ნერვიულობა – ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, იქნება ეს პრეზენტაციის, გასაუბრების, გამოცდის თუ რამე სხვა ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოვლენის წინ. ჩვენი შინაგანი მდგომარეობა აისახება სხეულის ენაზე, მიმიკაზე და ხმის ტემბრზე.
გთავაზობთ რამდენიმე გზას თუ როგორ შეიძლება დამალოთ ნერვიულობა.
1.აკონტროლეთ სუნთქვა
როდესაც ადამიანი ნერვიულობს, მისი სუთქვა ხდება არარეგულარული და ზედაპირული. შეეცადეთ რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქოთ და ამოისუნთქოთ. ეს დაგეხმარებათ ცოტა დაწყნარდეთ და დაუბრუნებს ორგანიზმს ჩვეულ რიტმს.
2.არ აღიაროთ, რომ ნერვიულობთ
ყველაზე დიდი შეცდომაა, როდესაც აღიარებთ, რომ ნერვიულობთ. შესაბამისად, ხდება კონცენტრირება ყველა იმ ბუნებრივ, მაგრამ ნაკლებად სასიამოვნო ცვლილებებზე, რასაც განიცდის თქვენი ორგანიზი ნერვიულობისას.
3.ისაუბრეთ ნელა
როდესაც ვნერვიულობთ, ხშირად ვსაუბრობთ ძალიან სწრაფად. შეეცადეთ შეანელოთ საუბრის ტემპი, რათა მსმენელმა მოასწროს თქვენი ნათქვამის გააზრება.
4.მოადუნეთ სხეული
მნიშვნელოვანი მოვლენის წინ შეეცადეთ მოადუნოთ სხეული და კუნთები, აუცილებელია იპოვოთ „ოქროს შუალედი“ – იყავით გამართული, ზედმეტად არ ამოძრაოთ ხელ-ფეხი, მაგრამ ამავდროულად ნუ იქნებით „გაყინული“.
5.შეინარჩუნეთ თვალისმიერი კონტაქტი
ხშირად ხდება, რომ პრეზენტაციაზე ან გასაუბრებაზე თვალს ვარიდებთ მსმენელს, რაც მეტყველებს იმაზე თუ რამდენად ნერვიულობთ. ამიტომ აუცილებელია შეინარჩუნოთ თვალისმიერი კონტაქტი და აუდიტორიაში მყოფთ თანაბარი ყურადღება დაუთმოთ.
6.დასვით კითხვები
თუ შეამჩნევთ, რომ ნერვიულობა ხელს გიშლით კონცენტრირებაში და გონებას გიბნევთ, დასვით კითხვები – შესაბამისად თქვენი მსმენელი მოექცევა ყურადღების ქვეშ, და არა თქვენ. შესაბამისად, მოიგებთ დროს, რაც მოგცემთ საშუალებას რომ ღრმად ისუნთქოთ, დაწყნარდეთ და სწორად ჩამოაყალიბოთ აზრი.
7.იყავით ის ვინც ხართ
შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ხართ კარგი, ისეთი, როგორიც ხართ და ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ ყველაფერმა იდეალურად უნდა ჩაიაროს. გაითვალისწინეთ, რომ სავსებით შესაძლებელია შეცდომა დაუშვათ, და ამაში დასაძრახი არაფერია, თქვენ ისეთივე ადამიანი ხართ, როგორც თქვენი მსმენელი.
ყველაფერი სცადეთ, მაგრამ მაინც გიჭირთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე? ელისონ ვუდ ბრუქსი, ჰარვარდის ბიზნეს სკოლიდან, გვირჩევს ასეთ შემთხვევაში, შეეცადოთ ნერვიულობა ჩაანაცვლოთ დადებითი მოლოდინით, იმის ნაცვლად, რომ იწუწუნოთ თუ რამდენად ნერვიულობთ, თქვით, რომ ხართ სასიამოვნოდ აღელვებული. ყოველივე ეს დაგეხმარებათ მოახდინოთ კონცენტრირება დადებითზე, დამალოთ ნერვიულობა და მიყვეთ პრინციპს „fake it until you make it“.
წყარო:stepup.ge