fbpx

2 ეფექტური მეთოდი ნებისმიერი ამოცანის გადასაჭრელად

ავტორი ჟოლო
1.9K ნახვა

როცა ჩვენ გვინდა გადავჭრათ რაიმე ცხოვრებისეული ამოცანა, ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ მოვამზადებთ საკუთარ ტვინს ამ ამოცანის ამოხსნაზე სამუშაოდ.

ამ სტატიაიდან კი გაიგებთ, ორ ძალიან ეფექტურ მეთოდს, რომლებიც აადვილებენ ნებისმიერი ამოცანის გადაჭრას. ისინი შეიძლება მოგეჩვენოთ ძალიან მარტივად, მაგრამ სწორედ ამ სიმარტივეშია მათი გენიალურობა. გამოიყენეთ ისინი და ნახავთ რამდენად  ეფექტურად მუშაობენ.

მაშ ასე, პირველი ეს არის

„წერილობითი ფორმულირების მეთოდი“

მისი არსი მდგომარეობს შემდეგში: სანამ რომელიმე ამოცანის გადაწყვეტაზე დაიწყებთ ფიქრს, აიღეთ ფურცელი და ჩაიწერეთ ეს ამოცანა. თუნდაც ერთი ფრაზა, ერთი სიტყვაც იყოს, ოღონდ ჩაიწერეთ ფურცელზე.

მაგალითად თქვენ მოგივიდათ კონფლიქტი კოლეგასთან სამსახურში. თქვენ მეგობრობდით ადრე, მაგრამ ახლა დაგეძაბათ ურთიერთობა. არადა ეს უკვე ძალიან გაწუხებთ და გინდათ რამენაირად გადაჭრა ეს პრობლემა.

ასეთ შემთხვევაში ამოცანის ფორმულირება შეიძლება შემდეგნაირდ: „კოლეგასთან (სახელი) მეგობრული ურთიერთობის აღდგენა“

ამოცანის წერილობით ფორმულირებას გააჩნია შემდეგი აზრი. ტვინს აქვს მიდრეკილება ყურადღების გადართვისკენ. ამიტომ აზრები მუდმივად გარბიან იმისგან რის გაკეთებასაც ჩვენ ვაპირებთ. ხშირად ადამიანი ამოცანას ვერ ხსნის არა იმიტომ, რომ სულელია, არამედ იმიტომ რომ ვერ ახერხებს მასზე ფოკუსირებას.

სწორედ ამაში მდგომარეობს ამ მეთოდის მაგიური ძალა. უბრალო ფრაზა ქაღალდის ფურცელზე დაწერილი,  რომელიც ყოველწამს თვალწინ გვექნება არ მისცემს აზროვნებას საშუალებას გადაუხვიოს თემიდან. ის ყოველთვის აბრუნებს ჩვენს ფიქრებს მთავარ თემასთან.

ზოგჯერ ისიც ხდება, რომ ამოცანის წერილობითი ფორმულირების ურალოდ გადახედვასაც კი მივყავართ ამოხსნამდე.

მოკლედ, წერილობითი ფორმულირების მეთოდი ეფექტურია იმიტომ რომ ამაღლებს კონცენტრაციას.  კონცენტრაცია კი სწორედ ის არის, რითიც გამოირჩევა ეფექტური აზროვნება არაეფექტურისგან.

თუ ადამიანს აზროვნება გაფანტული აქვს, მას არ შეუძლია ამოხსნას რაიმე სახის სერიოზული ამოცანა, იმიტომ რომ ასეთ დროს მას აზრები მუდმივად განზე გაურბის. შედეგად ბუნდოვანი ხდება ამოცანის ხედვა.

ბუნდოვანი ცოდნა კი არაფერს არ იძლევა. მას მხოლოდ შეუძლია შეცდომაში შეგვიყვანოს.

მაგალითად,  ადამიანთა უმრავლესობას, რაიმე სიახლესთან და გაუგებართან შეჯახებისას შიში იპყრობს და ამბობს:

ეს რთულია! მე ეს არ მესმის! მე არ მაქვს ამის უნარი!

ეს კი შეცდომაა. ნებისმიერი ცოდნა დასაწყისისთვის ბუნდოვანი და გაუგებარია. ეს ნორმალურია. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გავჩერდეთ. არანაირ ცოდნაში არ არის არანაირი სირთულე. მთავარია ვიცოდეთ როგორ მივუდგენთ მას.

და აი სწორედ აქ შეგვიძლია გამოვიყენოთ კიდევ ერთი ძალზე ეფექტური მეთოდი „საყრდენი ფაქტების მეთოდი“

მეთოდი „საყრდენი ფაქტები“

მისი არსი მდგომარეობს შემდეგში: იმისთვის რომ შევწყვიტოთ ფიქრებით უაზრო ხეტიალი, საჭიროა აზროვნება დავიწყოთ იმ საგნებიდან, რომლებიც ჩვენთვის აბსოლუტურად ნათელია, რომლებსაც შეგვიძლია დავეყრდნოთ.

სხვათაშორის ამ მეთოდს ხშირად იყენებენ დეტექტივების ავტორები. ნებისმიერ დეტექტიურ ფილმში თუ წიგნში ყოველთვის გამოჩნდება საზრიანი გამომძიებელი, რომელიც გარკვეული მომენტში ამბობს:

მოდით, განვიხილოთ ფაქტები.

აი, ეს მეთოდი გამოვიყენოთ ჩვენც- გამოვყოთ ზუსტი და ნათელი ფაქტები ბუნდოვანი მსჯელობებიდან.

ამისთვის, საჭიროა ამოვწეროთ პატარა ფურცლებზე ცალ-ცალკე ის ფაქტები, რომლებიც ჩვენთვის აშკარა და ცხადია.

მაგალითად, ზემოთ მოყვანილ შემთხვევაში ფაქტები შეიძლება ჩამოიწეროს შემდეგი: სახეზეა ორი ადამიანი და კონფლიქტი.  ერთ ფურცელზე შეგვიძლია დავწეროთ „მე“, მეორეზე კოლეგის სახელი, მესამე „კონფლიქტი“ ან „დაძაბული ურთიერთობა“. თუ თქვენს შორის მომხდარ კონფლიქტში გარეულია ვინმე მესამე პირი, ან რაიმე ქონება, ან ფინანსები ჩაწერეთ ისინიც ცალკე ფურცლებზე. ასევე შეგიძლიათ ცალ-ცალკე ფურცლებზე ჩამოწეროთ მისი ასაკი, ოჯახური მდგომარეობა, ჰობი და ა.შ. ანუ ყველაფერი რაც კავშირშია. თქვენთან. რომელიმემ ამ ფაქტებიდან შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს თქვენი ამოცანის ამოხსნის გასაღების პოვნაში.

და რაც უფრო რთულია ამოცანა, მით უფრო მეტი უნდა იყოს ფურცელი ფაქტებით.

ცალ-ცალკე ფურცლები საჭიროა იმისთვის, რომ მათთან ითამაშოთ: გადააწყო და გადმოაწყო სხვადსხვანაირად. ასეთმა თამაშმა შეიძლება ფაქტებს შორის განსხვავებული კავშირები დაგანახოთ, რამაც თავის მხრივ შესაძლოა გიბიძგოთ რაღაც კონკრეტული გადაწყვეტისკენ, მოგაწოდოთ რაიმე იდეები.

მართალია, ფაქტების ჩაწერა ჯერ კიდევ არ არის აზროვნების პროცესი, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამოცანის  ამოხსნისკენ მიმავალ გზაზე.

ამიტომ მოდით ახლა ჩვენ გავაკეთოთ პრაქტიკულად ის რაზეც ამ სტატიაში ვისაუბრეთ. ანუ გადავდგათ პირველი პრაქტიკული ნაბიჯი შემდგომი სავარჯიშოს სახით.

სავარჯიშო — აზროვნებისთვის მომზადება

1) შეარჩიეთ ერთი რომელიმე ამოცანა (პრობლემა) რომელიც აქტუალურია თქვენთვის მიმდინარე მომენტისთვის და მოახდინეთ მისი წერილობითი ფორმულირება.

დასაწყისითვის სასურველია ამოცანა იყოს რაიმე შედარებით მსუბუქი ან საშუალო დონის. მხოლოდ მას შემდეგ რაც გაიწაფებით, შეგიძლიათ თანდათანობით გაართულოთ.

2) ამოწერეთ პატარა ფურცლებზე ცალ-ცალკე ის ფაქტები, რომლებიც თქვენთვის სავსებით აშკარა და ცხადია.

შეასრულეთ ეს სავარჯიშოები და მიიღეთ სასურველი შედეგი. 

ხვიჩა მებონია 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment