ნერვიულობა სხვადასხვა საკითხზე ადამიანის ჩვეულებრივი მდგომარეობაა. ზოგი მეტად ემოციურია, ზოგი – ნაკლებად და ამაში უჩვეულო არაფერია, თუმცა თუ ადამიანი ზედმეტად აღგზნებულია შესაძლოა მას ემოციური აშლილობა ჰქონდეს, რაც აუცილებლად ექიმის დახმარებას საჭიროებს. როგორ მივხვდეთ გვაქვს თუ არა ემოციური აშლილობის ნიშნები? გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:
ნერვიულობა გამუდმებით – თუ თქვენ მთელი დღის განმავლობაში გაწუხებთ დარდი სხვადასხვა თემაზე და ეს მოსვენებას არ გაძლევთ, სასურველია გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.
ძილის პრობლემა – დაძინების ან ხანგრძლივი ძილის პრობლემა პირდაპირ კავშირშია ნერვულ სისტემასთან.
არარაციონალური შიშები – გარკვეული შიში ნებისმიერ ადამიანს აწუხებს, თუმცა თუ თქვენ გაქვთ რაიმე ფობია ეს ემოციური აშლილობის ნიშანია.
კუნთების დაჭიმულობა – თუ თქვენ გრძნობთ ნებისმიერი კუნთის ხშირ დაჭიმულობას, ესეც შესაძლოა ემოციურ აშლილობასთან იყოს კავშირში.
სცენის შიში – საზოგადოების წინაშე გამოსვლის შიში, თავშეყრის ადგილებისგან გაქცევა ასევე ამ დაავადებაზე მიანიშნებს.
საკუთარ თავში დაურწმუნებლობა – ადამიანები, რომელთაც ემოციური აშლილობა აწუხებთ ყოველთვის ფიქრობენ, რომ ყველას თვალი და ყური მათკენაა მიმართული.
პანიკა – ეს პირდაპირ კავშირშია ნერვულ სისტემასთან. ასეთ დროს ადამიანს აქვს შეტევა, უჭირს სუნთქვა, უსველდება ხელები, ოფლიანობს, გრძნობს სისუსტეს, ძილიანობას, ტკივილს მკერდის არეში.
პერფექციონიზმი – თუ თქვენ გაქვთ მიდრეკილება სრულყოფილებისკენ და წვრილმანებშიც კი ცდილობთ მის პოვნას.