838
ერთმა მოხუცებულმა შვილიშვილს გაუმხილა ცხოვრებისული ჭეშმარიტება:
ყველა ადამიანში მიმდინარეობს ბრძოლა, რომელიც რაღაცით წააგავს ერთმანეთთან ორი მგლის ბრძოლას.
ერთი მგელი წარმოადგენს ბოროტებას: შურს, ეჭვს, აგრესიას, ეგოიზმს, ამბიციას, სიცრუეს;
ხოლო მეორე სიკეთეს: მშვიდობას, იმედს, ჭეშმარიტებას, სიკეთეს და ერთგულებას.
შვილიშვილი ჩაფიქრდა და შემდეგ ჰკითხა მოხუცებულს: „და ბოლოს რომელი მგელი იმარჯვებს?“ მოხუცებულს გაეღიმა და უპასუხა: „ყოველთვის იმარჯვებს ის მგელი, რომელსაც კვებავ!“
წყარო: გიორგი კალატოზიშვილი