ერნესტს ჰემინგუეიმ ერთხელ თქვა: „თანამედროვე ამერიკული ლიტერატურა მოდის მარკ ტვენის ერთი წიგნიდან სახელად „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“, ეს არის საუკეთესო წიგნი, რომელიც ოდესმე გვქონია“.
მარკ ტვენი დაიბადა სამუელ კლემენსად 1835 წლის 30 ნოემბერს ფლორიდაში. მისი ამქვეყნად მოვლენა 2 თვით ადრე მოხდა, რაც მისი ჯანმრთელობის პრობლემის მთავარი მიზეზი იყო. კლემენსი 7 შვილიდან მეექვსე იყო, რომელთაგან მხოლოდ 3-მა მიაღწია მოზარდობის პერიოდს. სამუელის მამა თვითგანათლებული ადვოკატი იყო, რომელმაც ბედის ძიება პატარა ქალაქ ჰანიბალში გადაწყვიტა. მარკ ტვენი 11 წლის იყო, როდესაც მამამისი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა.
მამის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ ადგილობრივ გაზეთში მარკ ტვენი მბეჭდავის პოზიციაზე სამუშაოდ სტაჟიორად მივიდა. 1851 წელს ის თავის უფროს ძმასთან გადავიდა გაზეთში სამუშაოდ, სადაც აღმოაჩინა რომ წერა შეეძლო. 2 წელიწადში 17 წლის კლემენსმა ჰანიბალი დატოვა და რამოდენიმე წლის განმავლობაში მოიარა ნიუ-იორკი, ფილადელფია, კეოკუკი, იოვა, სადაც მბეჭდავად მუშაობდა.
მარკ ტვენი რამდენიმე წლის განმავლობაში გემზეც მუშაობდა, სადაც სამუშაოდ თავისი უმცროსი ძმაც წაიყვანა. სამწუხაროდ გემზე მოხდა კატასტროფა და უამრავ დაღუპულს შორის მისი ძმაც აღმოჩნდა, რამაც მასზე საშინელი კვალი დატოვა. მისი ფსევდონიმი „მარკ ტვენი“ უკავშირდება სპეციალურ ტერმინს ორთქლმავალ გემთან დაკავშირებით.
„ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“ , რომელიც რეალურად „ტომ სოიერის თავგადასავალის“ ერთგვარი გაგრძელება იყო, ტვენმა რეალურ ადამიანზე დაწერა. ეს ადამიანი იყო ტომ ბლენქენშიფი, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა ჰანიბალში და მისი მამა ცნობილი ლოთი იყო. როგორც თავად მწერალი აღნიშნავდა ტომი სწორედ ისეთი იყო სინამდვილეში როგორიც მან წიგნში აღწერა: დაუბანელი, გაუნათლებელი, მაგრამ ჰქონდა ისეთი კეთილი გული, რომლის მსგავსი არასდროს ენახა. უცნობია რა ბედი ეწია ნამდვილ „ჰეკლბერი ფინს“ თუმცა ის რაც ნაწარმოებმა მოახდინა ნამდვილი გადატრიალება იყო. სხვათა შორის, პირველად ნაწარმოები ინგლისში დაიბეჭდა, ამერიკაში გამოჩენის შემდეგ კი ის თავდაპირველად უხეში ენისა და ამორალური ტონის გამო აკრძალეს. გარდა ამისა, მას რასისტულად მიიჩნევდნენ, თუმცა ბევრი მკვლევარი ფიქრობს, რომ ეს ნაწარმოები სწორედ რასიზმის წინააღმდეგაა მიმართული.
სამუელ კლემენსის პირდაპირი შთამომავლობა დღესდღეობით არ არსებობს. თავის მეუღლესთან ოლივია ლენგდონთან მას 4 შვილი შეეძინა, სამი ქალიშვილი და ერთი ვაჟი, რომელიც ჩვილობაშივე გარდაიცვალა. ორი ქალიშვილი კი დაახლოებით 20 წლის ასაკში გარდაიცვალა. ერთადერთ გადარჩენილ ქალიშვილი კლარას ასევე ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც შთამომავლობა არ დარჩენია.
და ბოლოს, რამდენიმე ციტატა გენიალური მარკ ტვენისგან:
„სიკვდილის შიში სიცოცხლის შიშისგან მოდის. ის, ვინც სრულყოფილად ცხოვრობს, მზადაა ნებისმიერ დროს მოკვდეს“.
„თუ სიმართლეს ამბობ არაფრის დამახსოვრება გჭირდება.“
„სიკეთე არის ენა, რომლის საშუალებითაც შეიძლება ყრუმ გაიგონოს და ბრმამ დაინახოს.“
„ის, რაც ცხოვრებაში გჭირდება არის იგნორი და ნდობა, წარმატება გარანტირებულია.“