თქვენ იყიდეთ პოპულარული ყოველკვირეული ჟურნალი და მოიტანეთ სახლში. როგორ
ათვალიერებთ ჟურნალის მასალებს?
- კითხულობთ ჟურნალს თავიდან ბოლომდე.
- მაშინვე გადადიხართ სტატიებზე, რომლებიც ზუსტად იცით, რომ საინტერესო იქნება თქვენთვის.
- უწესრიგოდ ფურცლავთ გვერდებს და კითხულობთ იმას, რაც საინტერესოდ
მოგეჩვენებათ.
- ვინაიდან გამოცემის ფორმატი არ შეცვლილა, თქვენ კითხულობთ ყველაფერს იმ ფორმით, რომელსაც მიჩვეული ხართ.
გასაღები ტესტისთვის „ჟურნალის გვერდებზე“
სანამ კითხვას გააგრძელებთ, დარწმუნდით, რომ ტესტის ყველა პირობა შეასრულეთ
თქვენი ჩვეულებრივი ყოველდღიური ჟურნალი წარმოადგენს უამრავი ადამიანის:
ჟურნალისტების, დიზაინერების, ფოტოგრაფების, რედაქტორების კოლექტიური
ძალისხმევის შედეგს, რომლებიც გვთავაზობენ სხვადასხვა სახის შეხედულებათა მთელ
სპექტრს. ეს არის ადამიანური გამოცდილების ნაკრები და თქვენი სტილი ჟურნალის
კითხვისა გამოხატავს იმას, თუ როგორ ართმევთ თავს არჩევანის მრავალფეროვნებას.
ნაწილობრივ ის, თუ როგორ ანაწილებთ დროს კითხვისთვის, აჩვენებს თქვენს
დამოკიდებულებას რესურსებისადმი, განსაკუთრებით კი ფულისადმი.
- კითხულობთ ჟურნალს თავიდან ბოლომდე.
თქვენ მიეკუთვნებით იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებმაც იციან, თუ სად აქვთ
თითოეული თეთრი და რაში დაიხარჯა ის.
ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ დაკავებული ხართ მხოლოდ თქვენი ბიუჯეტით და ფინანსური
დაგეგმვით: თქვენ უბრალოდ თავს გრძნობთ უფრო კომფორტულად, როცა იცით, თუ
როგორაა საქმეები. თქვენთვის დაუშვებელია იმის გაფიქრებაც კი, რომ შეიძლება რამე
გამოგრჩეთ, ამიტომ თქვენ ყოველთვის რიგზე გაქვთ თქვენი ანგარიშები და იცით ბალანსი
მიმდინარე ანგარიშისა.
- მაშინვე გადადიხართ სტატიებზე, რომლებიც ზუსტად იცით, რომ საინტერესო იქნება თქვენთვის.
ფული არასდროს არ გიჩერდებათ ჯიბეში. როცა ის გაქვთ, თქვენ ყიდულობთ ყველაფერს,
რაც მოგწონთ და როცა უკანასკნელ თეთრს ხარჯავთ, საკუთარ თავს ეუბნებით: „იქნებ
მომავალი თვიდან გავხსნა შემნახველი ანაბარი?“
რომც მოახერხოთ რაღაც პერიოდი გარკვეული თანხის დაზოგვა, თქვენთვის ჩვეულებრივი
საქმეა ერთბაშად დახარჯოთ ეს თანხა, რაიმე მორიგ ნივთზე ან საქმეში, რომელიც მოგეწონებათ.
- უწესრიგოდ ფურცლავთ გვერდებს და კითხულობთ იმას, რაც საინტერესოდ
მოგეჩვენებათ.
თქვენ შეიძლება თქვათ, რომ ეკონომიური ხართ, ზოგიერთებმა შეიძლება ამას სიძუნწე
უწოდონ. ფაქტი იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ არ ხარჯავთ უაზროდ ფულს და
უპირატესობას ანიჭებთ მათ დაზოგვას შავი დღისთვის.
თქვენ არასდროს არ დანებდებით იმპულსს იყიდოთ რაიმე ტელევიზორში ნანახი რეკლამის
გამო, მაგრამ შიგადაშიგ შეიძლება გაგიჩნდეთ სურვილი დახარჯოთ თანხები გულუხვად
ბოლოს და ბოლოს ფული ხომ იმისთვის არის, რომ დაგეხმაროთ კარგად ცხოვრებაში.
- რამდენადაც გამოცემის ფორმატი არ შეცვლილა, თქვენ კითხულობთ ჟურნალს იმ თანმიმდევრობით, როგორითაც მიჩვეული ხართ.
თქვენ აგრძელებთ ფულის ხარჯვას თქვენი ჩვევების მიხედვით, მიუხედავად იმ
ცვლილებებისა, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში ხდება.
თქვენ რომ ლატარიაში მოიგოთ დიდი თანხა, მაინც არ შეეშვებით ჩამოფასებული საქონლის
ყიდვას, თუ ეს წესად გქონდათ მანამდე და პირიქით, ბანკროტობის ზღვარზეც რომ იყოთ,
მაინც არ მოიშლიდით ცნობილი მოდელიორების ტანსაცმლის ტარებას.
თქვენ არ გაღელვებთ ბედის კაპრიზები და ამიტომ კარგი იქნება, თუ ისეთი პარტნიორის
მოძებნას შეძლებთ, რომელსაც ასე თუ ისე აღელვებს ეს ყველაფერი და რომელიც საკუთარ
თავზე აიღებს თქვენი ცხოვრების ფინანსურ მხარის კონტროლს.
კოკოლოგია- იაპონური ფსიქოლოგიური ტესტ თამაშები
თარგმნა: ხვიჩა მებონიამ