fbpx

ერთადერთი საშუალება, გაერკვე საკუთარ თავში – შეწყვიტო თავის მოტყუება…

ავტორი ჟოლო
354 ნახვა
0 კომენტარი
6
დღე-ღამეში 24 საათია. რა არის მნიშვნელოვანი ჩემთვის, რა – არა? მხოლოდ ამ კითხვაზე პასუხის გაცემით შეგიძლია, მოაგროვო დრო და ძალა, რომ გახდე ის, ვინც ხარ.
ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო რჩევა მხატვარი ქალისგან მივიღე, რომელიც ჩემზე ბევრად უფროსი იყო. მაშინ 20-ზე ცოტა მეტის ვიყავი, შევჩივლე, რომ ვერ ვახერხებდი, დრო დამეთმო შემოქმედებისთვის: სამი სამსახური, ურთულესი ცხოვრება, უამრავი მეზობელი, აუარებელი საქმე, მე კი მინდა მშვიდად ვწერო და არავინ შემიშალოს ხელი, მაგრამ დრო არასოდეს მყოფნის.
მან მომისმინა, გაჩუმდა, მერე კი მკითხა: “რაზე შეგიძლია თქვა უარი, რომ იცხოვრო იმ ცხოვრებით, რომელზეც თითქოს ოცნებობ?”
მთავარი სიტყვა გამოდგა “თითქოს”.
შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. რას ნიშნავს “თითქოს”? ყველამ იცის, რომ მწერლობა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში.
მან მითხრა: ” რატომ თვლი, რომ მწერლობა ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში, თუ შენი ცხოვრება სხვა საქმეებს და მიზნებს ეკუთვნის?”
სანამ ამოვისუნთქებდი, მან გააგრძელა: “ვთქვათ, შენ სამი სამსახური გაქვს. რა ქვია შენს საყვარელ სერიალს?” – “სოპრანოს კლანი” – დღეიდან შენ აუქმებ ხელმოწერას საკაბელო ტელევიზიაზე. გამოდის, შენ გაქვს დრო, თვალი ადევნო სოპრანოს კლანის ცხოვრებას, მაგრამ არ გაქვს დრო, რომ შენი ცხოვრებით იცხოვრო?”.
ვდუმდი.
“რომელ ბარში დადიხარ მეგობრებთან ერთად? დაივიწყე მისი სახელი. რომელია შენი საყვარელი ჟურნალი? მორჩა, მეტს აღარ კითხულობ.”
მომწონს მისი რჩევები. მათში არ არის ილუზიები სახელად ” შენ შეგიძლია მიიღო ყველაფერი, რასაც ისურვებ”. არ შეგიძლია.
ის, რასაც შენ აკეთებ ყოველდღე, ქმნის შენს ცხოვრებას. თუ შენს ოცნებას არ აქვს ადგილი შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ესე იგი, არის რაღაც სხვა, უფრო მნიშვნელოვანი.
ერთადერთი საშუალება, გაერკვე საკუთარ თავში – შეწყვიტო საკუთარი თავის მოტყუება. დღე-ღამეში 24 საათია. რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, რა – არა? მხოლოდ ამ კითხვაზე პასუხის გაცემით შეგიძლია, მოაგროვო დრო და ძალა, რომ ვიღაც გახდე.
გახდე ის, ვინც ხარ.”
ავტორი – ლიზ გილბერტი
თარგმანი – ე. ფილიპოვიჩი
თქვენ? ახერხებთ აკეთოთ ის, რაც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია?
ახერხებთ იყოთ ის, ვინც ხართ?
0 კომენტარი
6

მსგავსი სტატიები