fbpx

რითი გამოირჩევიან ადამიანები, რომლებიც დიდ წარმატებას აღწევენ?

ავტორი ჟოლო
3.7K ნახვა

მინდა, შემოგთავაზო პოსტი [მასტერ-მაინდის ლაბორატორიიდან], რომელმაც ერთ დროს სერიოზული გადატრიალება მოახდინა ჩემში.

რამდენიმე წლის წინ, გავიარე ტრენინგი, სადაც საუბარი იყო ადამიანის “ნორმის დონეზე”… მას შემდეგ მრავალმა წყალმა ჩაიარა, ეს თემა კი არა და არ ამოიშალა ჩემი ცნობიერებიდან და მეტიც, ის ჩემი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი გახდა.

არც მანამდე ვიყავი “ძუნწი” და “ხელმომჭირნე”, მაგრამ ამ კონცეფციის მიღების შემდეგ, სულ შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება ფულის მიმართ.

★ ნორმის დონე ★

როგორ ფიქრობ, რა თანხით არის რთული საქართველოში ცხოვრება?

300 ლარით რთულია?

რა თქმა უნდა, ამ თანხით ნამდვილად ვერ “გაერთობი”. არადა, ჩვენს ქვეყანაში უამრავი პენსიონერი ცხოვრობს ამაზე ნაკლებ თანხაზე და მაინც ახერხებს ფულის დაზოგვას და შვილიშვილებისთვის ტკბილეულის ყიდვას.

და რამდენი იქნება კარგი?

1000 ლარი — კარგია?

“რა თქმა უნდა, კარგია” — იტყვის ადამიანების 90%. რეგიონებში ის, ვინც 1000 ლარს გამოიმუშავებს, კლუბების კარებს ფეხით აღებს. 1000 ლარით შესაძლებელია არა მხოლოდ იცხოვრო, არამედ უკვე გარკვეული არჩევანიც გიჩნდება.

რამდენია ნამდვილად შთამაგონებელი?

პატარა თერმოსტატის მქონე ადამიანი დაასახელებს 3500 ლარს. 3500 ლარი თვეში — ეს უკვე ძალიან მაგარია. შენ ახლა თავში გაგიელვებს ზღვისპირა კურორტზე დასვენების ნათელი სურათები, ძვირიანი მანქანები, გარდერობის მრავალფეროვნება…

მაგრამ რა თანხა დგას შენი სურვილების მიღმა?

რამდენს უნდა გამოიმუშავებდე იმისათვის, რომ საერთოდ არაფერს საჭიროებდე?

7000 ლარი?

იქნებ 20 000?

20 000 ლარი თვეში, ძალიან და ძალიან ბევრისთვის — ზღაპრული სიმდიდრის სიმბოლოა, რომელიც შამპანურთან, ანანასებთან და ფერარისთან ასოცირდება.

მაშ ასე, ჩვენ გავიგეთ, საშუალოდ რა ციფრები უკავშირდება ადამიანების თავებში — დაბალ, ნორმალურ და ძალიან მაღალ შემოსავლებს.

სწორედ ასეთი სისტემა-კოორდინატი — მცირე ცდომილებებით — გვიდევს თითოეულ ჩვენგანს ქვეცნობიერში. ასე გავნსაზღვრავთ, თუ რა არის ჩვენთვის “კარგი” და რა “ცუდი”.

300 ლარი — ეს არის ცუდი. 
1000 ლარი — კარგი. 
3500 ლარი — მშვენიერია.
7000 ლარი — სადღაც ჩვენი სურვილების ზღვარს მიღმა იმყოფება, ხოლო 20 000 — ეს არის “I feel good, para-rara-ra”.

მაგრამ მოდი, ცოტახნით აბსტრაგირება მოვახდინოთ იმისგან, რაც გარს გვარტყია და მთელ ამ სურათს ზევიდან დავხედოთ.

წარმოიდგინე, რომ ჩვენთან ჩამოფრინდა უცხოპლანეტელი. ის ბიზნესმენია იქ, თავის პლანეტაზე, მაგრამ ჩვენ და ჩვენს საზოგადოებას პირველად გვხედავს.

რა წარსდგება მის თვალწინ?

ის დაინახავს: საზოგადოების მოდელს პირამიდის სახით.

ყველაზე დაბალ დონეზე განლაგებული არიან ადამიანები, რომელთა შემოსავალიც 300 ლარს არ აღემატება. შემდეგ, რამდენიმე სანტიმეტრით ზევით იქნებიან 1000 ლარიანები, კიდევ ოდნავ ზევით — 3500, იქვე ახლოს — 7000, კიდევ ზევით — 20 000 და მწვერვალზე — 100 000 ლარიანები, რომლებიც ცხოვრობენ საყოველთაოდ მიღებულ ნორმებს მიღმა.

საქართველოში საყოველთაოდ მიღებული ნორმაა — 1000 ლარი +/- და სწორედ მის გარშემოა განთავსებული ჩვენი საზოგადოების დაახლოებით 80%.

★ System Error ★

რითი გამოირჩევიან ადამიანები, რომლებიც დიდ წარმატებას აღწევენ?

როგორ აღწევენ ისინი ასეთ მწვერვალებს, მართავენ დიდ კომპანიებს და ახდენენ საკუთარი ოცნებების რეალიზებას?

ისინი აშკარად “არანორმალურები არიან”.

საიდულო კი იმაშია, რომ ეს ადამიანები იბადებიან იმ შეგრძნებით, რომ მათი ნორმა იმყოფება სადღაც ზევით — მილიონის, ორის, სამის ან კიდევ უფრო მეტის დონეზე! ქუჩაში სეირნობისას, ისინი აცნობიერებენ, რომ გონებით სადღაც ზევით არიან, სხეულით კი აქ არიან — ჭაობში.

და როდესაც მათ თავში გაისმება System Error, ისინი იწყებენ ძალისხმევის ხარჯვას იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად ამოვიდნენ ამ ჭაობიდან.

ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ მასა, რომელიც ღიმილითა და კმაყოფილებით აღიქვამს საკუთარ ნორმის დონეს, აკვირდება ამ “თეთრ ყვავებს” და გიჟებად მოიხსენიებს მათ.

არადა, რეალობაში — ყველაფერი პირიქითაა…

როგორ გავზარდოთ საკუთარი ნორმის დონე?

ნორმის დონე შეგვიძლია თერმოსტატს შევადაროთ… რა ტემპერატურაზეც არის ის დაყენებული, სწორედ იმ ტემპერატურას უბერავს.

რა რაოდენობის თანხაზეც არის მომართული ჩვენი ნორმის დონე — იმდენივე გვექნება ყოველთვის, ხოლო გვექნება ზუსტად იმდენი, რამდენიც აუცილებელია ცხოვრებისთვის.

სხვა კითხვაა, ვიღაცისთვის აუცილებელია ჭერი თავზე, წყალი და პური, ვიღაცისთვის კი — 5 ავტომობილი, ვილა ოკეანის პირას, მოსამსახურეები და ჯანმრთელი საკვებით კვება.

შესაბამისად, იმისათვის, რომ გავზარდოთ ნორმის დონე, თავიდან უნდა გავიგოთ, თუ რა არის ჩვენი ამჟამინდელი ნორმის დონე.

და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თავად ვართ დღეს, ჩვენი ნორმის დონის განსახიერება, როგორც წესი — ადამიანის უცნაურობის გამო — ამის გვერდიდან დანახვა საკმაოდ რთულია.

★ საფეხური ზევით — საფეხური ქვევით ★

იმისათვის, რომ შევიგრძნოთ ჩვენი ნორმის დონე, საჭიროა შევეცადოთ და საწყის ეტაპზე მიწაზე დავეშვათ [ტექნიკა: «ფსკერი»]. მაგალითისთვის ავიღოთ საკვები, ტანსაცმელი, ტრანსპორტი.

ჩვენ უნდა ავდგეთ, ჩავიწიოთ ერთი საფეხურით ქვევით და ყური ვუგდოთ საკუთარ შეგრძნებებს.

დავალება

ადექი წადი და ისადილე რომელიმე გზისპირა სასადილოში.

ისადილე?

ნორმალურია შენთვის ეს დონე?

თუ კი, სწორედ ეს არის შენი ამჟამინდელი ნორმის დონე. შემდეგ, წადი ბაზრობაზე, იყიდე ტანსაცმელი და თუ ამისგანაც არავითარი დისკომფორტი არ შეგექმნა, ესეიგი სწორედ ეგ არის შენი ნორმის დონე.

ხოლო, თუ ეს შენთვის არ არის ნორმალური, მაშინ გილოცავ — შენ უკვე სწორ გზაზე დგახარ.

შემდეგ, წადი ქალაქის ყველაზე ძვირიან რესტორანში. დიდი შანსია, თავიდან უხერხულობის გრძნობა დაგეუფლოს. შენთვის არაკომფორტული იქნება ამხელა ფულის დახარჯვა.

ასევე, შეგიძლია შეიარო ყველაზე ძვირიან ბუტიკში და “ზილის” ან “ლუი ვიტონის” კოსტიუმი იყიდო, ან ტესტ-დრაივით მაზერატი გამოიყვანო. ამ შემთხვევაში, დიდი შანსია, შენ სირცხვილის გრძნობა დაგეუფლოს. ახლა შენ უკვე ხედავ შენი ნორმის დონის ზედა ზღვარს, რომელიც გზღუდავს.

მას შემდეგ, რაც გაარკვიე შენი A წერტილი, დროა ეტაპობრივად დაიწყო საკუთარი ნორმის დონის ზრდაზე მუშაობა. საკვანძო სიტყვას აქ წარმოადგენს — ეტაპობრივად.

ნორმის დონის ზრდის საიდუმლო იმაშია, რომ შენ ეტაპობრივად, მაგრამ მუდმივად, ზრდი მას. ყოველ ჯერზე, ყიდულობ მეტად ძვირიან და ხარისხიან ტანსაცმელს, სადილობ საუკეთესო რესტორნებში. გადიხარ ძვირიან ტრენინგებს. ურთიერთობ ბევრად უფრო მაღალი ფენის ადამიანებთან.

აქ მნიშვნელოვანია გამოიმუშაო ჩვევა, რათა აღარ შეგეძლოს ჭაობში ცხოვრება.

★ ჰაერის ჩაყლაპვა ★

მაშ ასე, მთავარი შეკითხვა, რომელსაც თითოეული ჩვენგანი უნდა უსვამდეს საკუთარ თავს: სად არის ჩემი ნორმის დონე? 1000, 3500, 20 000, იქნებ უფრო ზევით?

უბრალო ენით, შენი ნორმა — ეს არის ის, რაზეც არ გიჩნდება დანაშაულის გრძნობა და არ გიკანკალებს მუხლები.

ეს სწორედ ის დონეა, რომლის შემდეგაც, აღარ გაღიზიანებს ის, რაც ხდება გარშემო.

წარმოიდგინე, რომ ძალით ჩაგაყვინთინეს წყალში, ხოლო დონე, რომლის შემდეგაც იწყება ჰაერი, არის ნორმა. ჟანგბადის ბუნებრივი საჭიროება გექაჩება ზევით. როგორ მოიქცევი ასეთ სიტუაციაში?

რა თქმა უნდა, შენ დახარჯავ მთელს ძალებს იმაზე, რომ ამოაღწიო წყლიდან და ჩაყლაპო ჟანგბადი.

ერთი მეტრის ამოსვლის შემდეგ, შენ არაფრის დიდებით არ იტყვი: კაი მეყოფა, ეს საკმარისია”.

მიუხედავად ამისა, სწორედ ასე ხდება ჩვენს საზოგადოებაში.

ჩვენ ვზივართ წყალში, სუნთქვა გვაქვს შეკრული და ეს მიგვაჩნია ნორმად.

ამოდი ზევით, რათა ჩაყლაპო ნამდვილი ჟანგბადი.

“ჩვენ არ ვიცით, თუ სად გადის ადამიანის შესაძლებლობის ზღვარი. არავითარ ტესტებს, წამზომებსა და ფინიშის ლენტებს არ ძალუძს ადამიანის პოტენციალის გაზომვა. ოცნების კვალდაკვალ ადამიანები გადიან იმაზე ბევრად შორს, რაც ერთი შეხედვით მათ შესაძლებლობებს აღემატებოდა. თითოეულ ჩვენგანში არსებულ პოტენციალს საზღვრები არ გააჩნია და ის ჯერ გამოუყენებელია. როდესაც ფიქრობთ ზღვარზე, ამით თქვენ თავად ქმნით მას!”

© რობერტ კრიგელი

P.S. გთხოვ კომენტარებში დააფიქსირო, როგორ მოგეწონა პოსტი და რას ფიქრობ შენი ნორმის დონის შესახებ?

გიორგი თვალაძე

წყარო: http://inteleqtika.com

მსგავსი სტატიები

Leave a Comment