“ჟოლო” გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო და უცნობ ფაქტს ჰოლივუდის სექს- სიმბოლოდ წოდებულ მსახიობსა და მოდელზე მერლინ მონროზე.
მერილინ მონრო 1926 წელს დაიბადა და ადრეული წლების დიდი ნაწილი ბავშვთა სახლში გაატარა.
პირველად 16 წლის ასაკში იქორწინა, რათა ბავშვთა სახლში კვლავ დაბრუნება აერიდებინა თავიდან.
დედამისმა მრავალი წელი ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატარა და მერილინ მონროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი შიშიც ის იყო, რომ მასაც იგივე ბედი ეწეოდა.
მისი ნამდვილი სახელი და გვარი ნორმა ჯინ მორტენსონია, მერილინ მონრო კი კინოსტუდიის მოთხოვნით დაირქვა, როცა 20 წლის იყო.
მას მოზარდობისას მეტყველების პრობლემა ჰქონდა, რის გამოც ექიმმა ურჩია, რომ ჩურჩულით ესაუბრა, რაც შემდეგ მისი სავიზიტო ბარათი გახდა.
არტურ მილერთან ქორწინებისას მან იუდაიზმი მიიღო.
არტურ მილერთან გაშორების შემდეგ მერილინ მონრო ფსიქიატრის მეთვალყურეობით ინსომნიასა და შფოთვას ებრძოდა.
ჟურნალ “ფორბსის” ისტორიაში მონრო “ყველაზე შემოსავლიანი გარდაცვლილი გამოჩენილი ადამიანების” სიაში მოხვდა.
ზოგიერთი ცნობის თანახმად, აშშ-ს პრეზიდენტი, ჯონ კენედი, მასზე უგონოდ იყო შეყვარებული. თუმცა, ისინი ვინც აცხადებენ, რომ ეს სიცრუეა, ამბობენ, რომ მერლინი და პრეზიდენტი, ერთად 4ჯერ თუ 5 ჯერ გადაიკვეთნენ, ისიც, მხოლოდ ოფიციალურ ღონისძიებებზე.
მერლინი სამჯერ გათხოვდა. პირველად, მისი მეუღლე ჯეიმზ დოერთი იყო, რომელთანაც 1942 – 1946 წლამდე ცხოვრობდა, ჯი დამაჯოსთან მან რამდენიმე თვე იცხოვრა. მისი ბოლო მეუღლე კი ცნობილი ესეისტი არტურ მილერი იყო. ერთად მათ 5 წელი იცხოვრეს. შვილები მერლინს არ ყოლია.
გარდაცვალებამდე ქონების 25% ანდერძით თავის ფსიქიატრს, მერილინ კრისს დაუტოვა, რათა თავისი სამედიცინო საქმის გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონოდა.
მერილინ მონროს საფლავზე მის მეორე ქმარს, ჯო დიმაჯოს 20 წლის განმავლობაში კვირაში ორჯერ ვარდები მიჰქონდა. მანვე დაგეგმა მსახიობის გასვენების ცერემონია, სადაც არ დაუშვა მონროს პროდიუსერები და სხვა ხელმძღვანელები, რადგან ფიქრობდა, რომ სწორედ მათ მიიყვანეს მერილინი ამ მდგომარეობამდე.
მერილინის სიკვდილის მიზეზი დღემდე უცნობია. საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ ის წამალდამოკიდებული იყო, მაშინ როდესაც საზოგადოების მესამე ნაწილი ფიქრობს, რომ მერლინი მოკლეს.
ვარდისფერი კაბა, რომელშიც მერლინ მონრომ აშშ-ს პრეზიდენტის ჯონ კენედის დაბადების დღისადმი მიძღვნილი სიმღერა შეასრულა, 1999 წლის აუქციონზე, არც მეტი, არც ნაკლები, 1, 267 500 დოლარად გაიყიდა.