fbpx

რას ხედავთ ბარათზე?

ავტორი ჟოლო
749 ნახვა
0 კომენტარი
1

ჩვენი ცნობიერება ჩვენივე ცხოვრების მხოლოდ 4% პასუხისმგებელი. 96% კი არაცნობიერის სამფლობელოა, ამ მარტივი არითმეტიკიდან კარგად ჩანს თუ რამდენად მნიშვნელოვანია წვდომა და კომუნიკაცია საკუთარ არაცნობიერთან.

დღეს მინდა გესაუბროთ არაცნობიერთან კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო გზაზე, როგორიცაა მეტაფორულ ასოციაციური ბარათები.

ამ საოცარი ბარათების ისტორია 1975 წელს დაიწყო, როდესაც  კანადელმა მხატვარმა და ხელოვნებათმცოდნე ელი რამანმა შექმნა ბარათების კრებული.

აღნიშნული კრებული დიდი პოპულარულობით სარგებლობდა.

მოგვიანებით კი ბარათების ისტორიაში გამოჩნდა ფსიქოთერაპევტი ჯო შლიხტერი, რომელმაც აღმოაჩინა,რომ ბარათები გენიალური ინსტრუმენტია არაცნობიერთან სამუშაოდ და მანვე შეიმუშავა ბარათებით მუშაობის წესები და პრინციპები.

ამ ფერადი და საოცარი ბარათების მთავარი პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ ის საუკეთესო და უსაფრთხო გიდია ჩვენი არაცნობიერის დახურულ სივრცეში მოგზაურობისას.

ყველა ადამიანი ბარათს განსხვავებულად აღიქვამს, თავისი ცნობიერი და ქვეცნობიერი გამოცდილებებიდან გამომდინარე.

ბარათები ხშირად გვეხმარება გავიაზროთ, სწორედ ის წინაღობები და მათი გადაჭრის გზები, რომლებსაც ცნობიერად ვერც კი ვიაზრებდით, რადგან ჩვენს კითხვებზე პასუხები ჩვენსავე არაცნობიერშია. ასევე ვიპოვოთ საკუთარ თავში ის რესურსები, რომლებიც დაფარულია ცნობიერი შრეებისთვის. მთავარია დავსვათ სწორი კითხვები და ბარათები თავად გვესაუბრებიან.

დასვით თქვენთვის მნიშვნელოვანი კითხვა.

პირობითად – რა არის ჩემი მთავარი გამოწვევა?!

დააკვირდით მოცემულ ბარათს

  1. რას ხედავ ბარათზე?
  2. რას გრძნობთ, როდესაც ბარათს უყურებთ?
  3. რა არის მთავარი მინიშნება თქვენთვის?

თამუნა ქურდაძე, მაბ ოსტატი

სინTEზი

0 კომენტარი
1

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი