fbpx

კონცეპტუალური განლაგება, როგორც სისტემური განლაგების ერთ-ერთი ასპექტი

ავტორი ჟოლო
1001 ნახვა
0 კომენტარი
3

მოქშა ფეიქარი და კონცეპტუალური განლაგებები – “მოგზაურობა ქვეცნობიერში”

ბერტ ჰელინგერზე, სისტემურ განლაგებასა და ჰელინგერის ქართველ მოსწავლეზე, მოქშა ფეიქარზე “ჟოლოს” მკითხველმა უკვე ბევრი რამ იცის. დღეს, ვისაუბრებთ კონცეპტუალურ განლაგებასა და ასევე ვილფრედ ნელესის საინტერესო მეთოდზე, რომლის პრაქტიკულ მხარესაც მსურველები 19 თებერვალს, მოქშა ფეიქარის მიერ ჩატარებულ ონლაინ ტრენინგზე გაეცნობიან.

🎡  ეს იქნება საინტერესო “მოგზაურობა საკუთარ თავში” და უამრავი გაცნობიერება. ვილფრედ ნელესის “ცხოვრების წრის” მიხედვით “გავივლით” ჩვენი ცხოვრების აბსოლუტურად ყველა პერიოდს და ყოველგვარი ზედმეტი ფსიქოლოგიური ჩარევის გარეშე ბევრ რამეს “დავალაგებთ”.

მოქშა ფეიქარი: ბერტ ჰელინგერის კლასიკურ სისტემურ განლაგებაში უკვე მრავალი გამოკვეთილი ასპექტი არსებობს, როგორებიც არის საოჯახო (რომელშიც შედის წარმომავლობით და ასევე აწმყოს ოჯახები) ორგანიზაციების და სიმპტომების განლაგება.

სისტემური განლაგება, როგორც თერაპიული, ასევე სულიერი თვალსაზრისითაც ძალიან უნიკალური ბენეფიტური მეთოდოლოგიაა. მისი საშუალებით ჩვენი შიდა შრეების გაცნობიერების იმანენტური შესაძლებლობა გვეძლევა.

ეს შრეებია: 

  1. ემოციური და არგუმენტატიული (ზიგმუნდ ფროიდი – კლასიკური ფსიქოთერაპია)
  2. სხეულის დინამიურობა, ჯავშნის სტრუქტურები (ვილჰელმ რაიხი – ფსიქოტიპაჟები)
  3. ტრავმა (პეტერ ლევინი, დაიანა ჰოლ ჰელერი, გაბორ მატე, ლორენს ჰელერი)
  4. რესორსი – ჯონ კაბაზ ზინი (MBSR – მაინდფულნესი და აღმოსავლური მედიტაციები)

სისტემური განლაგების პროცესის მსვლელობის დროს კლიენტს ხშირად ამ ოთხივე შრის ერთი მოძრაობით გავლა უწევს ხოლმე. მაგალითად ჰელინგერის მიერ დასახელებულ „გაწყვეტილი მოძრაობა დედის მიმართ“ – ამის შემდეგ კლიენტისთვის უფრო ნათელი ხდება, თუ რომელ შრეზე რა მუხტით აქვს კლიენტს შინაგანი თერაპიული თუ თვითშემეცნებითი სამუშაოები ჩასატარებელი.

კონცეპტუალური განლაგება სისტემური განლაგების ერთ- ერთი შემადგენელი ნაწილია. შეიძლება ითქვას, რომ მისი შესაძლებლობები ფაქტობრივად ამოუწურავია. ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ არსებობს უამრავი კონცეპტი და ყველა მათგანი შეიძლება ამ მხირივ გამოყენებული, შეფასებული და დანახული იქნას.

ეს საკითხი უფრო კონკრეტულად რომ განვიხილოთ შეგვიძლია აქვე დავასახელოთ რამდენიმე ყველასთვის ცნობილი კონცეპტი. ასეთებია მაგ: ჰოროსკოპი, ენეაგრამა, დაოისტური 5 ელემენტი, არქეტიპები, ვექტორული დიაგნოსტიკა, ედუარდ დე ბონოს ქუდების კონცეფცია, მასლოვის პირამიდა, დაფარული განლაგება (სადაც რეპრეზენტატორების როლები მხოლოდ კლიენტისთვის არის თავიდან ცნობილი), და ასევე შეკუმშული განლაგება.

კონცეპტუალური განლაგების მეთოდოლოგიის გამოყენება ასევე შესაძლოა სხვა სტრუქტურებზეც, რომლებიც გარე სამყაროსთან ინდივიდის შინაგან დამოკიდებულებას მოიცავს.

ასეთი ინდივიდუალური სტრუქტურული მეთოდებით ხელმძღვანელობს ასევე ვილფრედ ნელლესი. მის ერთ – ერთ მეთოდს ეწოდება “ცხოვრების წრე”, სადაც რეპრეზენტატორები წარმოადგენენ ინდივიდის ცხოვრების სხვადასხვა ფაზებს. სეანსების დროს აქაც მეტწილად ინტუიციური და ნაკლებად მენტალური კომუნიკაცია დგება, რომელიც ჩვენზე სისტემური განლაგებებისთვის დამახასიათებელ მორფული, ანუ იგივე მცოდნე ველის საშუალებით რეზონირებს.

19 თებერვალს, კონცეპტუალურ განლაგებაზე და ნელესის ამ მეთოდზე მინდა რომ შევჩერდეთ და ეს თემა პრაქტიკული სავარჯიშოებით კიდევ უფრო გავაღრმავოთ .

ჩვენი ონლაინ ტრეინინგი -“კონცეპტუალური განლაგებები”, დაგვეხმარება სისტემური განლაგების შესახებ ჩვენი წარმოსახვის არეალის კიდევ უფრო მეტად გაფართოვებაში და ასევე ამის უშუალო განცდასა და შეგრძნებაში.

კონცეპტუალური განლაგებების დროს უფრო ადვილია იმის მიხვედრა, რომ ნებისმიერი სისტემა, რომელშიც ჩვენ ვმოღვაწეობთ და რომლებთანაც გადაკვეთა გვიწევს, როგორებიც არის მაგალითად წარმომავლობითი ოჯახი, ჩვენი აწმყოს ოჯახი, სამსახური და სამეგობრო, ასევე დაკავშირებულია ჩვენს შინაგან ინდივიდუალურ და ასევე კოლექტიურ სტრუქტურულ სისტემებთან.

ეს პროცესები ძალიან ღრმა ქვეცნობიერ შრეებში მიმდინარეობს. ზოგიერთ შემთხვევაში ეს სიღრმეები ზოგადად ეგოს მიღმაც შეიძლება მოისაზრებოდეს.

ამ სტრუქტურული პროცესების გაცნობიერება ძალიან გვეხმარება ჩვენი საკუთარი გრძნობების, ფიქრების და განცდების კიდევ უფრო უკეთესად გაგებაში და ასევე ჩვენს ირგვლივ არსებული გარემოს და ჩვენი შინაგანი პროცესების ერთმანეთთან არსებული კავშირის დანახვაში. ეს კავშირები ჩვენში რეალურად, ასევე ბიოლოგიურ დონეზე ახალი ნეირონული და სინაფსური გადაკვეთებით მყარდება ხოლმე.

კონცეპტუალური განლაგება სისტემურ განლაგებას კიდევ უფრო უნივერსალურს ხდის და ამ მეთოდოლოგიის პერსპექტივაც უფრო ფართო მასშტაბებით შეგვიძლია დავინახოთ და შევაფასოთ.

მოქშა ფეიქარის ონლაინ ტრენინგი “კონცეპტუალური განლაგებები”

განმეორებით ტარდება

19 თებერვალი, 19:00 სთ

ღირებულება 55 ლ

რეგისტრაცია https://bit.ly/35oy1lI

ანგარიშის ნომერი: GE62BG0000000716014700GEL

მიმღები შპს ჟოლო ;

დანიშნულება: კურსის საფასური.

0 კომენტარი
3

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი