fbpx

ქოუჩინგით ოცნებები ხდება!!!

ავტორი ჟოლო
1286 ნახვა
0 კომენტარი
4

ოცნებები ბევრისთვის ზღაპრებთან, ჯადოსნობასთან და მაგიასთან არის დაკავშირებული.

პირადად ჩემთვის ქოუჩინგია ეს მაგია. ჯადოსნური პროცესი, რომლის დროსაც ოცნებების მიზნებად ტრანსფორმირება ხდება.

ხოლო ქოუჩი ეს არის მაგი, რომელიც კლიენტს ეხმარება შემოხსნას ოცნებას მაგიური ილუზორული საბურველი, ასე ვთქვათ გაარეალუროს.

გარეალურებულ ოცნებას კი გავწერთ მიზნად, მიზნად რომელიც აუცილებლად ახდება.

 ქოუჩინგს ძალიან ღრმა ფესვები და წარსული აქვს თუმცა მისი ისტორია სულ რამდენიმე ათწლეულს ითვლის.

რაც შეეხება ფესვებს მას ძველ საბერძნეთში მივყავართ, ბერძენ ფილოსოფოსებამდე.

სოკრატეს გენიალური ნაშრომი – „ დიალოგები“ გვარწმუნებს, რომ სწორედ დიალოგის რეჟიმში იბადება ჭეშმარიტება.

ხოლო არისტოტელე, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის მასწავლებელი იყო, ძალიან საინტერესო მეთოდს მიმართავდა სწავლებისას, ეს იყო პარტნიორული თანასწორი ურთიერთობა მოსწავლესთან.

სწავლებისას კი, ხშირად უმეორებდა მაკედონელს: “მტერი გონებაში უნდა დაამარცხო“.

სწორედ დიალოგის ღრმა კითხვებით წარმართვა, პარტნიორული ურთიერთობა და უხილავი, გონებაში არსებული წინაღობის დაძლევა არის ქოუჩინგის საფუძველი.

პირველი პროფესიონალი ქოუჩები კი ინგლისში გვხვდებიან, ისინი სწრაფმავალი ორთვალების მეეტლეები იყვნენ.

ოდნავ მოგვიანებით ქოუჩებს უწოდებდნენ რეპეტიტორებს, რომლებსაც საავტორო პროგრამა ჰქონდათ შემუშავებული და მოსწავლეებს უმოკლეს დროში ადებინებდნენ შედეგს.

ქოუჩინგი, კი როგორც პროფესია, რომელსაც მე ვემსახურები დაკავშირებულია ჰარვარდელი პროფესორის ტიმოთი გოლვის სახელთან.

როგორც ამბობენ, ის სპორტით იყო გატაცებული და გარკვეულ დაკვირვებებსაც აწარმოებდა. როდესაც ქოუჩინგზე ვსაუბრობთ ტიმოთი გოლვისთან ერთად უნდა ვახსენოთ თომას ლეონარდი და ჯონ უილტმორი, ქოუჩინგის სამი მამა.

ტიმოთი გოლვის მიერ პირველი გააზრებულობა დაკავშირებული იყო წვრთნის პროცესზე დაკვირვებისას, გოლვიმ დაასკვნა, რომ თუ კონკრეტულ ადამიანს წვრთნიდა არა იმ კონკრეტული სპორტის ექსპერტი მწვრთნელი, რომელშიც აღნიშნული ადამიანი ან გუნდი მოღვაწეობდა შედეგი უფრო შთამბეჭდავი იყო.

გააზრებულობა თუ დირექტივა ნაკლებია, ხოლო მოტივაცია მეტი, ადამიანი საკაუთარი რესურსის წვის ხარჯზე უკეთეს შედეგს დებს.

მეორე გააზრებულობა კი ასეთია- არსებობს ორი მოწინააღმდეგე, პირველი რეალური და მეორე, უჩინარი, გონებაში არსებული. თუ მეორეს „დაამარცხებ“, პირველი მოწინააღმდეგის „დამარცხება“ პრობლემას აღარ წარმოადგენს.

როგორც არისტოტელე ამბობდა -„მტერი გონებაში უნდა დაამარცხო“.

თუ ქოუჩის „კითხვა-მითითებებს“ მიჰყვებით გამარჯვებამდე გზა ბევრად ადვილდება.

და დარწმუნდებით, რომ ქოუჩინგით ოცნებები ხდება, ეს რეალობაა!!!

თამუნა ქურდაძე, ქოუჩი

0 კომენტარი
4

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი