fbpx

“როგორ დავამყაროთ მეტი სიმშვიდე საკუთარ თავთან?”

ავტორი ნინო გონგაძე
881 ნახვა

როგორ დავამყაროთ მეტი სიმშვიდე საკუთარ თავთან?

ჩვენი ორგანიზმის პროფესიონალიზმს ხშირად მხოლოდ პათოლოგიურ და სასწრაფოდ მოსაშორებელ სიმპტომებად აღიქვამთ, არადა:

– სიცხე ხელს უწყობს იმუნურ სისტემას მუშაობაში

– ხველა გვაშორებს მოკროორგანიზმებს ფილტვებიდან

– ცემინებაც ასევე

– ცხვირიდან ლორწოს დენას მოჰყვებიან პათოგენები

– ტკივილი გვანიშნებს, რომ მივხედოთ მტკივნეულ ადგილს.

– ანთების სიწითლე, შესიება, სითბო ნიშნავს, რომ ლეიკოციტები თავიანთ სტიქიაში არიან.

– ფაღარათი გვაშორებს არასასურველ საკვებს, შხამებს თუ მიკროორგანიზმებს

– ღებინებაც, უბრალოდ სხვა მიმართულებით 😉

– ოფლიანობა აგრილებს სხეულს

– მაღალი პულსი ან წნევის დავარდნას უკეთებს კომპენსირებას, ან სხეულს მაქსიმალურად აწვდის ჟანგბადს

– შიში გვიცავს საფრთხისგან

– დაღლილობა გვაიძულებს რეგენერაციას

– ….

რათქმაუნდა ჩვენი ორგანიზმის ეს სრულიად ჯანმრთელი, ადაპტიური საქციელიც შეიძლება გამოვიდეს მწყობრიდან, გასცდეს კარგის საზღვრებს და სამკურნალოდ იქცეს.

მაგრამ, ნუ შეგვეშინდება საკუთარი სხეულის, ხოლო ამისკენ პირველი ნაბიჯია ორგანიზმის რაღაც დონეზე ცოდნა და მისი ენის, კომუნიკაციის მოსმენა, კითხვა, გაგება.

ჯანმრთელობა ყველას საქმეა, ყველას ეხება. ყველამ უნდა ვიცოდეთ არსებობის ფიზიოლოგიის აუცილებელი მინიმუმი, სიცოცხლის ანატომია.

აი მკურნალობა კი უკვე რაღაც ეტაპიდან უზარმაზარ სპეციალურ განათლებას, სიმამაცეს, ჰუმანიზმს და გამოცდილებას მოითხოვს, ანუ სპეციალისტს.

ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ!

თქვენი ჰაუსი 💚

Le van House

მსგავსი სტატიები

Leave a Comment