აღმოსავლური ფსიქოლოგიის 50% პრანებისგან შესდგება – თეორია და გარკვეული სუნთქვითი პრაქტიკები, რომელიც ადამიანს აძლევს საშუალებას მუდმივად აივსოს სასიცოცხლო ძალით ენერგიით (პრანით). როგორც ამტკიცებენ თანამედროვე (გასხივოსნებული) იოგის მასწავლებელები, პრანით ავსება შესაძლებელია შემდეგნაირად:
1. მიწის ელემენტი: როდესაც ადამიანი იკვებება ნატურალური საკვებით, ცხოვრობს ბუნებაში, შეიმეცნებს ხეებს, ფეხშიშველა დააბიჯებთ მიწაზე. ცოტა ხნის წინ ვესაუბრე ძალიან ცნობილ ექიმს მეცნიერებათა დოქტორს მედიცინაში და ის ამტკიცებს, რომ თუ ადამიანი იწყებს ბუნებასთან ახლოს ცხოვრებას, მოშორდება დიდ ქალაქს, სადაც იძულებულია იაროს მეტროთი, ისეირნოს ასფალტის საფარზე, ისუნთქოს დაბინძურებული ჰაერი… მაშინ ასეთ ადამიანს სწრაფად აღუდგება ხოლმე იმუნიტეტი, რადგან იწყებს ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრებას.
2. წყლის ელემენტი: ჭის ან წყაროს წყლის დალევა. ბანაობა წყაროზე ან ჩანჩქერზე, ცურაობა მდინარეში ან ზღვაში. უნდა მოერიდოს კოფეინშემცველი სასმელების, ალკოჰოლის, ტკბილი და გაზიანი სასმელების დალევას.
3. ცეცხლის ელემენტი: მზეზე ყოფნა და ისეთი საკვების გამოყენება რომელიც შეიცავ მზის სხივებს.
4. ჰაერის ელემენტი: ეს არის ყველაზე მეტად აუცილებელი ელემენტი პრანის მისაღებად. სუფთა ჰაერის ჩასუნთქვით, განსაკუთრებით მთის. ჰაერი ტყის და ზღვის ნაპირიდან. მოწევა და დიდი რაოდენობით ადამიანის თავშეყრის ადგილები ადამიანს ართმევს პრანას.
5. ეფირის ელემენტი: პოზიტიური აზროვნების, სიკეთის, კარგი განწყობის დანარგვით. და ეს საბაზო დონედ ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ცხოვრებს ბუნებაში, იკვებება სწორად და თუ კი, ამ დროს, დადის გაღიზიანებული, ავი და გაბოროტებული, მაშინ პრანას სიჭარბე დაანგრევს მას. მერე მხრივ, ჰარმონიულ ადამიანს ანუ გულკეთილს, უშიშარს და ა.შ. შეუძლია დიდი ხანი გაძლოს ქალაქშიც, თუ ის იძულებულია იქ იცხოვროს. თუმცა ასეთ დროს, უნდა ადევნოს თვალყური კვებას და პერიოდულად გავიდეს ბუნებაში.
დიდ ქალაქებში პრანას წყაროს წარმოადგენს სალოცავები, ეკლესიები, ტაძრები, მონასტრები.
შავი ფერი შთანთქავს სინათლე, თეთრი ფერი ირეკლავს სინათლეს.
თითქოს და ძალიან მარტივი ჭეშმარიტებაა, რომელიც დიდი ხანია ყველამ კარგად იცის, მაგრამ თუ ჩაუღრმავდებით, მას აქვს ღრმა ფილოსოფიური მნიშვნელობა. სინათლე ასოცირდება რაღაც სუფთასთან, ენერგიის მომცემთან, ბედნიერებასთან და ჯანმრთელობასთან.
მაგალითად, მზე – მის გარეშე დედამიწაზე სიცოცხლე ან შეწყდებოდა, ან იქცეოდა ჯოჯოხეთად. ძალიან ბევრ სულიერ და რელიგიურ სკოლებში ღმერთის მთავარი ატრიბუტი – ეს სინათლეა: კაბალაში, ისლამში, რამოდენიმე ინდუსების მიმდინარეობაში და სხვა. ადამიანებმა ვინც გაიარეს კლინიკური სიკვდილი, ყვებოდნენ, ზე-რეალობა ეს არის – სინათლე, რომელიც სავსეა სიყვარულით.
თავი რომ დაანებოთ, სხვადასხვა ფილოსოფიურ განხილვას, დაფიქრდით ვის ეძახით „ჩემო მზეო“? ადამიანს რომლისგანაც გამოდის ბევრი სინათლე და სიკეთე, ვინც არ არის თავისი ბუნებით ეგოისტური. ბევრი შეუიარაღებელი თვალით ხედავდა წმინდანებზე შარავნდედს. ძუნწს, შურიანს, ბუნებით ეგოისტურ პიროვნებას არავინ არსდროს „ჩემო მზეო“ს არ უწოდებს. ალბათ ასეთი ადამიანი უფრო მოღუშული და „ღრუბელზე შავია“.
ჯანმრთელობის გადმოსახედიდან, როდესაც „ღვთის მკურნალი“ ხედავს ფაქიზ სხეულში დაზიანებულ ან ავადმყოფ ორგანოებს, ის ამბობს: თქვენ აი, აქ გაქვთ შავი ლაქა. ეს უკვე თავისთავდ მეტყველებს, რომ ეს ადგილი დაავადებულია.
ალბათ, ყველას გაუგია სამყაროში შავი ხვრელის არსებობის შესახებ. ბევრი რამ ჯერ კიდევ გამოსაკვლევია, მაგრამ ერთ-ერთი შავი ხვრელის მაჩვენებელი ნათელია – ეს არის რაღაც ენერგიის სუბსტანცია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ შთანთქავს და მისგან გამოსვლა შეუძლებელია. რაღაც კიბოს უჯრედებს, სიმსივნურ წარმონაქმნს გავს. უჯრედბს არა ადამიანის სხეულისას, არამედ სამყაროს.
