გვახსოვდეს: ‘‘ის ვინც ხელიდან გაუშვებს თავის დროს, ხელიდან უშვებს თავის ცხოვრებას. ის, ვინც ხელიდან არ გაუშვებს თავის დროს, ხელში უჭირავს თავის ცხოვრება” ( ალენ ლაკეინი).
იმისთვის, რომ სწორად ვმართოდ ჩვენი დრო და ცხოვრება, საჭიროა ვიცოდეთ დროის მართვის ის სტრატეგიები, რომლებიც დაგვეხმარება დროის ნაყოფიერად გამოყენებაში. მოდით, განვიხილოთ ეს სტრატეგიები:
1.ვიცოდეთ, როგორ და რაში ვხარჯავთ დროს.
დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე, ჩამოვწეროთ რას ვაკეთებთ მთელი დღის განმავლობაში. გავაანალიზოთ, რას ეთმობა ჩვენი დროის უდიდეს ნაწილი: სწავლა, სამსახური, ოჯახი, დასვენება თუ სხვა. გულწრფელად ვაღიაროთ, რამდენ დროს ვუთმობთ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებს. დავუკვირდეთ, დღის რომელ მონაკვეთში ვართ ყველაზე პროდუქტიული და შესაბამისად გავანაწილოთ პრიორიტეტული საქმეები.
2.დავსახოთ პრიორიტეტები
საქმეებს რომ პრიორიტეტი მივანიჭოთ, ერთ-ერთი ყველაზე იოლი და ყველასათვის აპრობირებული გზაა ე.წ. ”to do list”-ის შექმნა. ანუ ჩამოვწეროთ შესასრულბელი საქმეების სია. ” წინასწარ იმის ცოდნა, თუ რა გინდა გააკეთო, გაძლევს სიმხნევეს და სიმსუბუქეს” გვასწავლის ( დ.დიდრო).
აქვე გამოვიყენოთ დროის მართვის ”4 D-ის ეფექტი”.
3.გვჭირდება ნივთები
დროის მართვის ექსპერტები გვირჩევენ, რომ პირადი გეგმების ჩასანიშნად ვისარგებლოთ სხვადასხვა სახის ნივთებით: ჯიბის დღიური, კალენდარი, კომპიუტერი, პლაკატები ან სხვა. ყველაფერი ეს განტვირთავს ჩვენს მეხსიერებას და გამორიცხავს საქმეების დამთხვევას. სასურველია ჩანაწერები გავაკეთოთ დღის ბოლოს, 15-20 წუთის განმავლობაში.
4.მთავარია გავხდეთ ორგანიზებულნი
ადამიანები მიხვდენენ, რომ უწესრიგობა დროის ცუდად მართვის შედეგია. ასე, რომ პირველ რიგში გარშემო მოვიშოროთ ალიაქოთი და ქაოსი. ვიყოთ მოწესრიგებული და ვიმუშაოთ ყოველთვის სუფთა, დალაგებულ მაგიდასთან.
5.ნუ დავკარგავთ დროს უქმად
თუკი ჩვენ ვმგზავრობთ ხანგრძლივი დროით, ან ველოდებით ტრანსპორტს ან სხვა. დროის უქმად დაკარგვას სჯობს, გავითვალისწინოთ, შემდეგი რჩევები:
*დავგეგმოთ მცირე ამოცანები, დღის გეგმის მსგავსი;
*ჩამოვწეროთ საყიდლების სია,
*მოვუსმინოთ საინტერესო საგანმანათლებლო ტრენინგებს;
*ან წავიკითხოთ სასურველი წიგნი.
6.ნუ გადავდებთ საქმეს
შესაძლოა დავალება თავიდან ჩანდეს დაუძლეველი ან უსიამოვნო, მაგრამ გვახსოვდეს, არ გადავდოთ იგი. ვეცადოთ, ყველაზე დიდი საქმეც კი, დავყოთ მცირე ნაწილებად და განვეწყოდ ფსიქოლოგიურად. პირადი მოტივაციის ასამაღლებლად კი, შეგვიძლია დავისაჩუქროთ თავი, დავალების წარმატებით შესრულების შემდეგ.
7.მივიღოთ სხვებისგან დახმარება
დავფიქრდეთ, შეუძლია ვინმეს ამ საქმის ჩვენზე უკეთ გაკეთება? თუ შეუძლია, მაშინ ავირჩიოთ, შესაბამისი უნარ-ჩვევების, გამოცდილების და ინტერესის მქონე ადამიანი, ეს უბრალოდ დაზოგავს ჩვენს ძვირფას დროს.
8.ვმართოთ გარე ფაქტორები
რომლებიც დროის მთავარი მტაცებლები არიან. მაგალითად: სატელეფონო ზარები, დაუგეგმავი სტუმრები, შეხვედრები და დამაჯერებლად ”არას” თქმის უუნარობა. უკეთესია შევხვდეთ მომზადებული მოულოდნელ სიტუაციებს.
9.მოვერიდოთ მრავალი დავალების ერთად გაკეთებას_ ჩვენ უბრალოდ დავკარგავთ დროს, როცა გადავერთვებით ერთი ამოცანიდან მეორეზე. შედეგად პროდუქტიულობაც შემცირდება. ვიფიქროთ ერთ საქმეზე.
10.შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა
”შრომა დასვენების გარეშე-ეს ღირსება კი არა სასჯელია იმისათვის, რომ წარუმატებლად დაგეგმე შენი დრო”. გამოვყოთ დრო დასვენებისთვის, იგი დაგვეხმარება აღვიდგინოთ ფიზიკური და გონებრივი ძალები.
თუკი დროის მართვის უნარი და ცოდნა აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს, გვმატებს სიამოვნებასა და ბედნიერებას ცხოვრებაში, მაშინ პრაქტიკაში დავნერგოთ ეს სტრატეგიები. გვახსოვდეს, დროის მართვა ეს მართლაც ცხოვრების მართვაა, ხოლო ‘’მართო საკუთარი თავი-ესაა ყველაზე მაღალი ძალაუფლება’’ (სენეკა).