ალბათ ბევრს უჩნდება კითხვა, რატომ დაერქვა პრესას მაინცდამაინც ყვითელი და არა დავუშვათ, წითელი ან მწვანე?!
1895 წელს ამერიკელმა მხატვარმა რიჩარდ აუტკალტმა გაზეთ “New York World”-ის ფურცლებზე გამოაქვეყნა სურათების სერია საოხუნჯო ტექსტებით. სურათებზე ყვითელპერანგა ბიჭუნა იყო გამოსახული, რომელიც მკითხველს თითოეულ სურათზე დართული ტექსტის შინაარსს მოუთხრობდა. აუტკალტას ამ წამოწყებამ მდარეხარისხოვანი სენსაციების მოყვარული მკითხველების მოწონება დაიმსახურა.
რამდენიმე თვის შემდეგ, გაზეთმა “New York Journal”-მა გამოაქვეყნა მსგავსი სურათები გასართობი წარწერებით. ამის შემდეგ, ამ გაზეთებს შორის ატყდა დავა, თუ ვის ეკუთვნოდა პირველობა “ყვითელი ბიჭუნას’ გამოქვეყნებაში.
ამ დავას 1896 წელს სტატიით გამოეხმაურა ჟურნალ “New York Press”-ის რედაქტორი ერვინ უორდმენი, რომელმაც მოცილე გაზეთებს “ყვითელი პრესა” უწოდა.
მას შემდეგ, “ყვითელი პრესა” ერთგვარი სენსაციებისა და უჩვეულო ისტორიების შემცველი ჟურნალ-გაზეთების “აუცილებელ” ტერმინადაც კი ჩამოყალიბდა.