fbpx

ნიკო ლორთქიფანიძე – „მონა“

ავტორი ჟოლო
2.1K ნახვა

ჯვარედინ გზაზე ისმის:

– გასწორდი წელში; ასწიე მაღლა, ამაყად თავი; მოიღერე კისერი; თავისუფლება მიეც გულ-მკერდს – ჰსუნთქე მსუბუქი ჰაერი; ნუ ჩამოგიშვია ცხვირი; დაიჭირე მზის სხივები, მიაპყარ სმენა გალობას, დასტკბი ვარდთა ჰნოსვით!
– მე მონა ვარ!..
– რა ვუყოთ! იბრძოლე! განთავისფულდები…
– მე სუსტი ვარ…
– თავისუფლების სიყვარული მოგცემს მოსეს კვერთხს და დავითის შურდულს…
– არ მაქვს იმედი…
– არაფერია, ბრძოლაში იმედიც იბადება.
– მეშინია უარესის…
– მონობაზე უარესი რაღა იქნება?
– სიკვდილი… შიმშილი…
….
– მონა ხარ მართლაც, ჭეშმარიტად მონა… ნაკლებად საცოდავი, ვიდრე საზიზღარი.

1916 წ

წყარო: https://burus

მსგავსი სტატიები

Leave a Comment