fbpx

მადლიერების კანონი

ავტორი ჟოლო
1604 ნახვა
1 კომენტარი
4

მადლიერება არის ძალიან ძლიერი ემოცია, რომელიც მთლიანად ცვლის შენს შინაგან მდგომარეობას და ქმნის დადებით ვიბრაციებს. მადლიერებას შეუძლია დაგეხმაროს გახდე უფრო მდიდარი და წარმატებული.  სამწუხაროდ, ადამიანების უმეტესობა ფიქრობს იმაზე, რაც მათ აკლიათ და არ იციან როგორ უნდა იყვნენ იმისი მადლიერნი რაც უკვე გააჩნიათ.

ბევრ ჩვენგანს არ ესმის, რომ მადლიერი უნდა ვიყოთ არა მხოლოდ ყველა სიკეთისთვის რაც ცხოვრებას მოაქვს, არამედ იმ ყველაფრისთვის რაც უკვე გაგვაჩნია და იმისთვისაც რაც გვსურს. თითეული გამოცდილებისა და   გაკვეთილისთვის.  როდესაც ჩვენ არ ვართ კმაყოფილები იმით რაც გვაქვს ჩვენ სიღარიბის მდგომარეობაში ვვარდებით – ეს არის უმადურობის მდგომარეობა და პირიქით, როდესაც მადლიერების გრძნობას ვგრძნობთ, სიმდიდრე ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება.  ამგვარად ცხოვრებისგან სულ უფრო მეტ საჩუქარს ვიღებთ და მიზიდულობის კანონი ჩვენ სასარგებლოთ მოქმედებს.

 მადლიერება უნდა გამოავლინო, თუნდაც ყველაზე მცირე და მარტივი საქმის მიმართ როგორიცაა: ნაგვის გატანა, გადასახადების სიამოვნებით გადახდა, ბინის, მანქანის მოწესრიგება. ცხოვრებაში ისედაც გვიწევს უამრავი საქმის შესრულება, რომელსაც თავს ვერ ვარიდებთ სცადეთ ისინი სიამოვნებით გააკეათოთ და თავად დარწმუნდებით რამდენად მარტივი და სასიამოვნო გახდება მათი შესრულება.

მადლობა გადაუხადე მოძველებულ ნივთს მსახურებისთვის სანამ მის გადაგდებას გადაწვიტავ. მადლობა გადაუხადე ცხოვრებას ყველა გაკვეთილისთვის, რადგან ეს არის ახალი გამოცდილების შეძენისა და წინსვლის კიდევ ერთი შესაძლებლობა.  მადლობა ღმერთს, ბედისწერას, სამყაროს (თქვენ აირჩიეთ!).  მადლობა გადაუხადეთ საკუთარ თავს ყველა თქვენი წარმატებისთვის და ნუ გაკიცხავთ თქვენ მეს წარუმატებლობისთვის.

დაიწყეთ თქვენი მადლიერების დღიური. დაწერეთ რისთვისაც ხართ უკვე მადლიერი და რა სურვილები და მისწრაფებები გაქვთ  მომავალში. სულ მალე იგრძნობთ თქვენი მადლიერების სიის ჯადოსნურ ძალას.  თქვენი კონცენტრაცია გადაერთვება დადებით მოვლენებზე თქვენს ცხოვრებაში და იმაზე რაც უკვე გაგაჩნიათ. თუ თქვენ განიცდით ფინანსურ, ემოციურ ან მორალურ სირთულეს, აზრი იმაში მდგომარეობს, რომ კონცენტრირება მოახდინო  დადებით მოვლენებზე და მადლიერი იყო იმისი რაც შენს ცხოვრებაში უკვე არსებობს, რასაც აკეთებ და იმისთვის ვინც ხარ.

მადლობა გადაუხადე შენ თავს სურვილებითვის, შენი მიზნებისთვის და გახსოვდეს მიზიდულობის კანონი. ნაკლებად იფიქრე იმაზე, რაც გენატრება, მადლობა იმისთვის, რაც გაქვს და მადლობა იმისთვის, რაც გინდა გქონდეს!

მადლიერება სიყვარულის ერთ-ერთი სახეა.  როდესაც მადლობას იხდი, ზეციდან კურთხევას იღებ.  მადლიერების სიხშირესთან დაკავშირებით თქვენ ხსნით ენერგიულ არხს, რომლის მეშვეობითაც სამყაროს მთელი სიკეთე თქვენი ცხოვრებისკენ მიედინება.

 იცოდეთ, რომ მადლიერება არის ინსტრუმენტი წარმატების მისაღწევად და უდიდესი ენერგიის წყარო. ესაუბრე სამყაროს მისთვის ერთადერთ გასაგებ მადლიერების ენაზე!

Anna Kay

1 კომენტარი
4

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი

1 კომენტარი

ლეილა აპრილი 16, 2021 - 8:51 pm

არაჩვეულებრივი, დადებითი ემოციებით ავივსე, დიდი მადლობა მშვენიერი სტატიისთვის, ძალიან დამაფიქრა

პასუხი