ხანდახან გვეჩვენება, რომ გარშემომყოფებს არ ესმით, თუ რამდენად კარგი ადამიანი ვართ, ვერ ამჩნევენ ჩვენს ღირსებებს. რა არის ამის მიზეზი?
იქნებ ის, რომ სინამდვილეში ეს ასე არ არის? იქნებ არც გვაქვს არანაირი ღირსებები? ან შეიძლება ადამიანებს არ აქვთ უნარი შეამჩნიონ ისინი?
ახლა მე ადამიანებში ძირითადად მხოლოდ კარგს ვხედავ. ოღონდ, ყოველთვის კი არ ვიყავი ასეთი. თუნდაც ერთი წლის წინ. მაგრამ შემდეგ ჩემში რაღაც შეიცვალა და მე დავიწყე ადამიანებში უმეტეს შემთხვევაში კარგის დანახვა. უფრო მეტიც, მე შევამჩნიე, რომ ჩემს გვერდით ადამიანები ისხნებიან და ავლენენ ყველაფერს საუკეთესოს, რაც მათშია.
ადამიანები ყველაფერს ხედავენ. ისინი ხედავენ იმასაც თუ როგორი კარგი პიროვნება ხართ სინამდვილეში. მაგრამ არ სურთ თქვენი საუკეთესო თვისებების შემჩნევა და აღიარება.
თუ ისინი აღიარებენ, რომ თქვენ სინამდვილეში ძალიან კარგი ადამიანი ხართ, რომ თქვენ შეიძლება ბევრად უკეთესი ხართ ვიდრე თვითონ, მაშინ მოუწევთ თვითონაც შეიცვალონ უკეთესობისაკენ, რომ თქვენი ღირსნი გახდნენ.
მაგრამ ამას ხომ საკუთარ თავზე მუშაობა დასჭირდება. და რომ არ გამოუვიდეთ? ამიტომ უმჯობესია არ შეამჩნიონ თქვენი ღირსებები. ჯობია ეცადონ თქვენს პროვოცირებას, რომ რაც შეიძლება მეტი ნაკლოვანებები გამოაჩინოთ. მათთვის ასე უფრო ადვილია.
ადამიანებისთვის უფრო ადვილია განაწყენება, ჩვენება იმისი რომ თქვენ მათი რაიმე გმართებთ. სწორედ წყენისა და სამართლიანობის გრძნობების მეშვეობით ისინი უფრო მარტივად იღებენ თქვენგან იმას, რაც სურთ. ასეთ დროს ხომ მათ არ უწევთ საკუთარ თავზე ძალის დატანება, რომ შეიცვალონ უკეთესობისაკენ და ამოვიდნენ ტალახიდან, რათა თქვენ გაგიტოლდნენ. მათთვის შედარებით უფრო ადვილია თქვენც ტალახში ჩაგითრიონ.
საერთოდ, ეს ყველაფერი თამაშია, სანამ თქვენ ჩართული ხართ ამ თამაში, ყველაფერი ასეც იქნება. მაგრამ რაღაც მომენტში გრძნობთ, რომ შეგიძლიათ იცხოვროთ სხვანაირად და გსურთ თავი დაანებოთ იმ თამაშს რომელიც სხვებმა მოგახვიეს თავზე. ამ თამაშს ჰქვია: „ტალახი თუ ოქრო?“
მისი არსი მდგომარეობს შემდეგში: ადამიანი ყოველთვის თან დაათრევს ორ ტომარას, რომელთაგან ერთში ოქროა, მეორეში კი ტალახი. და ვისაც რა უფრო მეტი აქვს, იმას უზიარებს სხვებს.
დავუკვირდეთ, როგორ მიდის ადამიანების ურთიერთობა.
ხვდება ერთმანეთს ორი ადამიანი და ერთი ეკითხება მეორეს – როგორ ხარ?
მეორე ამბობს: „ერთი წუთით, მოიცა“ – იღებს იმ ტომარას, რომელიც უფრო დიდია და იწყებს იმის გაზიარებას, რაც მასში აქვს. უმრავლეს შემთხვევაში ეს სწორედ ის არის, რისი გაზიარებაც არ ეზარებათ.
ის იღებს ტალახს ტომრიდან და იწყებს პირველის მოთხვრას ამ ტალახით: „ოჯახშიცუდად ვართ, სამსახურში– კიდევ უარესად“ და ა.შ.
პირველი იღებს თავის ტომარას და ამბობს: “მოიცა, შენ ჯერ ჩემი ტალახის სიმყრალეარ გიგემია“ და იწყებს თავისი ტალახით მეორის მოთხვრას.
ასე არის მიღებული. ასეც ურთიერთობენ.
მაგრამ რა მოხდება თუ ერთ–ერთი დაიწყებს ტალახის ნაცვლად ოქროების გაზიარებას?
იმისთვის, რომელიც ტალახს ისვრის, ეს ყველაფერი გახდება უინტერესო და თავისი გზით წავა, ან, თუ სურს დარჩეს თქვენთან, მაშინ თავის ტალახიან ტომარასაც ოქროს ტომრით შეცვლის და დაიწყებს თვითონაც ოქროს გაზიარებას.
მაგრამ თუ თქვენ არ გეყოფათ მოთმინება, როცა თანამოსაუბრე დააძრობს ტალახიან ტომარას და იგივეთი უასუხებთ, მაშინ დამარცხებისთვის ხართ განწირული. თამაში როგორც არ უნდა გაგრძელდეს, შედეგი ერთი და იგივეა – თქვენ რჩებით ტალახშიმოთხვრილი, ამასთან უკვე ვერც გაარჩევ – მოწინააღმდეგის, თუ საკუთარში.
ამიტომ, ყოველთვის ეცადეთ სხვებს მხოლოდ ოქრო გაუზიაროთ და თქვენს გარშემო თანდათან ანალოგიური ოქროსტომრიანი ადამიანები შეიკრიბებიან.
როცა თქვენ წარმოაჩენთ თქვენს საუკეთესო თვისებებს და გარშემომყოფებს უზიარებთ, ამით მათაც ეხმარებით, რომ გაიხსნან. ზოგიერთებისთვის ეს შეიძლება უინტერესო ან/და მიუღებელი აღმოჩნდეს და ისინი წავიდენ თქვენგან, შეიძლება სამუდამოდაც, მაგრამ მათ მაგივრად მოვლენ სხვები, რომლებიც სინამდვილეში გჭირდებოდათ…
ჩვენ ჯერ გავცემთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვღებულობთ. უმრავლესობა გაცემას აღიქვამს როგორც დანაკარგს და უკან ითხოვს იმის ზუსტ ასლს რაც გასცა.
ნუ გეშინიათ იყო გულწრფელი. უნდა ისწავლოთ სიმართლის თქმა ყოველგვარი თავის მართლებისა და დადანაშაულების გარეშე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.ბავშვებს შეუძლიათ ამის კეთება. ამიტომაც ბავშვები ყველას უყვარს.
და ბავშვებიც მუდამ ოქროს აფრქვევენ ირგვლივ…
სიყვარულით და პატივისცემით, ხვიჩა მებონია
წყარო: http://vladimir-fay.ru
http://mebonia.com/warmatebis-fsiqologia/oqro-tu-nagavi-anu-vin-ras