fbpx

ქართველი მეცნიერის გიორგი გ. თუმანიშვილის საერთაშორისო აღიარება

ავტორი ნინო გონგაძე
92 ნახვა

ჩეხეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერი გიორგი გ. თუმანიშვილი მეცნიერებათა, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მსოფლიო აკადემიამ მის მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ კვლევებსა და შრომებზე დაყრდნობით, აკადემიის რედაქტორთა და რეცენზენტთა გამგეობის წევრად აირჩია – ერთდროულად სამი: ფსიქოლოგიის და ქცევათა მეცნიერებების, სამართლის მეცნიერებათა, ფიზიკისა და მათემატიკის მიმართულებებით.

პროფესორი გიორგი გ. თუმანიშვილი ბოლო დროს ახორციელებს ადამიანის ,,მე’’-ს შესწავლის კვლევებს და ვარაუდობს, რომ შესაძლებელია ადამიანის ცნობიერების ტრანსფერი (გადატანა/დიგიტალიზაცია) მექანიკურ მაჩვენებელზე.

დიდი გამოხმაურება მოჰყვა ასევე მის შრომებს სქესის რეგისტრაციის უნივერსალურ კონცეფცია/მოდელთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლებლობას აძლევს თანამედროვე მსოფლიოს დაცული და გარანტირებული იქნას თანასწორუფლებიანობის საკითხი ინტერსექს პირებთან დაკავშირებით, ასევე შესაძლებელს ხდის, ქირურგიული ჩარევის აუცილებლობის გარეშე, პირებმა  გამოხატონ და რეგისტრაციაში გაატარონ საკუთარი კუთვნილება სქესთან და გენდერთან მიმართებაში. კონცეფციის დასრულებული ვარიანტი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება უახლოეს მომავალში.

პროფესორი გიორგი გ. თუმანიშვილი 2016 წლამდე საქართველოში მოღვაწეობდა, იგი ასევე იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ერთ-ერთი შემქმნელი და ხელმძღვანელობდა ფაკულტეტს 2015 წლამდე.

2015 წლის შემოდგომიდან იგი მოღვაწეობს ჩეხეთში, მასარიკის უნივერსიტეტში. მას მიჰყავს საჯარო ლექციების ციკლი – მომავლის სამართალი.

ამჟამად, იგი ასევე მუშაობს მის მეორე სადოქტორო დისერტაციაზე, რომელიც მთლიანად ეხება ადამიანის მე-ცნობიერების შესწავლას.

membership-WASET-Psychology

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment