონაწილეთა 30%–ს , რომელიც ინტერნეტის საშუალებით ეძებდა პასუხს, მომდევნო მარტივ კითხვაზე გადასვლა უჭირდათ.
ექსპერიმენტის წამყვანი ავტორი ექიმი ბენჯამინ სტორმი კომენტარის სახით დასძენს, რომ
‘’მეხსიერება ცვალებადია. როდესაც ინტერნეტ სივრცეს ვიყენებთ მეხსიერების წასაშველებლად, უფრო დამოკიდებული ვხდებით მასზე. თუ ადრე ჩვენს ცოდნას ვეყრდნობით, ეხლა თავს არ ვიწუხებთ. ხელმისაწვდომი ინფორმაციის ზრდასთან ერთად იზრდება ჩვენი დამოკიდებულება ვირტუალურ სივრცეზე.’’
დრო გვიჩვენებს ექნება თუ არა აღნიშნულ ფაქტორს ევოლუციურად დამაზიანებელი შორეული ზეგავლენა კაცობრიობის მეხსიერებაზე.
რა თქმა უნდა ინტერნეტი უფრო იოლად ხელმისაწვდომია, მარტივი გამოსაყენებელი და იოლად გასაგები, ვიდრე ჩვენი არასრულყოფილი მეხსიერება, რაც მონაწილეთა მიერ Google-ით მიღებული პასუხების სიზუსტით დასტურდება. ყოვლისმომცველი ვირტუალური სამყაროს არსებობის პირობებში, ტრივიალური ფაქტების და რიცხვების დამახმსოვრების აუცილებლობა ყოველდღიურ ცხოვრებაში გარდაუვლად მცირდება.
წყარო: https://www.sciencedaily.com
http://www.kirurgia.ge/