fbpx

რაში გვეხმარება სიცილი ?

ავტორი ჟოლო
91 ნახვა
0 კომენტარი
0

აძლიერებს იმუნურ სისტემას

სიცილი აუმჯობესებს არა მარტო ფსიქიკურ, არამედ, ფიზიკურ ჯანმრთელობასაც. როდესაც იცინით ირგანიზმი მოშვებულია, სადღაც ქრება დაძაბულობა და მცირდება სტრესი. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება დაუპირისპიროთ სტრესს? მხოლოდ და მხოლოდ ოპტიმიზმი.

 ავარჯიშებს ფილტვებს

სიცილის დროს აკეთებთ ღრმა, ხანგრძლივ ჩასუნთქვებს და მოკლე ამოსუნთქვებს. ამ დროს, ვარჯიშდება ფილტვები  და იშლება სრულად. აგრეთვე, თავისუფლდება დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი „სიბინძურისგან“. აუმჯობესებს ფილტვებში სისხლის მიწოდებას.

 გეხმარებათ სტრესის და ტკივილის დაძლევაში

უფრო სწორედ, სიცილის დროს გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონები –ენდორფინები. ეს ჰორმონი კი განთავისუფლებთ სტრესისგან და ტკივილისგან.

ავარჯიშებს პრესს

სცადეთ, გაიცინეთ გულიანად და იგრძნობთ. გარდა იმისა, რომ სიცილის დროს უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, ხელს უწყობს კუნთებს იყვნენ ფორმაში. სპეციალისტებმა დაითვალეს კიდეც, რომ დღეში 15 წთ სიცილი ცვლის, 30 წუთიან ფიზიკურ ვარჯიშს 3-ჯერ კვირაში.

გეხმარებათ განტვირთვაში

სიცილის მერე, სხეულის კუნთები სრულიად მოდუნებულია. ასე, რომ დღეში 5წთ ხითხითი შეგიცვლით სრულ 30-40 წთ-იან დასვენებას.

აჯანსაღებს გულს

დაითვალეს, რომ ყოველდღიური  10 წთ სიცილი, დაბლა სწევს არტერიულ წნევას.

სახის კანის „მასაჟი“

არსებობს შეხედულება – სიცილი იწვევს ნაოჭებს სახეზე. სინამდვილეში, ბევრი კოსმეტოლოგი სიცილს ეძახის „ფეის-ბილდინგს“ ანუ სახის ვარჯიში. სიცილი ამკვრივებს სახის ნაკვთებს, აუმჯობესებს სისხლის მიწოდებას. ვ. ჰიუგო აბობდა: „სიცილი – მზეა, ის ადამიანის სახიდან განდევნის ზამთარს“.

გეხმარებათ გახდომაში

რაც ხშირად იცინით, მით მეტად და ინტენსიურად მიდის ნივთიერებათა ცვლა და ციხმების წვა. გახდომა დიდი ძალისხმევის გარეშე!

იცინეთ ყოველდღე!

განეწყვეთ პოზიტივზე!

იყავით ბედნიერები!

 

წყარო: https://zrda.wordpress.com/

 

0 კომენტარი
0

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი