fbpx

„ლამის ტირილი დავიწყე. არც მახსოვს, როდის რა იყო“…

ავტორი ჟოლო
78 ნახვა
0 კომენტარი
0

„ორი დღე, ვფიქრობ, ვთქვა თუ არა აქ, არ მინდა, ცუდად გამიგოს… ჩემზე არ ვწერ, ნუნუ ბებია უნდა გაგაცნოთ:

ნარიყალაზე, ტაძარში, ერთი საყვარელი ნუნუ ბებია დადის. სოხუმელია და წლებია თბილისში ცხოვრობს. ყოველთვის თბილად ვხვდებით ერთმანეთს. უთბილესი ქალია. ეგრე ლამაზად იშვითად თუ ვინმემ იცის დალოცვა. არადა, რამდენი ტკივილი აქვს გამოვლილი: 40 წლისა დაქვრივდა სამი შვილით და აფხაზეთის ომის მერეც ხომ თავიდან მოუხდა ცხოვრების დაწყება…

მარიამობას ცოტა ხნით ტაძრიდან გამოვედი. უცებ ნუნუ ბებია მომიახლოვდა, როგორც ჩანს, მე გამომყვა, გადავეხვიეთ ერთმანეთს, მოვიკითხეთ.

– რა კარგია, რომ დაგინახე, ვიცოდე, ამ დღეს რომ მოხვიდოდი, სახელი დამავიწყდა, მაგრამ სულ გიხსენებ და ახლაც ვამბობდი, ჩემი გრძელწამწამება გოგო აქ იქნებაო, – მეუბნება და ხელში რაღაცას მიდებს. …

– ნუნუ ბებია, რა არის ეს? – ვუყურებ, ფულია…

– დედაშვილობასო, – მითხრა – მე განა დამავიწყდა ერთხელ, დიდი ხნის წინ, ახალი ჩამოსულები ვიყავით, ჩემს შვილიშვილს ოპერაცია სჭირდებოდა. მაშინ შენც რა გექნებოდა და რაც შეგეძლო, გაიღე… ახლა სამაგიეროს კი არ გიხდი, უბრალოდ, არ ვიცი, რამდენ ხანს ვიცოცხლებ და ჩემს სახელზე რამე იყიდე, ტკბილი იყიდეო დღევანდელ დღეს.

ლამის ტირილი დავიწყე. არც მახსოვს, როდის რა იყო…

ერთი კი ვუთხარი, იქნებ ერთად ტაძარს შევწიროთ-მეთქი (მეტი უცებ ვერაფერი მოვიფიქრე) და – ტაძარს დღეს ისედაც შევწირე, ეს შენ უნდა გქონდესო…

– ფულის ჩემს თავზე გადახევა იქნება, შვილო, შენ სხვას რომ მისცეო და რაღაც ვიზამდი… მივხვდი, ძალიან, ძალიან ვაწყენინებდი, რომ არ ამეღო…

ტკბილს და კამფეტს რა მაყიდინებდა და რა მაჭმევდა… ახლაც ვფიქრობ, ამ ფულით რა ვიყიდო ისეთი, რაც სულ ჩემთან იქნება და თან არასოდეს დამეკარგება….
ჯერ ვერ მოვიფიქრე…

ღმერთო, დიდხანს გვიმყოფე ეს ტკბილი ბებიები“…

თინათინ მოსიაშვილი

წყარო: facebook.com

0 კომენტარი
0

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი