fbpx

“რატომ არ ტეხავს ტირილი(?!)”

ავტორი ნინო გონგაძე
440 ნახვა

რატომ არ ტეხავს ტირილი(?)

ტირილს, როგორც მის არქეტიპულ მეწყვილეს სიცილს, განმტვირთველი, დადებითი ეფექტი აქვს მთელ ორგანიზმზე.

ბუნებრივია არ ვგულისხმობ ყველა სიტუაციას თუ მიზეზს, რაც ტირილს იწვევს. ტირილის დროს გამოყოფილ, ემოციურ ცრემლებს სხვაგვარი ქიმიური შემცველობა აქვთ, ვიდრე რეფლექსურ თუ ბაზალურ, ანუ თვალების დასასველებლად წარმოქმნილ ცრემლებს.

ემოციური ცრემლები შეიცავენ სტრესისთვის ტიპიურ ნივთიერებებს (ადენოკორტიკოტროპინი, ენკეფალინი და ასე შემდეგ). კი ბატონო, ცრემლების ბიოქიმიური ანალიზი დესკრიპტიულია, მაგრამ მაინც!

სოციოლოგიურად, ისტორიულად თუ ტრადიციულად ბევრი კულტურა ტაბუს ადებს, ნეგატიურ ელფერში გვაჩვენებს ტირილს, მითუმეტეს მამაკაცებისთვის: “გოგო ხარ, რა გატირებს?” – ხშირად ისმის ქართული (და არა მარტო) სოციალიზაციის მსვლელობაში, სამწუხაროდ!

არადა, რაოდენ დიდია დაგუბებული ემოციების პიკზე გემრიელი ტირილით მოტანილი შვება, სიმსუბუქე, მშვიდი სიცარიელე, ექვილიბრიული ვაკუუმი, არა? სტერეოტიპებსაც აქვთ არსებობის უფლება, აზრი, მაგრამ როცა საკითხი დგება, თუ რა არის კარგი თითოეული ჩვენგანისათვის, მაშინ გადაწყვეტილება უნდა იყოს ინდივიდუალური და ინდივიდუალურად სარგებლის, შვების მომტანი.

ამიტომ, ნუ შეეწინააღმდეგებით, თუ/როცა (ა)გეტირებათ, დაიცალეთ ბოლომდე და კათარზისგავლილებმა ახალი შემართებით გააგრძრლეთ.

ტირილი, ისევე როგორც სიცილი, უნივერსალური, კოლექტიურ ქვეცნობიერში ფესვგადგმული არქეტიპია, ანუ მარტივად – ძალიან ბუნებრივი და ყველგან გავრცელებული.

სიცილ-ტირილის ანტაგონიზმი კი ფორმალურია, ეფექტით, “დღის ბოლოს” მაინც მდინარის ერთიდაიგივე ნაპირის ბინადრები არიან.

აქაც, რათქმაუნდა, მოქმედებს პარაცელსისეული ზომა-წონის ლაკონური ტრიოლი “dosis facit venenum” – დოზა წყვეტს, რაღაც გარგებს თუ მოგწამლავს.

ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ!

თქვენი ჰაუსი

Le van House

მსგავსი სტატიები

Leave a Comment