„ყველაფერი მიღწევადია, როდესაც თავს დაარწმუნებ რომ შენ ნამდვილად იქნები წარმატებული.

როგორ მიიღწევა წარმატება?! რა თქმა უნდა, რწმენით და თავდაჯერებულობით.
შენს ყოველდღიურობაში ისეთი ფონი უნდა შექმნა, თითქოს უკვე გაქვს ის, რაც გსურს. რადგან ფიქრს, ვიზუალს და შეგრძნებას უდიდესი ძალა აქვს.
ათი-თხუთმეტი წლის წინ, წარმოვიდგენდი და თავს ვაჯერებდი რომ ვარ მენეჯერი, მყავს კოლექტივი, თან ქალების. ეს წარმოსახვა სრული სიზუსტით, რამდენიმე წელში ამიხდა.
ის ადამიანები, ვინც მხოლოდ ფულადი სარგებლის გამო იწყებენ ბიზნესს, ვფიქრობ, უფრო წარუმატებლები არიან. ბიზნესი არ დანებებაა.
არავითარ შემთხვევაში არ დანებდეთ. როგორც ბავშვი სწავლობს ფეხის ადგმას, დაეცემა, ადგება და ისევ ცდილობს, ასეა ბიზნესიც. თუ საჭირო გახდა მეასედაც უნდა სცადო და ასმეერთედ უკვე აუცილებლად გამოგივა.“
ლალი სანაკოევა (ტკბილი ეპილაციის – „შუგარინგის“ დამფუძნებელი და ურთიერთობების ქოუჩი)
—
„საკუთარ თავზე თუ არ განიცადე მარცხი, თუ არ შეცდი, ვერ გაიზრდები. მარცხი და შეცდომა, როგორც ცხოვრების, ასევე ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილია.

რა ბიზნესში ვართ მნიშვნელოვნად განაპირობებს იმას, თუ რა სტილის არის ჩვენი ცხოვრება, რა მოგვწონს და რა არ მოგვწონს ცხოვრებაში. ძალიან მნიშვნელოვანია მიზნის ქონა, ხედვის ქონა, როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში რას გინდა მიაღწიო, ვინ გინდა გახდე, ვის გინდა ჰგავდე, საკუთარ თავს თუ ვინმე სხვას და ამ დროს ხომ არ კარგავ საკუთარ თავს, საკუთარ ინდივიდუალიზმს, საკუთარ იდენტობას. ჩემი თვალთახედვით, ბიზნესი არ არის რაღაც სხვა, ის ხარ შენ. ბიზნესი თავის არსში რისკს მოიცავს. რისკი კი, როგორც ბიზნესში, ასევე ცხოვრებაშიც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.
წარმატება აუცილებლად მიდის მიზანდასახულ ადამიანებთან. ადამიანებთან, ვისაც საკუთარი შეცდომების დანახვა შეუძლიათ და შემდგომ ამ შეცდომებზე სწავლა. ამ შეცდომების არა მუდმივად გამეორება, არამედ შეცდომებისგან შედეგის მიღება და გაგება.
ეკა ჩემია (ფსიქოკონსულტანტი, ქოუჩი, ბიზნესვუმენი)
—
„ვირწმუნოთ საკუთარი თავის, რომ ყველაფერი შესაძლებელია და ფარ-ხმალი არასოდეს დავყაროთ. გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და ვიყოთ განვითარებაზე ორიენტირებულნი.

როცა ადამიანი, მხოლოდ იმას აკეთებ, რაც კარგად გამოგდის, იქ ჩარჩები და ვეღარ განვითარდები. სჯობს ყოველთვის დისკომფორტი შევუქმნათ საკუთარ თავს და ახალი რაღაცეების სწავლა და დანერგვა ვცადოთ საკუთარ საქმეში. ესაა ალბათ საუკეთესო გზა განვითარებისთვის.
ტურიზმი აკადემიურად ნასწავლი არ მაქვს. რაც ვიცი ამ საქმეში, ვიცი მხოლოდ კეთებით, მცდელობით და შეცდომების დაშვებით. შეცდომების დაშვების არ უნდა გვეშინოდეს, რადგან ეს ყველაზე კარგი მასწავლებელია.
ბიზნესის დასაწყებად სითამამეა საჭირო. მოსალოდნელ სირთულეებზე ბევრი არ უნდა იფიქრო. სირთულე გზრდის. მარტივი საერთოდ არაფერი არ არის ამ ქვეყანაზე.
არ არსებობს საქმე, რომელსაც ადამიანი ვერ შეძლებს. მთავარია, ვიცოდეთ რა გვინდა, ამის შემდეგ ყველაფერი მიღწევადია.”
თინათინ იდიძე (მხედარი, ტურისტული სააგენტოს “Caucasus Adventure Tours” მფლობელი)
—

„ყველაზე მთავარი რჩევა იქნება – საკუთარი აზროვნება არ გადაიტანოთ ბიზნესში, ის უნდა გააკეთო რაც ბაზარს სჭირდება და არა ის, რაც შენ გგონია რომ სჭირდება. სწორად დაფიქრდნენ, გააანალიზონ რეალურად რა მოთხოვნებია.
ბიზნესში პრობლემა და სირთულე შეიძლება ყოველთვის იყოს, მთავარია შეცდომებზე ვისწავლოთ, დასკვნა გამოვიტანოთ, რომ შემდეგში იგივე შეცდომა აღარ დავუშვათ”
საქმე დაიწყეთ პატარ-პატარა ნაბიჯებით, რომ დააკვირდეთ მუშაობს თუ არა, მერე ცოტათი გაზარდეთ ნაბიჯები.
გააკეთე ის, რაც სჭირდება ბაზარს და პატარა ნაბიჯებით გადაადგილდი. ცოტა ხანში, როცა უკან მოიხედავ, დაინახავ, თუ რამხელა მანძილი გაგივლია.
ბაგრატ ელიაური („კაიზერ ეპილაციის“ დამფუძნებელი)
—
„წარმატება ძალიან ინდივიდუალური ცნებაა. ერთისთვის რაც წარმატებაა, მეორესთვის შეიძლება უკუსვლა იყოს. თუკი წარმატება მინდა, უნდა განვსაზღვრო რა არის ჩემთვის წარმატება, როგორი წარმატება მინდა, როგორი წარმატება გამაბედნიერებს და რა დამეხმარება ამაში… ყველა პასუხი ჩვენშია.

სიზარმაცე მოტივაციის ნაკლებობაა. მოტივაციის ნაკლებობას კი მიზნის არარსებობა, ან მისი არასწორი ჩამოყალიბება განსაზღვრავს. აუცილებლად დამეზარება რაღაცის კეთება მაშინ, როცა მიზანი არ მაქვს. მაგალითად, დარწმუნებული ვარ, სწავლის პროცესი ადამიანების 99% ს ეზარება, მაგრამ ახლა ამ ასაკში მეზარება კი არა, ისეთი მოტივირებული ვარ, ასე მგონია დრო არ მყოფნის, იმისთვის, რომ მეტი გავიგო და ვისწავლო, ეს იმიტომ რომ უკვე მიზანი მაქვს. როდესაც სიღრმისეულად გავშლით ჩვენს მიზანს, თუ რას მომცემს, როგორ შეიცვლება ჩემი მდგომარეობა, უკვე მოტივაცია მემატება და სიზარმაცეც თავისით მიდის. მოტივაციას კი მიზნის განსაზღვრა გვაძლევს.
საკუთარ თავზე მუშაობით და მიზნის დასახვით ყველაფერი მიიღწევა.“
ნესი იმნაძე (ქოუჩი)