რისკების შეფასების ვებაპლიკაცია, გახლავთ ინოვაცია ქართულ ბაზარზე, რომელიც შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის არის განკუთვნილი და მათ სამუშაო პროცესს უადვილებს. საქართველოში, მისი დამფუძნებელი ახალგაზრდა იურისტი გიორგი დევდარიანია, რომლის კომპანიაც თი ეს ემი დაინტერესებულ პირებს, საიტზე www.tsm-app.ge რეგისტრაციას და ერთი კვირის განმავლობაში უფასოდ ვებ-აპლიკაციის დემო ვერსიით სარგებლობას სთავაზობს. ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ქვემოთ მოგახსენებთ. მანამდე კი კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემას გვინდა შევეხოთ, – ეს დასაქმებულთა უფლებებია.
გსმენიათ რამე ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებაზე?
დამსაქმებლის ვალდებულებებზე?
ხელშეკრულების შეწყვეტისას სავალდებულო კომპენსაციაზე?
შრომის უსაფრთხოების ინსტრუქტაჟებსა და სახელმძღვანელოებზე?
ან შრომითი ხელშეკრულების იმ პირობებსა და უფლებებზე, რომლებსაც კანონი ითვალისწინებს?
სამწუხაროდ, ბევრმა დასაქმებულმა საკუთარი უფლებების შესახებ თითქმის არაფერი იცის. გიორგი დევდარიანს კომპანია „თიესემის“ დაარსება და ამით ადამიანების დახმარება საკუთარმა პროფესიამ და საქმიანობამ გადააწყვეტინა. პროფესიით იურისტი, სამართლის მაგისტრი, ადვოკატი და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი წლების განმავლობაში საჯარო სამსახურში იურისტად მუშაობდა.
როგორც გიორგისგან ირკვევა, დასაქმებულები ძირითადად პრობლემის არსის არცოდნის გამო ზარალდებიან და შრომის დაუფასებლობის შედეგად გამოწვეული სავალალო შემთხვევებიც სწორედ ამას უკავშირდება.

გიორგი დევდარიანი: როგორც იურისტი, 2018 წლიდან აქტიურად ვარ ჩართული შრომით დავებში – კონსულტაციას ვუწევ დაზარალებულებს შრომითი უფლებების დარღვევის საქმეებში და მათ სასამართლო პროცესებზე წარმოვადგენ.
– თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, გვითხარით, რა მიმართულებით ირღვევა შრომის უფლებები და ძირითადად რა საკითხებზეა დავა?
– საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ხშირია ზეგანაკვეთური სამუშაოს აუნაზღაურებლობის ფაქტები. დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების დადების დროს განსაზღვროს ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების პირობები. ხშირ შემთხვევებში ასეთი პირობები ხელშეკრულებაში არ დევს, ან დევს და არ სრულდება. ასევე, გვხვდება ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობაზე უარის თქმის ფაქტებიც.
დამსაქმებლების მხრიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესის დარღვევის შემთხვევებიც ხშირია. ზოგჯერ დასაქმებულს განთავისუფლების მიზეზად ერთ გარემოებას უსახელებენ, წერილობითი განმარტებისას კი დოკუმენტში სხვა მიზეზია მოყვანილი ან საერთოდ არ განუმარტავენ, რაც შრომის კოდექსის უხეში დარღვევაა. ასევე, ხშირია ხელშეკრულების შეწყვეტისას კანონით გათვალისწინებული, სავალდებულო, კომპენსაციის გადაუხდელობის შემთხვევებიც.
– როგორც ვიცი, კომპანიის დაფუძნებაც ამან გადაგაწყვეტინათ.
– დიახ, „თიესემი“ გასულ წელს დავაფუძნე. კომპანიის დაფუძნების მიზანი გახლდათ შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი ურთიერთობის სფეროში არსებულ გამოწვევებზე პასუხის გაცემა და ამ სფეროების განვითარებაში წვლილის შეტანის სურვილი.
– თუ შეიძლება, უფრო კონკრეტულად გვიამბეთ თქვენი კომპანიის საქმიანობის შესახებ.
– T S M • თი ეს ემი იცავს დასაქმებულთა შრომის უფლებებს და წარმოადგენს მათ შრომით დავებში. გარდა ამისა, დაინტერესებულ კომპანიებს ვთავაზობთ მათი საქმიანობისთვის საჭირო მანქანა-დანადგარების ექსპლუატაციის სახელმძღვანელოების თარგმნას და აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების გათვალისწინებით, დასაქმებულებისთვის ვადგენთ შრომის უსაფრთხოების ინსტრუქტაჟებსა და სახელმძღვანელოებს.
დღესდღეობით მომწოდებელი მომხმარებელს არ სთავაზობს სხვადასხვა დანადგარის ექსპლუატაციის სახელმძღვანელოების ქართულ ვერსიებს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამა თუ იმ ტექნიკის უსაფრთხო ოპერირებისთვის.

თი ეს ემი მომხმარებელს, ასევე, სთავაზობს ქართული ბაზრისთვის ინოვაციურ მომსახურებას. კერძოდ, შევქმენით სამუშაო სივრცეში რისკების შეფასების ვებაპლიკაცია. ეს გახლავთ დამხმარე ციფრული პლატფორმა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტისთვის. ჩვენს ვებაპლიკაციაში ინტეგრირებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის „სამუშაო სივრცეში რისკების შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბრძანების დანართში არსებული ცხრილი, რომელიც უნიკალური სახით შევთავაზეთ მომხმარებელს. „თიესემის“ ვებაპლიკაციით გადავჭერით გარკვეული პრობლემები, რომლებიც სამუშაო სივრცეში რისკების შეფასების პროცესს უკავშირდება.
– კერძოდ, რა პრობლემების გადაჭრაა შესაძლებელი ვებაპლიკაციის საშუალებით?
– მაგალითს მოგიყვანთ: მშენებლობაზე, როგორც წესი, არ არის საშუალებები და პირობები, რაც საჭიროა რისკების შეფასების პროცესის სრულყოფილად წარსამართად. ვგულისხმობ სამუშაო სივრცეს, ინტერნეტსა და პერსონალურ კომპიუტერს. ასეთ შემთხვევაში რისკების შეფასებაზე პასუხისმგებელი პირი იძულებულია, ობიექტზე ცხრილები მატერიალური სახით ატაროს და კალმით შეავსოს, რაც, დამეთანხმებით, მოუხერხებელი და არაპრაქტიკულია. გარდა ამისა, რისკების შეფასების ფორმაზე კანონით სავალდებულოა საფრთხის ამსახველი ფოტომასალის დართვა, რაც ასეთ პირობებში შეუძლებელია. „თიესემის“ აპლიკაციამ ეს პრობლემა სრულად გადაჭრა. კერძოდ, უამრავ სპეციალისტს დღეს უკვე აქვს შესაძლებლობა, მობილური ტელეფონის საშუალებით გამოიყენოს ჩვენი აპლიკაცია, რისკების შეფასების პროცესი მისთვის მოსახერხებელი ფორმით წარმართოს, დაზოგოს დრო და აპლიკაციაში ინტეგრირებული ფუნქციონალების მეშვეობით ეს პროცესი გაამარტივოს. ჩვენი აპლიკაციის დახმარებით ცხრილზე სურათის მიბმა ღილაკზე ერთი დაწკაპუნებითაა შესაძლებელი, მობილურში/კომპიუტერში არსებული ფოტოალბომიდან სურათის არჩევით. აქვე აღვნიშნავ, რომ ვებაპლიკაციით სარგებლობა შეუძლიათ როგორც სმარტფონის, ისე ტაბლეტისა და პერსონალური კომპიუტერის/ლეპტოპის მომხმარებლებსაც.
მიმაჩნია, რომ სამუშაო სივრცეში დასაქმებულთა უფლებებისა და ჯანმრთელობის დაცვა მხოლოდ სახელმწიფოს საზრუნავი არ უნდა იყოს, რომელმაც რიგი საკანონმდებლო აქტების მიღებით დაცვის უამრავი ახალი გარანტი შეუქმნა დასაქმებულს. საჭიროა, კერძო სექტორმაც გამოიჩინოს ინიციატივა და საკუთარი რესურსებითაც გაუმკლავდეს ამ სფეროში არსებულ გამოწვევებს.
„თიესემის“ ვებაპლიკაციას ქართულ ბაზარზე ანალოგი არ გააჩნია. მის შესაქმნელად გამოყენებულია ბრიტანული და ამერიკული მოდელები, რომლებიც დაიხვეწა და ადგილობრივი მომხმარებლის მოთხოვნებს მოერგო.
აქვე აღვნიშნავ, რომ თი ეს ემის ვებაპლიკაციაში გამოყენებული ცხრილი სრულ თანხვედრაშია კანონმდებლობასთან.
– გვითხარით, ვინ არიან თქვენი მომხმარებლები?
– ორგანიზაციები და ფიზიკური პირები, რომლებსაც სამუშაო სივრცეში უმაღლეს დონეზე აქვთ განვითარებული შრომის უსაფრთხოებისა და რისკების შეფასების სისტემა ან ამ მიზნისკენ ისწრაფვიან. ჩვენი მომხმარებლების ჯგუფი ერთი პროფესიისა და თანამდებობის პირებით არ შემოიფარგლება. ორგანიზაციებში, სადაც შრომის უსაფრთხოება პრიორიტეტია, რისკების შეფასების პროცესში სამსახურის ყველა რგოლია ჩართული. შესაბამისად, ჩვენს აპლიკაციას იყენებენ ორგანიზაციების დირექტორები, ტოპმენეჯერები და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები.

– როგორც ვნახე, საიტზე www.tsm-app.ge შესაძლებელია წინასწარ დარეგისტრირება და ერთი კვირის განმავლობაში საცდელი ვერსიით სარგებლობა. რა სარგებელს იღებს ამით მომხმარებელი?
– რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. რეგისტრაციის დასრულებისთანავე მომხმარებელს უაქტიურდება ერთკვირიანი უფასო საცდელი ვერსია, რათა უკეთ გაეცნოს აპლიკაციის ფუნქციონალებს და ამ ვადის ამოწურვის შემდეგ დაუბრკოლებლად შეძლოს ვებაპლიკაციით სარგებლობა. იმისთვის, რომ ვებაპლიკაციით სარგებლობა უფრო გაგვემარტივებინა, ჩავწერეთ ვებაპლიკაციით სარგებლობის ვიდეოინსტრუქცია, რომელიც მომხმარებლის ყველა შესაძლო კითხვას უპასუხებს.
– საიტზე რამდენიმე სახის პაკეტი გვხვდება? იქნებ უფრო დაწვრილებით გვესაუბროთ მათ შესახებ.
– 4 სამომხმარებლო პაკეტიდან მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ერთ-ერთი:
1. Basic – შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, დაარეგისტრიროს 1 ობიექტი;
2. Standard – შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, დაარეგისტრიროს მაქსიმუმ 5 ობიექტი;
3. Premium – შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, დაარეგისტრიროს მაქსიმუმ 10 ობიექტი.
4. Unlimited – შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, ობიექტები შეუზღუდავი რაოდენობით დაარეგისტრიროს.
– როგორია გადახდის პირობები?
მომხმარებელს პაკეტის საფასურის გადახდა საიტზე ინტეგრირებული ელექტრონული კომერციის სისტემის მეშვეობით შეუძლია, რომელიც საშუალებას აძლევს, საბანკო ბარათის მონაცემების მითითებით განახორციელოს ტრანსაქცია. გარდა ამისა, გადარიცხვა ინტერნეტბანკის მეშვეობითაცაა შესაძლებელი. თითოეული პაკეტის მოქმედების ვადა 1 თვეა.
– რაიმე გაუგებრობის ან დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია, მომხმარებელმა კონსულტაცია გაიაროს თქვენი კომპანიის წარმომადგენელთან?
– დიახ, ჩვენს ვებგვერდზე www.tsm-app.ge გააქტიურებულია ფეისბუკის მესინჯერის ფანჯარა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეუძლია, ნებისმიერ დროს მოგვამართოს. შეკითხვების გამოგზავნა ასევე, შესაძლებელია ჩვენს ფეისბუკგვერდზე T S M • თი ეს ემი (https://www.facebook.com/TSMGEORGIA) და ელექტრონულ ფოსტაზე: tiesemi@gmail.com.
კომპანია ყოველდღიურად ზრუნავს პროგრამის ფუნქციონალების გაზრდაზე და ეტაპობრივად, მომხმარებელს ვებაპლიკაციის განახლებულ ვერსიებს შევთავაზებთ. ყოველი ახალი განახლების თაობაზე მომხმარებელს ჩვენი ფეისბუკგვერდის საშუალებით შევატყობინებთ.