fbpx

მარიას გადასარჩენად

ავტორი ჟოლო
72 ნახვა
0 კომენტარი
2

🆘 მეგობრებო ❤️ ეს ულამაზესი გოგო ჩემი ბავშვობის მეგობრის შვილია, ბათუმიდან თბილისში ჩამოიყვანეს და ერთი თვე აქ, საავადმყოფოში ჰყავდათ, მაგრამ ექიმებმა ვერაფერი გაუგეს იმ იშვიათ ავადმყოფობას, რომელიც მას აღმოაჩნდა. ახლა თურქეთში ოპერაცია უკეთდება. გთხოვთ დამეხმარეთ და გადამარჩენინეთ მეგობრის შვილი.. ყველას ერთად ხომ ძალიან დიდი ძალა გვაქვს ❤️

აქ ყოველდღე ვხედავდი გათანგულ მამამისს ,თვითონაც, რომ იგივე ტკივილს განიცდიდა და შიგნით ბღაოდა. სადღაც მაინც ჰქონდა ქართველი ექიმების იმედი , – „მაქსიმუმს აკეთებენ და გადავრჩებითო“… ცოლ-ქმარი სხვადასხვა ექიმთან უამრავ კონსულტაციას გადიოდნენ. თვეზე მეტხანს იყვნენ თბილისის საავადმყოფოში. მაგრამ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა…
დღეს, 14 წლის მარია სტამბულში Memorial Bahcelievler hospital -კლინიკაშია და სასწრაფო ოპერაცია უკეთდება.

ამ დიდ ტკივილს ემატება საჭირო თანხის არარსებობაც, (ოპერაციიის 21 000 დოლარი, რეანიმაციაში ყოფნის – 2 000 აშშ დოლარი დღეში )

🆘როგორც ირკვევა მარიას დაუდასტურდა აუტოიმუნური დაავადება : არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი.

მარიას ოჯახის წევრების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ.

იმის გამო რომ დაავადება ძალიან იშვიათია, საქართველოში თავიდანვე ვერ დაუსვეს სწორი დიაგნოზი და მკურნალობდნენ ალერგიას. შესაბამისად მდგომარეობა ძალიან გაურთულდა. რადგანაც წარმოიშვა ტრომბი რისთვისაც საჭიროა სისხლის გათხევადებელი პრეპატატები, რაც იწვევს ძლიერ სისხლდენას. ამჟამად გვაქვს კლინიკის წინაშე დიდი დავალიანება, ოპერაციის ღირებულებაა 21 000 აშშ დოლარი, ასევე რეანიმაციაში ყოფნა 2 000 აშშ დოლარი დღეში .

🆘მარიას გადასარჩენად  ძალიან, ძალიან გვჭირდება თქვენი დახმარება და თანადგომა.  გთხოვთ დაგვეხმარეთ ❤️

ეს მარიას მამის ანგარიშია

რეკვიზიტები:

GE78TB7244445061600001

ANDRO MIKADZE

შეგიძლიათ ნებისმიერი თანხა გადარიცხოთ ამ ანგარიშზე. ახლა ყველანაირი თანადგონა გადამწყვეტია, თუ ფინანსურად ვერ ახერხებთ დახმარებას, გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ პოსტი. რომ მივიდეს მასთან ვისაც ფინანსური დახმარება შეუძლია.

https://jolo.ge/ მადლიერებას გამოხატავს ყველას მიმართ ვინც ოდნავ მაინც გვერდით დაუდგება მარიას ❤️

0 კომენტარი
2

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი