fbpx

ეფექტიანობა მხოლოდ ადამიანურ ურთიერთობებს მოაქვთ – ჯონ უოტსონი

ავტორი ჟოლო
2,048 ნახვა

“Chevron”-ში მუშაობის 37 წლიანი გამოცდილების შემდეგ, კომპანიის CEO და ბორდის წევრმა ჯონ უოტსონმა გადადგომის შემდეგ გამოსამშვიდობებელი წერილი დაწერა, რომელიც LinkedIn-ზე ვირუსულად გავრცელდა, არც მეტი, არც ნაკლები, ლიდერობის მასტერკლასს წარმოადგენს. უოტსონმა შემდეგი წერილით მიმართა ბიზნეს სამყაროს:

„კომპანიაში მუშაობის პირველ წლებში, ჩემი მიდგომა საქმისადმი სრულიად ანალიტიკური და ტექნიკური ხასიათის იყო, რასაც თავისი მიზანი და დადებითი მხარეები ნამდვილად გააჩნდა, მაგრამ მოგვიანებით, გამოცდილებასთან ერთად, მივხვდი, რომ ადამიანური ურთიერთობის შენება და ბიზნესის ამ მოდელზე აწყობა ბევრად უფრო ეფექტიანი მართვის მოდელია.

რაც უფრო მალე ისწავლით ადამიანებთან ურთიერთობას, მათი ემოციებისა და აზრების ამოცნობას და პოზიტიური ურთიერთობების დამყარებას, მით უფრო ეფექტიანი იქნება თქვენი კარიერა. თუ რამეს შევცვლიდი, იმას, რომ უფრო მეტ დროს დავუთმობდი ადამიანურ მხარეს და უფრო ნაკლებს – ტექნიკურს.“ – წერს უოტსონი.

მიუხედავად იმისა, რომ უოტსონის წერილი ბიზნეს სამყაროში ახალი სიტყვა არ ყოფილა, ეს მესიჯი მაინც ბევრ რამეს გვეუბნება. დღევანდელ სამყაროში ლიდერები და ტოპ მენეჯერები უამრავ დროს ხარჯავენ საქმის ტექნიკურ, კრეატიულ თუ შავ დეტალებში, ხოლო ადამიანური რესურსი მხოლოდ შრომითი ინსტრუმენტის როლს თამაშობს. ის, რისი თქმაც 37 წლიანი გამოცდილების შემდეგ ჯონ უოტსონს სურდა, სწორედ ამის აღიარებაა – ეფექტიანობა მხოლოდ ადამიანურ ურთიერთობებს მოაქვთ.

ჯონმა 3 ძირითადი პოსტულატი ჩამოაყალიბა, რომლის კარიერაში განხორციელება ლიდერულ ღირსებებს აამაღლებს და ეფექტიანობას გაზრდის:

ისწავლეთ ადამიანების ემოციების წაკითხვა

მოუსმინეთ სხვებს

ააწყვეთ ურთიერთობები

რატომაა ადამიანების ემოციების კითხვა მნიშვნელოვანი?

გუნდის წევრების ემოციური მდგომარეობის ცოდნა საქმის დელეგირებასა და სიტუაციის მართვას ბევრად გაგიმარტივებთ. თუმცა, ადამიანების ემოციების კითხვა თავისთავად უნარს წარმოადგენს, რომელსაც ემოციური ინტელექტის საკმაოდ მაღალი დონე და საკუთარ თავზე მუშაობა სჭირდება.

„რადგან ჩემი საქმე ადამიანების მენეჯმენტსაც მოიცავდა, საჭირო იყო გამეგო და უსიტყვოდ დამენახა, რა ამოძრავებდათ, რა სურდათ, რა უხაროდათ მათ, რასაც სპეციალურად ფორმირებული კითხვების მიხედვით ვაკეთებდი

  • რა ფაქტორები განსაზღვრავს ჩემი თანამშრომლების ქცევას, ფიქრსა და ემოციებს?

  • როგორ გამოვიყენო საუკეთესო გზით მათი ტალანტები და უნარები?

  • რა არის ის, რისთვისაც ისინი დილით ადრე დგებიან?

„ეს კითხვები თანამშრომლებში ლიდერების გამოსარჩევადაც მეხმარებოდა. როდესაც ადამიანის ირგვლივ მომუშავე კოლეგები თავს უკეთ გრძნობენ, ან უფრო პროდუქტიულები ხდებიან, ეს პოტენციური ლიდერული უნარების მანიშნებელია.“ – აცხადებს უოტსონი.

რატომაა მოსმენა მნიშვნელოვანი? თანამშრომელთა ემოციების კითხვასა და მათი მდგომარეობის გაგებას კარგი მოსმენის უნარების გარეშე ვერ შეძლებთ, თუმცა მოსმენა მხოლოდ პასიურად ჯდომას არ ნიშნავს. კარგი მსმენელი ემოციურად აქტიურადაა ჩართული მეორე მხარის მონოლოგში მაშინაც კი, თუ არაფერს ამბობს. ჭკვიანი მსმენელი სწორედ იმით გამოირჩევიან, რომ ინსტინქტურად შეუძლიათ ადამიანის სათქმელის გააზრება და მთავარი კითხვის დასმა: „როგორ შემიძლია დავეხმარო ამ ადამიანს?“. ასეთი დონის მიღწევა უკვე გამორჩეულ ლიდერად გაქცევდათ. როგორც პიტერ დრაკერი წერს – „მოსმენა ნიშნავს იმის გაგებას, რაც საუბარში არ თქმულა“.

რატომაა ურთიერთობების აწყობა მნიშვნელოვანი?

ურთიერთობების აწყობა, პირველ რიგში, საკუთარ თანამშრომლებთან ერთად დროის გატარებას და მათი პიროვნების უკეთ გაცნობას გულისხმობს, რაც თავის მხრივ სამომავლო კოლაბორაციას ბევრად გაამარტივებს. ცალსახაა, რომ ჯგუფი, რომელიც ფამილარული ურთიერთობებისგან შედგება, ბევრად მარტივად და სწრაფად აღწევს სასურველ შედეგს.

„ლიდერად ჩამოყალიბება და განვითარება საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების კარგად გაცნობასაც მოიცავს. როგორ იქნებით კარგი მენეჯერი, თუ არ იცით კოლეგების ძლიერი და სუსტი მხარეები, მათი კარიერული მისწრაფებები და ოცნებები? ძალიან ხშირად იქნება საჭირო ამა თუ იმ თანამშრომლისთვის ახალი როლის მიცემა ან გარკვეულ სფეროში დატრენინგება. ამისათვის მნიშვნელოვანია, მათ საკმაოდ კარგად იცნობდეთ, რაც მეგობრული ურთიერთობების დამყარებას გულისხმობს“ – წერს უოტსონი.

წყარო: Insource

მსგავსი სტატიები

Leave a Comment