„თუ მოვახდენთ საკუთარი აზროვნების ორგანიზებას ამ სტრატეგიების შესაბამისად, ჩვენც შეგვიძლია ვისწავლოთ ფიქრი ისე, როგორც სხვები ვერ ფიქრობენ და იმის დანახვა, რასაც ჩვეულებრივ ადამიანები ვერ ხედავენ“ – ამბობს პიროვნული ზრდის ტრენერი ხვიჩა მებონია და საინტერესო ექსპერიმენტს გვთავაზობს.
ხვიჩა მებონია: სცადეთ შემდეგი ექსპერიმენტი. მისწერეთ წერილი თქვენს ქვეცნობიერს იმ პრობლემაზე, რომლის გადაწყვეტაზეც მუშაობთ!
აღწერეთ დაწვრილებით ეს პრობლემა, მის გადასაჭრელად მიღებული ზომები, გაუგებარი მომენტები, წინააღმდეგობები, მოთხოვნები და მიეცით ქვეცნობიერს დავალება იპოვოს ამ ამოცანის გადაჭრის გზა.
დაწერეთ: „შენი ამოცანაა იპოვო პრობლემის გადაჭრის გზა. მსურს მას გავეცნო ორ დღეში“
ორი დღე პირობითია. შეიძლება ამოცანის შინაარსიდან გამომდინარე შეცვალოთ.
დალუქეთ წერილი და გადადეთ. დაივიწყეთ მისი არსებობის შესახებ. ორი დღის შემდეგ გახსენით. თუ პრობლემა ჯერ არ მოგვარებულა, წერილს ბოლოში მიაწერეთ:„მაცნობე მაშინვე, როგორც კი პასუხი გექნება“.
ადრე თუ გვიან, დასვენებისას თუ მუშაობისას, როცა საერთოდ არ ელოდებით, პასუხები აუცილებლად ამოტივტივდება ქვეცნობიერიდან.
იპოვო იქ, სადაც არ ეძებდი
იდეებისა და შემოქმედებითი გადაწყვეტილებების ძიებაში, უმრავლესობა არ აქცევს ყურადღებას ე.წ. შემთხვევითობებს, რომლის გამოც კარგავენ შესაძლებლობებს მოულოდნელად გამოჩენილი შანსი აქციონ შემოქმედებით შესაძლებლობად.
საჭიროა გავხსნათ გონება. იმისთვის, რომ გამოვიკვლიოთ რაიმე საგანი ან მოვლენა ინტელექტის დახმარებით, საჭიროა მოვდუნდეთ და ვაიძულოთ საკუთარი თავი შეამჩნიოს ის, რასაც საერთოდ არ ვეძებთ. იყუროს იმ მიმართულებით, საითკენაც ადრე არ გაგვიხედია.
ამაში დაგვეხმარება კიდევ ერთი ინსტრუმენტი, რომელსაც ჰქვია PMI (პლიუსი/მინუსი/საინტერესო)
მისი არსი მდგომარეობს შემდეგში: ჩვენი ამოცანაა ვიპოვოთ რაც შეიძლება მეტი დადებითი, უარყოფითი და საინტერესო მხარე სიტუაციისა, მოვლენისა თუ საგნისა, რასაც განვიხილავთ. ეს მეთოდი გვეხმარება გამოვიკვლიოთ საქმის არსი. კვლევის დასრულების შემდეგ კი უკვე შეიძლება ემოციების და გრძნობების ჩართვა, საბოლოო გადაწყვეტილებების მისაღებად.
მოკლედ ორიგინალური აზროვნების უნარის გამომუშავება შესაძლებელია, მაგრამ არ არის საკმარისი, გავიცნოთ გენიოსთა სტრატეგიები. იმისთვის, რომ შევძლოთ ავამუშაოთ ჩვენი გენია, საჭიროა გამოვიყენოთ ეს მეთოდები და სტრატეგიები…
წყარო: http://mebonia.com/