ადამიანები ასე ცდილობენ სევდას გაექცნენ: მიდიან სოფლებში, სანაპიროებსა და მაღალ მთებში.. თუმცა სისულელეა, შეიძლება ნებისმიერ დროს გაექცეთ სევდას, მაგრამ არა სადმე გაქცევით, არამედ სულის მოვლით და სრულყოფით.
განა შეიძლება არსებობდეს მეტად მშვიდი და თავისუფალი ადგილი, ვიდრე სულია?
თუ სხვის სულში არ დაძვრებით, შეიძლება სევდასაც ვერსად წააწყდეთ, მაგრამ თუ არ იცით თქვენში რა ხდება, როგორ იქნებით ბედნიერი?
გაწმინდეთ თქვენი სული ყოველგვარი სიბინძურისგან, დასძლიეთ სიბრაზე და სიძულვილი – მხოლოდ ასე შეიძლება აბსოლუტური სიმტკიცის მიღწევა.
საგნები რომლებზეც ფიქრობთ, თქვენი აზროვნების ხარისხს განსაზღვრავენ. სულიც თქვენი ფიქრების ფერებს ირეკლავს.
და თუ ბედისწერა მორიგ განსაცდელს შეგახვედრებთ, ნუ დაკარგავთ იმედს – დაუბრუნდით საკუთარ თავს. აბსოლუტურ ჰარმონიას მაშინ შეიგრძნობთ, როცა სულის რიტმს აჰყვებით..
მარკუს ავრელიუსი
1 კომენტარი
განა სოპელიარი მიზეზი გამორიცხულიამე არა ვარ საგნებისმსხვერპლი და არც საგნებით ვაპასებპიროვნებას