ბევრი აზრის და ფიქრის ერთდროულად არსებობა ადამიანის გონებაში იწვევს არასასიამოვნო განცდებს, შფოთს და ადამიანი ნერვიულობს. ყველაფერი კი მაშინ რთულდება როცა ჩვენ წინ რაიმე სერიოზული საკითხი დგას გადასაჭრელი, ამ დროს ნერვიულობა და ზედმეტად მეტი ფიქრი გონებაში ქაოსს ქმნის, რაც საბოლოო ჯამში ადამიანს ხელს უშლის სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და საკუთარ თავთან ჰარმონიულად ცხოვრებაში.
თუცა, არსებობს საინტერესო და სასარგებლო იდეები, რომლებიც დაგეხმარებათ
დააღწიოთ ”ფიქრების შემოტევას” თავი და განთავისუფლდეთ შემოსახლებული ქაოსისგან
1. დააკვირდით თქვენს აზრებს შორიდან
მედიტაცია ამისათვის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია, იგი მოგცემთ საშუალებას სხვა მხრიდან შეხედოთ თქვენს თავს და მოუსმინოთ თქვენს შინაგან ხმას. გახდით თქვენი ფიქრების დამკვირვებელი. ნებისმიერი თქვენთან მოსული ფიქრი ძალდატანების გარეშე შიგნით შემოუშვით და დააკვირდით, ნელ-ნელა როგორ გაქრებიან ისინი თქვენი გონებიდან. ივარჯიშეთ მდუმარებაში. საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და ერთი საათი მდუმარებაში ყოფნა აუცილებლად გამოიღებს შედეგს.
2. დაწერეთ თქვენი ფიქრები
გადმოიტანეთ ფურცელზე და ჩამოწერეთ სიის სახით თქვენი ფიქრები. ის რაც ამ მომენტში გაფიქრებთ და ქაოსს გიქმნით. ამ მეთოდის გამოყენებით თქვენ ავტომატურად დაცლით ყოველგვარი ზედმეტისგან გონებას და უკვე თვალით დანახულ ფიქრებს მარტივად დაახარისხებთ პრიორიტეტების მიხევით. მიხვდებით რაზე ღირს ფიქრი და რაზე არა.
3. დააწესეთ ფიქრის დრო
უცნაურად ჟღერს თითქოს მაგრამ ეს პირველ რიგში გულისხმობს დღის დაგეგმვას. აირჩიეთ ახალ იდეებზე, პროექტებზე და მომავალზე ფიქრისთვის დღის რომელიმე დრო და შესაბამის პერიოდში იფიქრეთ, იმსჯელეთ, წერეთ და იანგარიშეთ … ანუ იფიქრეთ ყველა საფიქრალზე ერთდროულად მხოლოდ ამ დროს. აქ მთავარია ბოლოს რამე ჭკვიანურ იდეამდე მიხვიდეთ და ეს დრო მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოიყენოთ.
4. ყურადღება გადაიტანეთ საკუთარ თავზე
როდესაც გონებაში ერთდროულად ბევრი საფიქრალი გაქვთ და ქაოსი შემოგიტევთ ამ დროს საუკეთესო რჩევაა, რომ დაიწყოთ ფიზიკური ვარჯიშები, თუ გაქვთ საშუალება გაისერნოთ ბუნებში, სუფთა ჰაერზე ან დაკავდეთ ჰობით. ფიზიკური დატვირთვა ყურადღების თქვენს თავზე გადატანაში დაგეხმარებათ და ქაოსსაც თავს დააღწევთ.
5. ფოკუსირდი ამჟამად გასაკეთებელ საქმეებზე
მუშაობთ, საქმე გაქვთ და თავს მოხვეული ზედმეტი ფიქრები ხელს გიშლით? ფოკუსირდით იმ საქმეზე რაც სასწრაფოდ დასასრულებელი გაქვთ. წარმოიდგინეთ რომ ყველა სხვა საქმე უკევ შესრულებულია და დროებით გათავისუფლდით იმ ტვირთისგან. იოლი არ არის მაგრამ, ზოგჯერ გონების მოტყუება საჭიროა, რომ საქმეზე ფოკუსირება შევინარჩუნოთ.
6. პატივი ეცით საკუთარ თავს
ერთ-ერთი მიზეზი იმისა თუ რატომ ხართ ქაოსურ მდგომარეობაში ისაა რომ არ ენდობით საკუთარ თავს და არ გჯერათ თქვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებების ჭეშმარიტების. შესაბამისად ეს იწვევს ეჭვს და ბუნებრივად ძალიან ბევრ ფიქრს. ამიტომაც პატივი ეცით საკუთარ თავს და გჯეროდეთ მისი. გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო მეტს იფიქრებთ , მით უფრო მეტად დაეჭვდებით თითოეულ თქვენს თქვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.
7. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ არასწორად მიღებული გადაწყვეტილებები
დარდი იმაზე რომ შეცდით და აირჩიეთ შეუფერებელი სამსახური, მეუღლე ან მოგბეზრდათ სახლში ყოველდღიური რუტინა, ეს ყველასათვის ნაცნობი და ‘’ნორმალური’’ ფაქტია.
თუმცა შეცდომები არ უნდა მივიღოთ როგორც კატასტროფა და შეუცვლელი შედეგი, პირიქით ეს შესაძლოა აღმოჩნდეს თქვენთვის ახალი შესაძლებლობა , რომელიც უფრო მეტად გაგზრდით და გასწავლით რაიმე ახალს. ცნობილი ჟურნალისტი ქეთრინ შულცი ამბობს რომ ‘’ თქვენი დაშვებული შეცდომა და კავშირი თქვენი სამყაროს ხედვასთან არის ადგილი საიდანაც მოდის კრეატიულობა და ინოვაცია.”
ასე, რომ გაითვაისწინეთ მოცემული რჩევები, გატესთეთ რომელიმე თქვენ ცხოვრებაში და გათავისუფლდით ზედმეტი ფიქრებისგან. ‘’ქაოსი პრობლემა არ არის. ნამდვილი გამოწვევა ის არის, თუ რამდენ დროს მოვახმართ მოქმედებებს შორის ურთიერთკავშირის დადგენას. ‘’
მოამზადა მარიამ შარიქაძემ