დღეს მეტროში სამი ფერადჩადრიანი, შუახნის ქალი შემოვიდა. ბევრი ადგილი არ იყო და ორი ჩემს მარჯვნივ, ერთი კიდე მარცხნივ დაჯდა. აქ ძალიან ბევრი თურქი და არაბი ცხოვრობს და ჩადრიანი ქალებიც ჩვეულებლივი ამბავია, მაგრამ რაც მერე მოხდა არაჩვეულებრივია და მე კი გამაკვირვა ნამდვილად 🙂
ხმამაღლა ლაპარაკობდნენ და ჩემს ყურში მომღერალი დევიდ ბოუვის მიუხედავად, რაღაც უცნაურ და თან ძალიან ნაცნობ დიალექტს მოვკარი ყური. აჭარაში იმდენი ზაფხული მაქვს გატარებული, კილო მაშინვე ვიცანი, მაგრამ უცებ ისიც გამახსენდა, რომ თბილისი-ბათუმის კი არა ბერლინის მატარებელში ვიჯექი და სასწრაფოდ მოვიხსენი ყურსასმენი. დავუკვირდი და თურქული იყო. ვიფიქრე მომეჩვენათქო, მაგრამ უცებვარდისფერჩადრიანმა გადასძახა დანარჩენებს: “იმგენთან წევდენ სახლში” – ქართულად ლაპარაკობთ? ჩავეჭერი საუბარში. არ ელოდებოდნენ და ვერ გაიგეს – ვი ბითე? შემომხედეს გაკვირვებულებმა. – აჭარლები ხართ ხო? გავუმეორე ისე აღფრთოვანებულმა, თითქოს პირველად მოვკარი ყური ქართულს წლობით ემიგრაციაში გადახვეწილმა:დ:დ:დ
ბერლინში არც ქართველების და არც იმერული, გურული თუ მეგრული კილოს ნაკლებობაა, მარა შავშეთელი აჭარლები, რომლებიც 20 წელზე მეტია გერმანიში ცხოვრობენ, ფერად ჩადრებს ატარებენ და ისევ ქართულად ლაპარაკობენ აღსაფრთოვანებელი და გადასარევი ამბავია, ნამდვილად. ჩვენ კიდევ ხომ, მაგრამ ჩვენი შვილები ვეღარ ლაპარიკობენ ქართულადო – მითხრა ვარდისფერჩადრიანმა. სევდა ერქვა. დანარჩენებს სახელები ვეღარ ვკითხე, -აპა, კარგად იყავი, გოგოო – მომაძახეს და შემდეგ გაჩერებაზე ჩავიდნენ.
მარიამ შავგულიძე
ბერლინი