ერთ-ერთ ქვეყანაში მოგზაურმა ნახა, თუ როგორ ყავდათ დაბმული ჩვეულებრივი თოკით სპილო.
მოგზაურმა გაოცებულმა ჰკითხა მომთვინიერებელს:
— კი მაგრამ, რა აზრი აქვს სპილოს ასე დაბმას. მან რომ გაიწიოს, ეს თოკი ხომ ვერ შეაჩერებს?
— დიახ, ვერ შეაჩერებს, მაგრამ სპილომ არ იცის ეს და ამიტომ არ გაიწევა.
— ეს როგორ? – გაოცდა ისევ ტურისტი.
— როგორ და, როცა პატარა იყო და პირველად დავაბით, გაგიჟდა, მთელი ძალებით ცდილობდა თავის დაღწევას, მაგრამ ვერ ახერხებდა. ასე გადიოდა დღეები უშედეგო მცდელობებში. ბოლოს და ბოლოს ის მიხვდა, რომ შეუძლებელი იყო თოკისგან თავის დაღწევა და შეეგუა რეალობას…
ახლა, სპილო გაიზარდა, მაგრამ კვლავაც ჰგონია, რომ თოკის გაწყვეტა შეუძლებელია და ამიტომ როცა მივაბამთ, დგას მორჩილად, სანამ ისევ არ ავხსნით.
ამ უზარმაზარ ცხოველს, რომელსაც თავისუფლად შეუძლია ძირფესვიანად ხეების მოგლეჯა, ეგონა, რომ ჩვეულებრივი თოკი იჭერდა და არც კი ცდილობდა ნაბიჯის გადადგმას. მას სინამდვილეში თოკი კი არ იჭერდა, არამედ შინაგანი ბორკილები – გადამეტებული წარმოდგენა თოკის შესაძლებლობებზე და არასათანადოდ შეფასება საკუთარი ძალებისა.