fbpx

… დედაჩემი არის ღმერთი…

ავტორი ჟოლო
55 ნახვა
0 კომენტარი
0

ყველაზე კარგი და კეთილი ადამიანი ხარ – ყველა ადამიანს შორის ვისაც ვიცნობ და არ ვიცნობ…
ბავშობაში სახლში მოსულს, დაღლილს რომ მოგვარდებოდი ხოლმე, ჩაგეხუტებოდი, მომეფერებოდი სიცივისგან გაყინული ხელებით… სიყვარულით შემომხედავდი ამოღამებული თვალებით – მე სულელს  

და გეკითხებოდი – „დედიკო, რა მომიტანე-მეთქი?“

ფორთოხლის კანფეტები მოგქონდა… აი, ფორთოხლის ნაჭრის ფორმა რომ ჰქონდა.. (ვაჟას მაღაზიაში იყიდებოდა ) ჩემსას რომ მივიღებდი მერე გეკითხებოდი „თორნიკეს?“…

არასოდეს არც ერთი გავიწყდებოდით… მაშინაც.. ბოლო ხურდები რომ გქონოდა ჯიბეში..

ყველაზე კარგი დედა ხარ!!

მაპატიე ჩემი უგუნურებით ჩამოვარდნილი თითოეული ცრემლი.. მაპატიე ღამეები, ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში და შემდეგ დიდობაში რომ გაგათენებინე…

მადლობა რომ ყოველთვის ჩემს გვერდით ხარ, ყოველთვის! როცა მჭირდება!
მიყვარს შენი დაბადების დღე… შეიძლება ჩემსაზე მეტად..(თუმცა არა, ჩემი უფრო მიყვარს

გილოცავ! მინდა ძალიან ბედნიერი დედიკო მყავდე, ყველატკივილგამოვლილი და მაინც მომღიმარი დედიკო! ყველა სურვილი აგისრულდეს და ჩვენითაც იამაყო, დღეს თუ არა ოდესმე მაინც..

მიყვარხარ და ძალიან, ძალიან დიდხანს უნდა იყო ჩემს გვერდით… ძალიან მჭირდები.. შენი ოპტიმიზმით და ენთუზიაზმით!!!

ძალიან მიყვარხარ დე!

…. დედაჩემი არის ღმერთი!…

თაკო ბეროშვილი

0 კომენტარი
0

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი