fbpx

“ყოველთვის აქვს აზრი, გახდე უკეთესი, ვიდრე ხარ”…

ავტორი ჟოლო
780 ნახვა

“წასულხართ დინების საწინააღმდეგოდ? დაგიტოვებიათ “კომფორტის ზონა”? არადა, ეს აუცილებელია. არსებობს ე.წ. „მიჩვეული“ მდგომარეობა, რომელიც გადადის რუტინაში. ამ დროს ხვდები, რომ რაღაც ისე არ არის, მაგრამ სტაბილურობის განცდას ვერ თმობ.

კომფორტის ზონის დატოვება დისკომფორტს უკავშირდება, მაგრამ პირდაპირ კავშირშია სიახლეებთან, განვითარების სურვილთან. ერთხელ ჩემმა უფროსმა მეგობარმა მითხრა: “როცა დამაკმაყოფილა ყველაფერმა, როცა ჩავთვალე, რომ ჩემი ცოდნა იყო საკმარისი, როცა ჩემს ირგვლივ, არაჯანსაღად ამბიციური, ზედმეტად „თავდაჯერებული“ ადამიანები შემოვიკრიბე, იქ დამთავრდა ჩემი განვითარება”.

ჯიმ რონი ამბობდა, ჩვენ ვართ საშუალო არითმეტიკული იმ 5 ადამიანის, ვისთან ერთადაც გვიწევს ყოველდღიური ურთიერთობა. დასაფიქრებელია არა?! ვინ გყავთ ირგვლივ შემოკრებილები? ადამიანები, რომლებიც მოტივაციას გაძლევენ და გიბიძგებენ განვითარებისკენ, თუ ადამიანები, რომლებიც გეუბნებიან: „რაღა დროს სწავლაა“, „აქამდე უნდა გესწავლა, თორემ ახლა გვიანია“, ან „რა აზრი აქვს?“.

ჰოდა გეტყვით, ყოველთვის აქვს აზრი, გახდე უკეთესი, ვიდრე ხარ, გქონდეს უფრო მეტი ცოდნა, რაც დაგეხმარება განვითარებაში. მხოლოდ საკუთარ თავში ზედმეტად თავდაჯერებულ ადამიანს შეუძლია „დარწმუნებით“ თქვას, „მე საკმარისი ვიცი“. განვითარება უწყვეტი პროცესია, შესაბამისად საკმარისი ცოდნა არ არსებობს, არასდროს არის გვიან დატოვოთ “კომფორტის ზონა” და დრო დაუთმოთ თვითგანვითარებას.

ეს ყველაფერი არ გამოვა წიგნების, შესაბამისი გარემოს, იმ ადამიანების გარეშე, რომლებიც მოტივაციას მოგცემენ… და რა თქმა უნდა, თავისუფალი აზროვნების გარეშე.

დიახ, თვითგანვითარების დრო სწორედ ახლაა, ამიტომ დატოვეთ “კომფორტის ზონა”.

მარტა ქარუმიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment