fbpx

მულტისტეკი! – ამ ინფორმაციას ყველა მოზარდის მშობელი უნდა გაეცნოს

ავტორი ჟოლო
311 ნახვა
0 კომენტარი
3

მულტისტეკ სკოლა, საინტერესო სივრცე მოზარდებისთვის

შეხვედრები13-დან 17 წლამდე მოზარდებისთვის. ულევი ინფორმაცია და აზროვნების ვარჯიში. პროფესიონალი სპიკერები: ფსიქოლოგები, ქოუჩები, მწერლები, რეჟისორები, სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის ადამიანები.

ხუთი წლის ასაკიდან ბავშვებისთვის კი სახელოვნებო კლასები, ვორქშოფები, სადაც სწავლობენ ხატვას, ძერწვას, პოლიმერულ თიხაზე მუშობას.

ეს ყველაფერი მულტისტეკ სკოლაში ხდება.

მულტისტეკ სკოლა მოზარდს საკუთარი თავის გაცნობა-გაგებასა და შემოქმედებითი ხედვის გაღვიძებაში ეხმარება. ეს არის ის, რაც ჩვენს შვილებს ყველაზე მეტად სჭირდება.

– ხატია, რას გულისხმობს მულტისტეკი და რა პრინციპით შეარჩიეთ მულტისტეკ სპიკერები?

ხატია ხოსროშვილი, მულტისტეკ სკოლის თანადამფუძნებელი: მულტისტეკი გულისხმობს მრავალდასტიან, მრავალპროფილურ აზროვნებას. სპიკერები შევარჩიეთ იმ პრინციპით რომ ისინი ყოფილიყვნენ საინტერესო პიროვნებები, რომლებიც არიან რეალიზებულები თავის საქმეში, არიან მულტისტიკერები, ანუ აქვთ მრავალფოლდერიანი აზროვნება და განვითარება.

ისინი მოზარდებს უზიარებენ თავიანთ პროფესიულ და პირად ცოდნასა და გამოცდილებას. ვირჩევთ თემებს და ამ თემის ირგვლივ ჩვენი მსმენელი იწყებს ვარჯიშს აზროვნებაში.

გვანცა ბარაბაძე მულტისტეკ სკოლის ერთ-ერთი სპიკერი გახლავთ იმ ოცდახუთი სპიკერიდან, რომლებიც თქვენი შვილების სულიერ და გონებრივ განვითარებაზე იზრუნებენ.

გვანცა ბარაბაძე: საკუთარი თავის მართვა და საკუთარი თავის ლიდერობა, ეს არის იმ უნარების ნაკრები, რომელიც დღეს ძალიან მოთხოვნადი და აუცილებელია. იმდენი რამ შეიცვალა დღეს ჩვენს ირგვლივ და იმდენად კომპლექსურ სამყაროში ვცხოვრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ვმართოთ საკუთარი თავი, იმისათვის რომ ნებისმიერი მიმართულებით მივიღოთ შედეგები. საკუთარი თავის მართვაში მოიაზრება ფიქრების, ემოციებისა და ქცევის მართვა. ფიქრები არის ის, რაც დიდ გავლენას ახდენს ჩვენს შინაგან მდგომარეობაზე და მერე ჩვენს ქცევაზე.

ჩვენი ფიქრის სისტემა შეგვიძლია ორ ნაწილად გავყოთ. ერთს პირობითად შეგვიძლია დავარქვათ მაყურებელი, ანუ როდესაც პასიური ხარ შენს ცხოვრებაში, დამკვირვებელი ხარ, მხოლოდ აკვირდები, აქტიურ მონაწილეობას არ იღებ, თითქოს ცხოვრება არის ის, რაც გემართება, რაც შენგან დამოუკიდებლად ხდება. ბევრი რამე შეიძლება არ მოგწონდეს მაგრამ რეალურად არაფერს აკეთებ იმისთვის, რომ სასურველი შედეგები მიიღო.

მეორე ფიქრით სისტემას შემოქმედს ვეძახით. როცა პასუხისმგებლობა აიღე შენს ცხოვრებაზე და იწყებ ფიქრს, რა შემიძლია გავაკეთო იმისთვის რომ ჩემთვის სასურველი შედეგები მივიღო. ბევრი ელემენტი შეიძლება გვაბრკოლებდეს.

ფიქრებთან კავშირში არის ასევე შინაგანი რწმუნებულებები, რაც ადამიანებს გვიყალიბდება ჩვენი წარსული გამოცდილების შედეგად. ხშირად გამიგია ასეთი შემზღუდველი რწმუნებულებები, “ფინანსურად შეძლებული უნდა იყო იმისთვის რომ წარმატებას მიაღწიო”, “განსაკუთრებულ ოჯახში უნდა იყო დაბადებული”, “კონკრეტული განათლება უნდა გქონდეს”. დავიჯერე და შემდეგ ამ რწმუნებულების გავლენით ვიქცევი და არა რეალურად ჩემი შინაგანი შესაძლებლობების და პოტენციალის გავლენით.

ერთის მხრივ ეს გავლენას ახდენს, მაგრამ მეორეს მხრივ თითოეულ ჩვენთაგანში არის საკმარისი რესურსი იმისათვის რომ სასურველ შედეგებს მივაღწიოთ. სურვილი შემთხვევით არ გვიჩნდება, თუ მე სურვილი გამიჩნდა, ეს ნიშნავს რომ იმის მიღწევის რესურსიც გამაჩნია. ამ დროს შემზღუდველი რწმუნებულებები ამბობს რომ არა, ეგ არ გამოგივა, იმიტომ რომ… და რაღაც მიზეზები.

ფიქრების სისტემის მართვა გულისხმობს რომ ვიპოვო ვიცნო და გავთავისუფლდე ამ ყველაფრისგან.

შემდეგი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ემოციების მართვა. ემოციები არის ჩვენი ბიოლოგიური მექანიზმი, ჩვენ მასთან ურთიერთობა უნდა ვისწავლოთ. სამწუხაროდ ხშირად ისე ხდება რომ ჩვენ არ ვიცით ემოციების ენა. თუ ეს ემოციების ენა არ ვისწავლე, დგება გარკვეული ემოციური მდგომარეობა და მე ამ დროს არ ვიცი რა ხდება ჩემს თავს. გაბრაზებული ვარ და არ ვიცი რომ თურმე გაბრაზებული ვარ, სევდიანი ვარ და არ ვიცი რომ ეს არის სევდა. ცნობა მიჭირს. შესაბამისად ვერ ვმართავ იმას, რასაც ჯერ ვერ ვცნობ.

მულტისტეკის ინიციატივა მე პირადად იმიტომ მომწონს და იმიტომ ჩავერთე სიამოვნებით ამ პროექტში, როგორც სპიკერი, რომ დავეხმაროთ მოზარდებს საკუთარ თავზე მუშაობის დაწყებაში. იდეალური შემთხვევაა როცა მათ ამ ყველაფერზე ბავშვობიდან აწოდებ ინფორმაციას. ემოციების მართვა და მერე მასზე სახელის დარქმევა ასე უფრო ადვილად ხდება.

მულტისტეკ სკოლის 25 სპიკერი, მე 10-ე აუდიტორიის ფერად სივრცეში მოზარდებთან ერთად დიდი აღმოჩენების და საკუთარი თავის ახლიდან შეცნობის გზას დაადგება.

სხვათაშორის, #10Talk-ის შემდეგ ნაკადზე უკვე თავად შეგიძლია სასურველი სპიკერის არჩევა.

👉🏻 გადადი ბმულზე და ისარგებლე სპეციალური შეთავაზებით: https://bit.ly/3rKgO19

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გადადით ლინკზე: https://www.facebook.com/me10auditoria

0 კომენტარი
3

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი

ankara escort