რა არის სიმსივნური უჯრედები? სამედიცინო კვლევებმა აჩვენა, რომ სიმსივნური უჯრედები არ შემოდის ორგანიზმში გარედან – ეს არის ორგანიზმში უკვე არსებული უჯრედები, რომლებიც გარკვეული პერიოდის გამნმავლობაში სხეულს ემსახურებოდნენ როგორც ჯანმრთელი ორგანო და ასრულრბდნენ ორგანიზმისთვის სასიცოცხლო ამოცანას. მაგრამ დგება გარკვეული მომენტი, როდესაც ისინი ცვლიან ხედვას და ქცევებს, იწყებენ ცხოვრებაში იმ იდეის განხორციელებას, რომ ამ ორგანოს მსახურება აღარ არის საჭირო, აქტიურად მრავლდებიან, ანგრევენ მორფოლოგიურ საზღვრებს, ამყარებენ ყველგან თავის „საყრდენ პუნქტებს“ (მეტასტაზებს) და ჭამენ ჯანმრთელ უჯრედებს.
სიმსივნური ჯირკვალი ძალიან მალე იზრდება და ამისთვის ის, საჭიროებს ჟანგბადს. მაგრამ სუნთქვა – ეს ერთობლივი პროცესია, ხოლო სიმსივნური უჯრედბს ახასიათებთ ღრმა ეგოიზმი, ამიტომ ჟანგბადი არასდროს ყოფნით. ამიტომ სიმსივნე გადადის ავტონომიურ სუნთქვის უფრო პრიმიტიულ ფორმაში – დუღილში. ამ შემთხვევაში თითოეული უჯრედი „დაბოდიალობს“ დამოუკიდებლად და სუნთქავს ორგანიზმისგან დამოუკიდებლად. ყველაფერი ეს სრულდება იმით, რომ სიმსივნური წარმონაქმნი ანადგურებს ორგანიზმს და ჯამში, მასთან ერთად კვდება. თუმცა თავიდან სიმსივნური უჯრედები იყვნენ ძალიან აქტიურნი და წარმატებულნი – ისინი იზრდებოდნენ და მრავლდებოდნენ გაცილებით სწრაფად და ჯანმრთელ უჯრედბზე უკეთესად.
ეგოიზმი და დამოუკიდებლობა – მეტწილად, ეს გზაა «არსაით». ის ფილოსოფია, რომ «მიმიფურთხებია სხვა უჯრედებისთვის», «მე ვარ აი ისეთი, როგორიც ვარ», «ყველა მე უნდა მემსახურებოდეს და მანიჭებდეს სიამოვნებას, მთელ დედამიწის ზურგზე» – ეს არის სიმსივნური უჯრედების ხედვა.
ამიტომ ყოველ წამს, თითოეულ ჩვენთაგანს, გვაქვს არჩევანი – ჩვენი არსებობით ვაჩუქოთ სინათლე მსოფლიოს, შევიტანოთ ჩვენს ცხოვრებაში სიკეთე და ბედნიერება მოვუტანოთ გარშემომყოფებს, გავიღიმოთ, ვიზრუნოთ სხვებზე, ვემსახუროთ უანგაროდ, შევეწიროთ, შევაკავოთ ქვეგრძნობები, ვიპოვოთ თითოეულ ადამიანში მასწავლებელი, ყოველ სიტუაციაში ვნახოთ ღვთიური ნება, რომელმაც შექმნა ეს სიტუაცია იმიტომ, რომ რაღაც გვასწავლოს, ვიყოთ მადლიერები.
ან კიდევ წარვადგინოთ პრეტენზიები, გავბრაზდეთ, გვწყინდეს, ვიწუწუნოთ, გვშურდეს, დავდიოდეთ სნობური გამომეტყველებით სახეზე , ჩავიძიროთ საკუთარ პრობლემებში, ფულის დაუსრულებლ გამომუშავებში, რომ მერე ის, დავხარჯოთ სიმოვნების დასაკმაყოფილებად, გამოვავლინოთ აგრესია. ამ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რამდენი ფული აქვს ადამიანს, იქნება უბედური/მოღუშული და ყოველდღიურად ენერგია ექნება სულ უფრო ნაკლები და ნაკლები.
იმისათვის, რომ ადამიანმა პრანა საიდანღაც აიღოს, საჭირო გახდება ხელოვნური სტიმულატორების მიღება: ყავა, სიგარეტი, ალკოჰოლო, ღამის კლუბები, ურთიერთოებების გარკვევა ვინმესთან. ეს ყველაფერი დასაწყისში ენერგიას აამაღლებს, მაგრამ საბოლოო ჯამში მიიყვანს ადამიანს სრულ დაშლამდე. უბრალო რეგულარულ კითხვას თავთან:სამყაროში მე ვანათებ თუ ვაბნელებ? შეუძლია, სწრაფად შეცვალოს ადამიანის აზრების მიმართულება და შესაბამისად საქციელი. შეუძლია, სასწრაფოდ აავსოს სიყავრულით და გადააქციოს სიცოცხლე ლამაზ ნათელ ბრწყინვალებად.
მაშინ კი კითხვა – საიდან ავიღოთ სასიცოცხლო ენერგა? – უკევე არ იქნება აქტუალური.
რამი ბლექტას წიგნიდან – “ათი ნაბიჯი ბედნიერებისკენ” (Rami Blect – 10 Steps to Happiness)
თქვენთვის თარგმნა თამარ კვარაცელიამ
წყარო: