fbpx

კივი- ვიტამინებით მდიდარი, სხვადასხვა დაავადებების მკურნალი ხილი

ავტორი ნინო გონგაძე
410 ნახვა

კივის რბილობი საკმარისი რაოდენობით შეიცავს ასკორბინის მჟავას, რომელიც ამაგრებს ორგანიზმის დამცავ ფუნქციას, თავიდან გვაცილებს გაციებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. კივი ვიტამინების ნამდვილი საბადოა. მისი ნაყოფი შეიცავს უამრავ სასარგებლო ვიტამინს, როგორიცაა B1, B2, B3, B9, B6, C, E. კივიში C ვიტამინი თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე ნებისმიერ ციტრუსში.

კივი მდიდარია მიკროელემენტებით: რკინით, იოდით, თუთიით, მანგანუმით, კალიუმით, კალციუმით, ფოსფორით. კივი გამოირჩევა დაბალი კალორიულობით. იგი ამასთანავე შეიცავს უამრავ ვიტამინს და მინერალებს. ხსნის დაღლილობას. ებრძვის დეპრესიას.

დიეტოლოგებმა დაადგინეს, რომ კივის მირთმევისას ორგანიზმი გამოიმუშავებს ენდორფინებს, ეგრეთ წოდებულ ბედნიერების ჰორმონებს.

გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, ამცირებს სისხლის ჩაქცევის რისკს, არეგულირებს წნევას. კალიუმის წყალობით კივი არეგულირებს წყალ-მარილოვან ბალანსს ორგანიზმში, რაც დაგიცავთ შეშუპებისგან.

დღეში 1 კივი აგინაზღაურებთ С ვიტამინის სადღეღამისო მოთხოვნილებას – აძლიერებს იმუნიტეტს, იცავს ინფექციური დაავადებებისგან, აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. კივის გამოყენება სასურველია თირკმელებში კენჭების წარმოქმნისას. დიაბეტიანებისთვის კივის მიღება დაშვებულია; შაქარი მასში თითქმის არ არის. კივი სასუნთქი გზების დაავადებებსაც მკურნალობს.

კივის ერთი ჭიქა წვენი ორგანიზმს სიჯანსაღეს უნარჩუნებს და მის ბრძოლისუნარიანობას ამაღლებს. კივის გამოყენება, ასევე, რეკომენდებულია გინეკოლოგიური დაავადებებისა და კლიმაქსის დროს.

პექტინის ნივთიერებები, რომლებსაც შეიცავს კივი, ძალიან სასარგებლოა კუჭ-ნაწლავისთვის. ისინი აჯანმრთელებენ სასარგებლო მიკროფლორას და იწოვენ ნივთიერებათა ცვლის მავნე პროდუქტებს. კივი ასევე გამოიყენება ანემიის, ათეროსკლეროზის, რევმატიზმის და სხვა დაავადებების დროს.

კივის ხშირად კანგაცლილს მივირთმევთ, მაგრამ სპეციალისტების უმრავლესობას მიაჩნია, რომ მისი გაფრცქვნა საჭირო არ არის. მისი კანი, რბილობთან შედარებით, სამჯერ უფრო მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებსაც კიბოს საწინააღმდეგო, ანტიანთებითი და ანტიალერგიული თვისებები აქვს. ამიტომ, სჯობს, ხილს ბუსუსები დანით გავაცალოთ და კანიანად მივირთვათ.
მეცნიერები შეგვახსენებენ, რომ კივის კანი ისეთ მიკრობებს ანადგურებს, როგორებიცაა სტაფილოკოკი და ნაწლავური ჩხირი.

C ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო, კივი ალერგიული ხილია. ამიტომ, მისი მიღება (განსაკუთრებით დიდი რაოდენობით) სასურველი არ არის ალერგიული ადამიანებისთვის.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment