fbpx

“ფულს შინაგანად ბედნიერი ადამიანი იზიდავს” – ნინო კანდელაკი

ავტორი ჟოლო
376 ნახვა

ზოგი ამბობს „მე ფულს არ ვუყვარვარ“, „ფული ხელის ჭუჭყია“, „მდიდრები ცუდები არიან“, „ფული აფუჭებს ადამიანს“ – ეს არაჯანსაღი რწმენა-წარმოდგენებია და რთული გადასალახია ბევრისთვის.

ჩვენ ვიცით, რომ ფული არის ენერგია. ხშირად გვეკითხებიან რა ენერგიაა ეს? პასუხი მარტივია, ეს არის ჩვენი ფიქრის და აზრის ენერგია. სიღარიბეც და სიმდიდრეც ჩვენს თავშია. ამიტომ მნიშვნელოვანია, თუ რას ვეუბნებით ჩვენს თავს, როგორ შთავაგონებთ, რა სიტყვებს და ფრაზებს ვიყენებთ ფულთან დაკავშირებით…

როცა ადამიანი თვლის, რომ ის არ არის გამდიდრების ღირსი, მას ეს არ დაუმსახურებია, ეს მოქმედებს მის ფინანსურ მდგომარეობაზე. ამ რწმუნებულებების შესაცვლელად და შთაგონებისთვის კარგია აფირმაციები, ანუ ჯანსაღი აზრები, რომლებსაც მუდმივად იმეორებ, განსაკუთრებით დილას ახალგაღვიძებულზე. მაგალითად, არის ერთი ასეთი აფირმაცია – „მე ყველაფერი საუკეთესოს ღირსი ვარ, იმიტომ რომ ვარსებობ.“’ ანუ შენ რომ მოხვედი ამ ქვეყანაზე, უკვე საუკეთესოს იმსახურებ, ისევე როგორც ყველა ადამიანი.  მაგრამ ჩვენზე ხომ მოქმედებს ბავშვობის ტრავმვები, სტრესები, ეს გვიყალიბებს საკუთარ თავზე შემზღუდველ რწმენა-წარმოდგენებს, რომელიც ძალიან გვზღუდავს.

ეს შემზღუდველი აზრები შეიძლება გაჩნდეს ბავშვობაში, ან მშობლისგან, ან მეზობლისგან, ან ბებია ბაბუა რაღაცას იტყვის და ბავშვის არაცნობიერში დაილექება. შვიდ წლამდე ბავშვის არაცნობიერი აბსოლუტურად ღიაა, ვერ ფილტრავს ინფორმაციას, პირდაპირ იღებს, როგორც პროგრამა, როგორც სცენარი იწერება არაცნობიერში.

ამ აფირმაციებით, საკუთარ თავს ვარწმუნებთ რომ უნიკალურები ვართ, რომ საუკეთესოს ღირსნი ვართ, რომ ჩვენნაირი მეტი არც აქამდე დაბადებულა და არც დაიბადება.

და თუ ღრმად შევალთ ჩვენს გულში აღმოვაჩენთ რომ მრთლა უნიკალურები ვართ.

ყველა ადამიანს აქვს რესურსი ცვლილებებისთვის და იმ მიზნებისთვის რაც მას სჭირდება. ყველას გვაქვს ამ რესურსების ოკეანე და ცვლილებების მოხდენა ყოველთვის შეგვიძლია ჩვენი ცხოვრების ყველა ეტაპზე.

მშობელმა სწორად უნდა აუხსნას ბავშვს, რომ თვითონ ფული და სიმდიდრე არ აფუჭებს ადამიანს. ფული არის ის საშუალება, რომელიც ჩვენს ღირებულებებს უფრო ამჟღავნებს. მეტ საშუალებას გვაძლევს რომ ეს გამოაშკარავდეს, თუ ჩვენ კარგი ღირებულებები გვაქვს, პირიქით, ფული მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ეს ჩვენი ნათელი მხარე უფრო გამომზეურდეს, უფრო მოეფინოს სამყაროს ეს სიკეთე. თუ ცოტა არაჯანსაღი ღირებულებები გვაქვს და უფრო მეტად ჩვენი ჩრდილი გვამრთავს, მაშინ დიდი შემოსავალი და სიმდიდრე კიდევ უფრო გამოაჩენს ამ არაჯანსაღ, არასწორ ღირებულებებს…

არის ასეთი გამონათქვამიც – სიღარიბემ შეჩვევა იცისო. ესეც ჩვენი ფსიქიკის თვისებაა, ადამიანი რასაც არის შეჩვეული, ჩვენს ფსიქიკას ის ეჩვენება უსაფრთხოდ. ამიტომ ურჩევნია ისევ შეჩვეული იყოს, ოღონდ უსაფრთხოდ იგრძნოს თავი, ვიდრე რაღაც ახალი დაიწყოს, სადაც საფრთხეს ხედავს. ურჩევნია არ დაირღვეს ეს უსაფრთხოება, კომფორტის ზონა და ჰქონდეს თუნდაც, მხოლოდ პურის ფული. ფაქტობრივად რჩება ამ გადარჩენის სტრატეგიაში. არის გადარჩენის, გაქცევის სტრატეგიები და არის მიღწევის, როცა მარტო გადარჩენაზე კი არ ზრუნავს ადამიანი, არამედ იმაზე რომ დაისახოს და გააფართოვოს ეს მიზნები.

რის ასეთი გამონათქვამი, რომ ფულს ბედნიერი ადამიანები უყვარს და მათკენ უფრო მიედინება. ავხსნი რატომაა ასე, შეცდომაა ფიქრი, რომ მე ამას ვაკეთებ იმიტომ რომ ბევრი ფული მქონდეს და ის ბევრი ფული გამაბედნიერებს. სწორია- მე ბედნიერი და მადლიერი ვარ იმ ყველაფრით, რაც უკვე მაქვს და იმიტომ ვაკეთებ, რასაც ვაკეთებ. თუნდაც სიცოცხლე რომ მაქვს, მარტო ამიტომ შეიძლება მადლიერი ვიყო ჩემი მშობლების.

ადამიანი უკვე ბედნიერია იმით, რომ ცოცხალია, კონტაქტი აქვს თავისი ღირსების გრძნობასთან, ის თავის თავში გრძნობს რომ მარადისობის ნაწილია და როგორც ზღაპარში, ყველაფერი შეუძლია, ფაქტობრივად ჯადოსნურ სამყაროში ცხოვრობს. რა თქმა უნდა ფული ამაში ეხმარება იმიტომ რომ მეტი შესაძლებლობებია. ოღონდ ასე არ ფიქრობს მე რომ გავბედნიერდე ბევრი ფული უნდა ვიშოვოო. არა, მე უკვე ძალიან  ბედნიერი ვარ, მე უკვე ვგრძნობ რომ ძალიან დიდი ისტორიის და ამბის ნაწილი ვარ და ეს ამბავი კიდევ გრძელდება…

უბრალოდ ფული გვეხმარება რომ მეტად გამოვამჟღავნოთ ჩვენი ნიჭები, ჩვენი შესაძლებლობები, ჩვენი ფანტაზია ვაქციოთ რეალურ პროექტებად. მე ძალიან მიყვარს ზღაპრით თერაპია და როგორც ზღაპარს ისე ვუყურებ ამ სამყაროს, სადაც ყველაფერი შესაძლებელია, ამაში რა თქმა უნდა ფული გვეხმარება.

არაჯანსაღი შემზღუდველი რწმენა წარმოდგენაა, რომ მხოლოდ ტანჯვით და მძიმე შრომით ხდება ფულის გამომუშავება. ჩვენს ქვეცნობიერს აქვს ასეთი თვისება, რომ რისიც სჯერა ის მოხდება, მას არ აინტერსებს ჭეშმარიტება, სულ შექმნის იმ სიტუაციებს რომ ტანჯვით გამოიმუშავოს, იმიტომ რომ ასე სჯერა. ეს მოლოდინი რომ მართლაც მართლდება, ადამიანი აქედან ბედნიერების ჰორმონებს იღებს, თუნდაც ის არაჯანსაღი იყოს, მაგრამ რახან ის შესრულდა რისიც ქვეცნობიერს სჯეროდა ამითი ის კმაყოფილია და ეს მერე სულ ასე გრძელდება. ამიტომ ბავშვობიდან უნდა ჩავუნერგოთ, რომ არ არის აუცილებელი ტანჯვა და მძიმე შრომა იმისთვის, რომ ფული გამოიმუშავო.

მთავარი ჩვენი განწყობაა, ჩვენ ყოველ წუთს შთავაგონებთ ჩვენს თავს, ან კარგს ან ცუდს. თუ ადამიანი თავის სამსახურს როგორც ენერგიის წყაროს ისე შეხედავს და არა  ენერგიისგან დამცლელ საშუალებას, მაშინ იქ მართლა მიიღებს ენერგიას და არც ცხოვრების ხალისს დაკარგავს, რუტინის მონა აღარ გახდება.

მთავარი, ყოველთვის, ყველა სიტუაციაში არის ჩვენი შინაგანი განწყობა. ადამიანს სულ შეუძლია იყოს რესურსულ მდგომარეობაში და ეს დაანახოს შვილს და არა ის რომ ჯანმრთელობის ხარჯზე ხდება ფულის გამომუშავება. მშობლის მაგალითს შვილისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს… თუნდაც ის რომ პატიოსანი შრომით შოულობს ფულს და თვითონ დებს ამაში ღვაწლს და რასაც აკეთებს სიყვარულით აკეთებს. ზუსტად ასეთი შინაგანად ბედნიერი ადამიანები იზიდავენ ფულს, რომლებიც ასეთი განწყობით ცხოვრობენ, არავისი არ შურთ და სხვისი წარმატება გულწრფელად ახარებთ.

ნინო კანდელაკი (ფსიქოთერაპევტი)

წყარო: იმედი

ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი

უფრო მეტს გაეცნობით ქვემოთ მოცემულ გადაცემაში

მსგავსი სტატიები

Leave a Comment