ჯეფ ბეზოსი, კომპანია “ამაზონის” დამფუძნებელი 1964 წლის, 12 იანვარს დაიბადა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ის უოლ სტრიტზე, საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტად მუშაობდა.
1994 წელს მან მიიღო ურთულესი გადაწყვეტილება, ბანკი დატოვა და საკუთარი კომპანია გახსნა, რომელსაც მსოფლიო “ამაზონის” სახელით იცნობს და რომლის პირველი მისამართი – ბეზოსის ავტოფარეხი იყო, ხოლო კაპიტალი – მამისგან მიღებული 300 000 დოლარიანი ჩეკი.
ჯეფრი ბეზოსის მიზანი იყო მუდმივი ზრდა და ბაზრის წილის გაფართოება. მისი ბიზნეს კონცეფცია აგებული იყო საუკეთესო მომსახურების შეთავაზებაზე, ერთგულ კლიენტთა კასტის ჩამოყალიბებაზე და გასაყიდი საქონლის ნუსხის მაქსიმალურად გამრავალფეროვნებაზე. ის დიდი რაოდენობით სესხულობდა თანხებს ბიზნესის განვითარებისთვის და, შესაბამისად, საწყის ეტაპზე კომპანიის ხარჯები მნიშვნელოვნად აღემატებოდა კომპანიის შემოსავლებს. ამავდროულად, ინტერნეტ-ვაჭრობის სხვადასხვა სეგმენტზე შეღწევის მიზნით, ბეზოსმა რამდენიმე სხვა კომპანია შეისყიდა. ერთგულ კლიენტთა რაოდენობისა და ბაზრის განსხვავებულ სეგმენტებზე ფოკუსირების წყალობით – „ამაზონი“ ელექტრონული კომერციის უპირობო ლიდერი გახდა, როგორც ბრუნვის, ასევე მოგების მოცულობით.
ერთ დროს მხოლოდ წიგნებით მოვაჭრე ინტერნეტ-მაღაზიიდან,“ამაზონი” საცალო ვაჭრობის გიგანტად ტრანსფორმირდა, რომელიც თითქმის ყველა სახის პროდუქციას სთავაზობს საცალო მომხმარებელსა და ბიზნესმომსახურების პროვაიდერებს.
გთავაზობს 3 საინტერესო ფაქტს, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჯეფ ბეზოსის წარმატებაში.
- არასდროს ინანო არაფერი
ბანკის პრეზიდენტობის დატოვება, რა თქმა უნდა ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მას ქონდა დიდი სურვილი გაეხსნა კომპანია, რომელიც მილიონობით ადამიანს მოემსახურებოდა.
- დიდი თამაშის თამაში
1995 წელს როდესაც ჯერ კიდევ არ იყო ინტერნეტის ბედი გადაწყვეტილი, მან შექმნა ინტერნეტ მაღაზია, რომელიც თავიდან მხოლოდ წიგნებს ყიდდა. ის, რომ დღეს ამაზონი ერთ-ერთი წარმატებული კომპანიაა, სწორედ გარისკვისა და სინანულის თავიდან აცილების შედეგია. ითამაშე დიდი თამაში.
“ამაზონის” შექმნის პირველ დღეებში, ბეზოსმა ინვესტორებს განუცხადა, რომ კომპანიის წარმატებას დაჭირდებოდა რამდენიმე წელი და თავიდან ისინი წაგებაზე იმუშავებდნენ.
90-იანი წლების ბოლოს, კომპანია სწაფად ვითარდებოდა და მომხმარებელი ძალიან სწრაფად იმატებდა. 2003 წელს კომპანიამ ნახა პირველი მოგება და ბეზოსის ხედვა გამართლდა. მან განაცხადა, რომ წარმატებამდე მისვლა ადვილი არ არის და ბიზნესი, რომ გახდეს მომგებიანი ამას წლები სჭირდება.
- თუ გინდა იყო ინოვატორი, მზად იყავი შეცდომებისთვის
დღეს “ამაზონი” მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი საცალოა. როდესაც ბეზოსმა კომპანია დაარსა ეს ინოვაცია და ახალი გამოწვევა იყო. შეიძლება ითქვას, რომ ამ გადაწყვეტილებამ, ბეზოსის ცხორება განსაზღვრა.
ერთხელ, ბეზოსმა განაცხადა, რომ თავადაც არ ჯეროდა, რომ კომპანია ამხელა წარმატებას მიაღწევდა. ერთ-ერთ ინვესტორს მან განუცხადა, ”ფულის დაკარგვის შანსი 70%-ია და თუ თქვენ გეშინიათ ამ ფულის დაკარგვა ინვესტიციას ნუ გააკეთებთ”.
ბეზოსი ამბობს, რომ ინოვაცია რისკის გარეშე არ არსებობს.
დღეს კი “ამაზონზე”, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ათობით მილიონი პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი.
2017 წლის 27 ივლისს ბეზოსი გახდა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი, რომლის შემოსავალმა 90 მილიარდი დოლარი შეადგინა. იმავე წლის 24 ნოემბერს შემოსავალი 100 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო 2018 წლის 6 მარტს ჟურნალ „Forbes“-ის მიერ ოფიციალურად დასახელდა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად 112 მილიარდი დოლარით. 2018 წლის 17 მარტის მონაცემით მისი შემოსავალი 129 მილიარდს შეადგენდა. იმავე წლის ივლისში მისმა შემოსავალმა 150 მილიარდს გადააჭარბა. 2021 წლის ნოემბრის თვეში მისმა შემოსავალმა 214 მილიარდ დოლარს მიაღწია.